3 დღე ლოპოტაზე

თურქეთიდან ჩამოსვლისთანავე ჩავალაგეთ ვიკას ბარგი და მე, დიმა, დედაჩემი და ვიკი წავედით გურიაში. ვიკას და დედაჩემს ვტოვებდით ერთ – ერთ არაჩვეულებრივ სოფელში – ორაგვეში, რომელიც სულ მთებშია ჩაფლული და ფანტასტიკური ადგილია დასასვენებლად ბავშვებისათვის.

 

************

  მე და დიმა თბილისში დაბვრუნდით და ფაქტობრივად მეორე დღესვე გავემგზავრეთ ლოპოტაზე.

თავდაპირველად ჩავიფიქრეთ კახეთის ტური მოგვეწყო, გვენახა ლოპოტა, მერე ილიას ტბა და როიალ ბატონში დავრჩენილიყავით და ბოლოს ყვარლის ტბაზე დაგვესრულებინა ეს ტური. თან თავიდანვე ჩანაფიქრი იყო რომ მივდიოდით ანკესებით და უნდა გვეთევზავა.

ჩავედით ლოპოტაზე როგორც იქნა, რატომღაც უფრო ახლოს გვეგონა და აღმოჩნდა რომ ამ გზაზე მეც და დიმაც პირველად ვიყავით.

10492197_765146226883097_5205752418736050786_n 10534603_10204289285860111_4101573779082783860_n

  სიმართლე გითხრათ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა …

ჩემი თითქმის ყველა მეგობარი არის ნამყოფი და არაერთი მათგანის სურათებიდან და შთაბეჭდილებებიდან ვიცოდი რომ ზღაპრული ადგილია, თუმცა როგორც ფეისბუქზე ვწერდი – ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი მართლაც ჯობია თურმე და სრულიად აღფრთოვანებული დავრჩი მანქანიდან ფეხის გადმოდგმისთანავე.

  ხუთშაბათი იყო, არც ისე ბევრი ხალხი, საოცარი სიწყნარე, რაღაცნაირი იდილია, ულამაზესი ტერიტორია, მთებით გარშემორტყმული ტბის საოცარი ხედები, ჭრიჭინებისა და ბაყაყების შეწყობილი და აშკარად მონატრებული ხმა, საოცარი მომსახურება და ძალიან კომფორტული ნომერი ულამაზესი და უდიდესი აივნითა და კიდევ უფრო გასაოცარი ხედით აივნიდან:

10552502_10204294775437347_7958798357091178818_n 10413385_10204289286500127_5610050490916033027_n

  სამწუხაროა ის, რომ საკმაოდ მაღალი ფასების გამო ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს აქ წასვლას და დასვენებას, მითუმეტეს რომ ტეროტორიაზეც რასაც აიღებ ყველაფერი ფასიანია (თურქეთის კურორტებისგან განსხვავებით) და თანაც ყველაფერს ორმაგი ან სამმაგი ფასი აქვს.

  ერთი ბოთლი სნოს წყალი (პატარა) ღირდა 2 ლარი და 30 თეთრი მომსახურების ჩათვლით, მგონი რომ უზომოდ არის გაბერილი ფასები.

   ის რომ პარასკევს, შაბათს და კვირას კიდევ 45 ლარით იზრდება ნომერზე ფასები, კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ამ კურორტს ბევრი ადამიანისთვის. მე პირადად ვისურვებდი რომ ამხელა ფასები არ ედოს აქ ყველაფერს და უფრო ხშირად მევლო განტვირთვისა და დასვენებისათვის.

10480181_767308710000182_1755988309169889207_n 10511100_10204295221368495_5846110556014646952_n 10557176_766398916757828_4602668417674010143_n 10559953_766236090107444_7939836399287408261_n 10568787_765547136843006_6197580911896382500_n

 3 არაჩვეულებრივი აუზია, რომლებიც არასოდეს არ არის გადავსებული მოყაყანე ხალხით და მეტსაც ვიტყვი ზოგადად მოყაყანე ხალხი არ ჩადის ლოპოტაზე, ან თუ ჩადის იქ ცოტა თავშეკავებულობას სწავლობს ამ ბუნებრივ იდილიაში.

 კვება იყო სამჯერადი და საკმაოდ ნორმალური, თუმცა ჩაი და ყავა მხოლოდ დილით იყო და რატომღაც არ ფიქრობდნენ რომ ადამიანებს საღამოსაც სჩვევიათ ყავისა და ჩაის დალევა :).

  მოკლედ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ თქვენ შეიარაღდებით ბევრი ფულით და ესტუმრებით ლოპოტას, ნამდვილად სამოთხეში დაისვენებთ, ოღონდ იცოდეთ რომ ბოლოს იხდით გაცილებით მეტს ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომ არ დაიბნეთ :)))))

Comments

comments

15 thoughts on “3 დღე ლოპოტაზე

  1. სალომე says:

    თაა ძაან მომწონს შენი წერის მანერა, გულახდილად გვიზიარებ შენს შთაბეჭდილებებს. სრულიად გეთანხმები, რომ მართლა ზედმეტად გაბერილი ფასებია (ალბათ ამით არის განპირობებული, რომ ბევრი დამსვენებელი არ ჰყავთ ). მეც ვიყავი ,ვნახე , მომეწონა , დავისვენე , გადახდილმა ფასმა დამაბნია კი არა დამშოკა ჰაჰაჰა , მეორეჯერ კიდევ მაქვს თუ არა წასლის სურვილი ჯერ კიდევ ვფიქრობ … იმედია ამ სასტუმროს მფლობელები წაიკითხავენ შენს პოსტს და შეცვლიან ცოტა ამ კურორტის ,,პოლიტიკა”-ს …

  2. Tata Tatarashvili says:

    დღის ნებისმიერ დროს მივირთმევდით ჩაის დაყავას შარშან წელს რა შეიცვალა?

  3. Cherry says:

    Dear, when u will write blog by english, except Pic I couldn’t understand anything.But still like,coz the picture is so beautiful.

  4. Taa says:

    Cherry

    Thank you my dear <3
    I will miss you so much, but maybe we can still meet when you are in Tbilisi 🙂

  5. Taa Morchiladze says:

    წელს საღამოს მოვითხოვეთ ყავა და 10 ლარი გადაგვახდევინეს 🙂

  6. Kate says:

    ხო აი ზუსტად ეგ მაღალი ფასებია, რაც არ მომცემს მანდ წასვლისა და დასვენების საშუალებას 😀 🙁

    რა ლამაზი ხარ <3

  7. Lord Vader says:

    კარგი ყველაფერი ძვირია, როგორც ერთ ფილმშია. 🙂 და საქართველოში ორმაგად და სამმაგად.

    მართლა კარგადაა გაკეთებული ისე. გგონია, რომ საქართველოში არ ხარ, ისეა მოწყობილი სერვისი და ყველაფერი…

  8. ნინო გუგეშაშვილი says:

    თათ , ლოპოტა I II და III -ს შორის რა სხვაობაა, დაჯავშნა მინდა და ვერ გავიგე , ფასები მეორეს და მესამეს ერთნაირი აქვს და პირველი ბევრად იაფია , ხოდა დავიბენი

  9. Lela Lobjanidze says:

    ნინ აუცილებლად უნდა აიღო ახლოს ბასეინთან და რესტორანთან – ის ძველი კოტეჯები მართლა ძალიან ძველია და მე საშინლად არ მომწონს! N კორპუსია ყველაზე კარგი – იდეალურია ადგილმდებარეობით! იქვეა ბასენიც და რესტორანიც

  10. nat says:

    შეგიძლიათ მითხრათ დამატებით რაში შეიძლება მოგიწიოს თანხის გადახდა? ნომრის ღირებულებაში კვება და გასართობი საშუალებები ხომ შედის.

  11. Taa says:

    nat
    ნათია, ყველაფერში !!!
    ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
    კვებას ან აიღებ ან ცალკე იხდი მაგრამ სხვა ყველაფერი ფასიანია, წყალიც კი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *