Zet’s dead, baby, Zet,s dead..

     Zet’s dead, baby, Zet,s dead..– ეს ცნობილი ფრაზა ჩვენი სპექტაკლის ბოლო რეპლიკაა, როდესაც როსტო – კოდური სახელით M სამსახურიდან ათავისუფლებს თორნიკე გურულს – კოდური ნიშნით –Z.

პრემიერა შედგა, პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა მაყურებელმა და პირველი შეფასებებიც მოვისმინეთ:

“როგორი ნიჭიერები ყოფილხართ, ყოჩაღ”

10423405_10200993599922527_202373686_n

10516925_10200993599722522_464926622_n 10524299_10200993643843625_1381754015_n 10543136_10200993599882526_1130838129_n

 *********************

6 დღით ადრე …. 4 ივლისი

რეჟისორისა და პროდუსერისგან მივიღეთ მკაცრი მითითებები, 4 ივლისს სარეპეტიციოდ გადავდივართ თეატრში, ნამდვილ სცენაზე, არ გაბედოთ გაცდენები და მითუმეტეს დაგვიანებებიო.

რადგან მოქმედება 3 სცენად იყოფოდა და მე მესამე სცენაში ვთამაშობდი, ჩვენი რეპეტიციები ხან 10 საათზე ხან კიდევ უფრო გვიან იწყებოდა.

მაგრამ 4 ივლისს ყველანი ერთად 8 საათზე ვიყავით ილიაუნის თეატრში.

წარმოიდგინეთ ნახევრად ბნელი თეატრი, ოდნავ განათებული სცენა, შავი ინტერიერი და 5 წითელი სკამი ოვალურად სცენის ცენტრში – ჩვენი დეკორაცია მზად იყო, საოცარმა ჟრუანტელმა დაგვიარა ყველას.

ვერ წარმოიდგენთ რა საოცარი მუხტი იყო ყველასთვის და რა განსხვავებული ემოციები მოიტანა : ჟივილი, ხივილი, კივილი, წივილი, ყიჟინი, შიში, სიცილი, ხარხარი, ხალისი, ხუმრობა, რეპლიკები – ერთმანეთს გაოგნებული, ბედნიერები და საოცარი შინაგანი ენერგიით აღსავსენი შევყურებდით და ჩვენმა უუუუსაყვარლესმა და უნიჭიერესმა რეჟისორმა ერთი თვალები დაგვიბრიალა, ჩვეულ რეჟიმში ნახევრად ხუმრობით და უფრო მეტად მკაცრად შემოგვძახა და პირველი სცენის მონაწილეები ავიდნენ სარეპეტიციოდ.

აქამდე ერთმანეთის რეპეტიციები არ გვენახა სხვადასხვა სცენის წარმომადგენლებს, ამიტომ უდიდესი ინტერესით ვუყურებდით, კომენტარებს ვესროდით, ვიცინოდით, ვხუმრობდით, ვღელავდით, ვხმაურობდით, ვამხნევებდით და უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი – რაღაც საოცარი,  ამბის მონაწილე ვიყავით 15-ივე,

ზღაპრის გმირები, ჯადოსნური ზღაპრის – და უსაშველოდ მოგვწონდა ამ მდგომარეობაში ყოფნა ყველას.

თქვენ გგონიათ დრამების გარეშე ჩაიარა ამ ყველაფერმა?

ნუუუუუურას უკაცრავად,

იყო ცრემლებიც, ჩხუბი, ყვირილი, გაბუტვა – შემორიგებები, აბა როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ სტრესულ გარემოში 15 ადამიანის თანაარსებობა?

არაერთხელ გაჟღერებულა “ვსიო დავიღალე – მე წავედი” ფრაზები

კიდევ უფრო ხშირად – ხვალ მე ვერ მოვალ რეპეტიციაზე …

მაგრამ მიუხედევად ამისა ………

—————————-

10 ივლისი, ხუთშაბათი

15–ივე მონაწილემ Day off – ავიღეთ სამსახურებში, დილიდანვე უნდა გვერბინა ტანსაცმლის, ვარცხნილობის, მაკიაჟის შესარჩევად …

თეატრში ყველაზე ადრე მივედი, მე კეპკით უნდა მეთამაშა სცენაზე და ვარცხნოლობა დიდად არ მადარდებდა.

საოცრად უსუსურად ვიგრძენი თავი, მარტო  ვარ დარბაზში…

რა ხდება? ხომ არ გადაიფიქრეს? ხომ არ შეეშინდათ? ჩვენ ხომ იმდენი რეპეტიცია გვაქვს გასავლელი,

ჩვენ ხოლმ ბოლო სცენა თითქმის არ გაგვივლია და “პაკლონზე” გამოსვლა კიდევ საერთოდ არ გაგვივლია 🙁

—– მერე ჯაბა მოვიდა, მერე ნუკა და ნელ ნელა ყველანი შევიკრიბეთ.

Fotor0711105636

ცოტა ხანი აზრები გავცვალეთ და ავედით სცენაზე, გენერალური რეპეტიცია უნდა გაგვევლო, ყველანაირი ხარვეზი უნდა აღკვეთილიყო, არავის არ უნდა დავიწყებოდა არც სუნთქვა, არც რეპლიკა, არც კივილი შუქის ჩაქრობისას, მღელვარებამ და კულმინაციამ პიკს მიაღწია, თითქმის აღარ ვუსმენდით ერთმანეთს, ერთადერთი გოგას შეძახილები და მართლა გაბრაზებული ყვირილი თუ გვაბრუნებდა რეალობაში:

“- რას აკეთებთ? მე უნდა დავდგე 1 საათში სცენაზე 135 კაცის წინაშე?”

და აი 8-ს აკლია 10 წუთი,

ყველანი საგრიმიოროში ვართ, ვეწევით, ვიღებებით, სურათებს ვიღებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ, ტექსტებს ვიმეორებთ და ჭიანჭველები დარბიან, დარბიან და დარბიან ჩვენს სხეულებში, ვიღაცა სარაჯიშვილს სვამს, გოგა უბრაზდება ტექსტი დაგავიწყდებაო, ვიღაცა ყველაზე მეტად ხმაურობს – ეს ზურიუსია რა თქმა უნდა…

აა ხო, არა მარტო ტექსტი – რეკვიზიტებიც არ უნდა დაგვავიწყდეს

სამკუთხედი

ოთხკუთხედი

წრე

20:15 წუთი – დარბაზის კარები გააღეს და მაყურებელი ადგილებს იკავებს.

1610746_10204182871559820_4912737300085718775_n

20:20 წუთი, გოგა შემოდის უჩვეულოდ აღელვებული და საოცარი ღიმილით:

4 წუთში სცენაზე ვართ …

და იწყებს ტექსტს, რომლის ვიდეო ჩანაწერი გვაქვს მგონი თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ მე არ მინდა მისი გაფაბლიქება, ის ძაან ჩვენია, მხოლოდ ჩვენ 15-ს გვეკუთვნის.

მღელვარება ყველანაირ საზომს გადასცდა . . .

დროა!!! 

წავიდა პირველი სცენის მსახიობები სცენაზე …….
კულისებიდან საოცარი მღელვარებით ვაკვირდებოდით რა ხდებოდა სცენაზე, მათთან ერთად ვამბობდით ტექსტებს, მათთან ერთად ვნერვიულობთ, მათ რიტმში ვსუნთქავთ, მათთან ერთად განვიცდით…

21:35 – ტაში  – პრემიერა შედგა

 ეს “პაკლონზე” გასვლა რა ყოფილა თურმე <3

ჩემო თანადასელებო, მიყვარხართ ყველანი უზომოდ და ასე მგონია თქვენს გარეშე ვეღარ გავძლებ…

ღამის 00:15 – ყველაზე საოცარი სპექტაკლის ყველაზე განსაკუთრებული Afterparty

20140711_004625 20140711_004540 20140711_004622

 

და ბოლოს – 14 უთბილესი მადლობა ლევან გიორგაძეს, რომელმაც შეძლო შეუძლებელი და შექმნა ეს პროექტი.

შეფასებები და  შთაბეჭდილებები კომენტარებში დაწერეთ – არ დაგვზარდეთ.

 

Comments

comments

14 thoughts on “Zet’s dead, baby, Zet,s dead..

  1. Mako Mako Jaoshvili says:

    ყოჩაღ თათა, როგორ ლამაზად ჩამოარაკრაკე 2,5 თვიანი სამზადისი, ცოტა ნერვიულობა, ცოტა წინასწარი ფორიაქი, მერე უკვე ნამდვილი სცენის ხიბლი, გენერალური რეპეტიციის შედეგი და ბევრი აპლოდისმენტი. განსაკუთრებული მომენტი – "პაკლონზე" გამოსვლა, როცა ბედნიერებისგან თავბრუ გეხვევა და ბოლოს, RELAX – AFTER PARTY და ისეთივე გრძნობა, სკოლის დამთავრებისას რომ განგვიცდია. სხვა სპექტაკლი სხვა სცენაზე სხვებისთვის სტიმულის მომცემია! ბრავო რეჟისორს – "მე აქედან გავაკეთებ" რომ შეძლო

  2. Mako Mako Jaoshvili says:

    დიდად ვაფასებ ლევანის გულ-მოდგინებას და მიზანსწრაფვას. პროცესში ჩართულობა და სხვა თეატრი მისი დამსახურებაა.

  3. Taa Morchiladze says:

    ლევანი რომ არა…
    საერთოდ არაფერი არ იქნებოდა, საერთოდ არაფერი.

  4. Levan Giorgadze says:

    დიდი მადლობა თაა ამ პოსტისთვუს, მონაწილეობისთვის და ყველა თბილი სიტყვისთვის რაც დაწერე… მიხარია რომ შენც იყავი ჩვენს გვერდით მადლობა… მაკო შენც დიდი მადლობა :)))

  5. Taa Morchiladze says:

    იქნებ წაგეკითხა "ცნობილი" ფრაზაო რომ წერია და მერე წერო კომენტარები არაამქვეყნიურობაზე 🙂

  6. Diana Vashakmadze says:

    წარმომიდგენია რა შრომა დაგჭირდათ, მაგრამ გამოგივიდათ, თან ძალიან კარგად!! 🙂 სიამოვნებით დავესწრები სპექტაკლს კიდევ რამდენჯერმე! ძალიან ვისიამოვნე! მადლობა<3 და წარმატებები! 🙂

  7. Lela Kvirkvelia says:

    ყოჩაღ თათა ყოჩაღ! კიდევ ეთხელ ვამაყობთ შენით… ძაან მაგარი გოგუცანა ხარ! მისაბაძი ყველასათვის…..

  8. სოფიო says:

    Afterparty-ის ვარცხნილობა ძალიან გიხდება. სუპერ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *