Anti – ცელულიტური მასაჟები

ამბობენ 35 წლიდან წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიკეთო ანტიცელულიტური მასაჟის სრული კურსიო. Honey-massage-at-home

იმასაც ამბობენ ბავშვის გაჩენიდან 6-8 თვეში აუცილებლად უნდა გაიკეთო მინიმუმ 15 მასაჟი ფორმაში რომ ჩადგეო.

კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ანტიცელულიტური მასაჟი თაფლისა და შეფუთვების ჩარევის გარეშე არაეფექტურია და თანაც მინიმუმ 15 პროცედურა უნდა ჩაიტაროთო.

მოკლედ ბევრ რამეს ამბობენ, ბევრს სწორს, ბევრს არასწორს, თუმცა ერთი ჭეშმარიტება უნდა ვთქვათ – ადამიანმა მართლა უნდა გაიკეთოს ანტიცელულიტური მასაჟი თუნდაც წელიწადში 1-ხელ, თუმცა აქვე დავძენ – მერე რომ არ მიწყინოთ, მართალია – ყველაფერი ფინანსებთან მიდის.

ვარჯიში, სწორი კვება, ბევრი სიარული, კომფორტული ფეხსაცმელი, ბევრი წყალი და სწორი ძილი – არის ის რაც ხელს უშლის სხეულის კონკრეტულ კერებში ცელულიტების ჩამოყალიბებას, თუმცა რაც არ უნდა პიონერები ვიყოთ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში – დიდი შანსია მაინც ვერ ავიცილოთ ცელულიტი გარკვეულ ადგილებში.

გადავდივარ ამბავზე:

ანიკას გაჩენის შემდეგ ძალიან არააქტიური ცხოვრება მქონდა ვარჯიშის მხრივ, ვერც იოგაზე ვიარე, ვერც ცურვაზე, ვერც ტანვარჯიშზე, ვიჯექი მთელი დღეები სამსახურში, მერე მანქანაში და მერე სახლში.

შედეგად – გაზაფხულის მზემ რომ გამოაჭყიტა და მოკლე შორტების ჩაცმა რომ გადავწყვიტე პრობლემური ადგილებიც აღმოვაჩინე და შიშისგან ელდა მეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა არ მაწუხებს და ბოლო რამდენიმე წელია (თუ ორსულობას არ ჩავთვლით) 49 – 51 კგ-ებს შორის ვმერყეობ, ცხოვრების ძალიან ცუდმა და უსარგებლო წესმა მაინც იჩინა თავი.

პრობლემური ზონები აღმომაჩნდა რამდენიმე – მუხლის ზედა ნაწილი, მუხლის გვერდითა ნაწილი, ფეხების შიდა ნაწილი (ყველაზე გავრცელებული) და ეგრეთ წოდებული გვერდები (სადაც ყველაზე ნაკლები სამუშაოა და სრული კურსიც არ სჭირდება ჩემს შემთხვევაში)

რამდენიმე თვის წინ გავიკეთე პირველი ანტიცელულიტური + გამამკვრივებელი და ლიფტინგის მასაჟი ნატალიში. ეს იყო მასაჟი + ბანდაჟები – რომელიც მართლა 1 პროცედურის მერე იძლეოდა შედეგს, Germaine de Capuccini-ზე უკეთესი პროდუქციით მე ჯერ არ გამიკეთებია მასაჟი და არც ირმა დემურიშვილის ხელებს შეედრება არაფერი, თუმცა ამჯერად ფასი იყო ჩემთვის გადამწყვეტი და ამიტომ მივმართე ასეთ ხერხს.

ჩავუჯექი ფასდაკლებების საიტს hotsale.ge და ვიყიდე ყველა კუპონი, რომლის მიხედვითაც საბურთალოს ტერიტორიაზე შევძლებდი ანტი ცელულიტური მასაჟების გაკეთებას. ერთიც დავამატე ვაკის ტერიტორიაზე ყიფშიძის ერთ ერთ სალონში.

მოკლედ პირველი რომელსაც ვეწვიე იყო აქვე ჩემს სახლთან ბუდაპეშტზე – აქციას ერქვა: ანტიცელულიტური მასაჟის პროცედურა ანტიცელულიტური ზეთებითა და თაფლით + ბონუსი, გამაჯანსაღებელ სპა ცენტრში `ჰირუდა.

შემოთავაზებაში ეწერათ:

ანტიცელულიტური მასაჟი საშუალებას გაძლევთ გახდეთ კიდევ უფრო მოხდენილი, გაჯანსაღდეთ ბუნებრივი, სასარგებლო მასაჟის გზით, გათავისუფლდეთ ზედმეტი არასასურველი ცხიმებისა და ცელულიტისგან, გაიმკვრივოთ მოშვებული და მოდუნებული კანი, მათ შორის ე.წ. `ფორთოხლის კანი`. მასაჟი აძლიერებს და აწესრიგებს სისხლის მომოქცევას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.მასაჟის დროს გამოიყენება ანტიცელულიტური ზეთები, რომელიც შეირჩევა თქვენი კანის ტიპის შესაბამისად.

შთაბეჭდილებები: ძალიან უბრალო გარემო, ინტერიერი საერთოდ არ იყო გათვლილი სპა მომსახურებაზე, ამასთანავე ერთჯდერადი ზეწარის ნაცვლად პირსახოცი რომ დამიფინა ქალბატონმა, ცოტა შევშინდი, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი გამოვედი, ძალიან სასიამოვნო მასაჟისტი იყო – რაც მთავარია იცოდა ძალიან ბევრი რამე და ბოლოს ბონუსად ზურგის მასაჟიც რომ გამიკეთა უკვე იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ საერთოდ დამავიწყდა ინტერიერი. ამასთანავე მომცა გარკვეული რჩევები, როგორ უნდა მოვიქცე და ვიკვებო, რა ვარჯიშები ვაკეთო, რომ მაქსიმალურად აღარ მოხდეს ცელულიტის დაგროვება და ასევე ხერხემალზეც რომ არ მტკიოდეს – რამდენიმა ვარჯიში მასწავლა.

ამ ქალბატონმა მითხრა რომ ერთ სრულ კურსს (15 მასაჟს) ამ კონკრეტულ ლოკაციას 250 – 300 ლარში აკეთებს, ხოლო კიდევ სხვაგან სადაც მუშაობს 450 – 600 ლარის ფარგლებში – ხედავთ ხომ განსხვავებას? :)))

შემდეგი სალონი რომელსაც ვეწვიე იყო მიცკევიჩზე, აქციით: ყველაზე ეფექტური ანტიცელულიტური მასაჟი + საჩუქარი სილამაზის სალონში `Lady Dior.

შემოთავაზებაში ეწერათ:

ანტიცელულიტური მასაჟი EVELINE-ის სამკურნალო პროდუქციით. მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება უზრუნველყოფს ანტიცელულიტური პროცედურის ეფექტურობას. ამ პროდუქტით ჩატარებული თერაპია პრობლემურ ზონებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერების სტიმულაციას უწყობს ხელს. ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები კი პრობლემურ ზონებში არსებულ თავისუფალ რადიკალურ პროცესებს აღკვეთს და აუმჯობესებს ამ ზონებიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის პროცესს. პროცედურა კეთდება პრობლემურ ზონებში და იწყება ორგანიზმიდან ცელულიტის გამოდევნა.
პროცედურების შემდეგ თავს იგრძნობთ რელაქსირებულად, ხოლო თქვენი კანი ხდება ხავერდოვანი, ქრება შეშუპება, კანის რელიეფი სწორდება და მცირდება პიგმენტაცია.

ინტერიერი გაცილებით უკეთესი იყო, დამიფინეს ერთჯერადი ზეწარი, გოგონა რომელიც მიკეთებდა მასაჟს, ისეთი გამხდარი იყო, რომ ასეთი უცნაური ძალა საიდან მოსდიოდა დღემდე ვერ მივხვდი.  საჩუქრად აქ გამიკეთეს მკლავების მასაჟი და მივიღე უამრავი კომპლიმენტი, რომ კარგად ნავარჯიშები და გამოყვანილი მკლავები მაქვს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მკლავებზე დამატებით მასაჟორიც გადამატარა. საერთო ჯამში არ იყო ცუდი მომსახურება და ამ გოგონამ 12 ლარიდან იწყება ჩემთან ერთი მასაჟიო და ამიტომ თუ ვინმეს გსურთ გაცილებით იაფად გაკეთება, მგონი უნდა მიმართოთ. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ის რომ, რამდენიმე საათში ჩალურჯებები გამიჩნდა კანზე, რაც პირველი მასაჟის შემდეგ არ გამჩენია და ამან ცოტა დამაფრთხო – ზაფხულში ჩალურჯებებით სიარული ცოტა უსიამოვნოა.

ცნობისათვის გეტყვით რომ ყველა მასაჟზე 1 ან 2 დღის გამოტოვებით დავდიოდი რათა შედეგებიც მენახა და დავკვირვებოდი. 

მომდევნო ლოკაცია იყო ყაზბეგის გამზირი, აქციით: ანტიცელულიტური მასაჟის 1 პროცედურა + შეფუთვა + ვარჯიშები, სილამაზის სტუდიაში `ლილე`

შემოთავაზებაში შედიოდა:

ანტიცელულიტური მასაჟის 1 პროცედურა 1 ზონაზე
სურვილის შემთხვევაში შეფუთვა და ვარჯიში. პროცედურის ხანგრძლივობა: 45 წუთი. მასაჟის დროს გამოიყენება ცელულიტის საწინააღმდეგო და გასახდომი კრემები

ინტერიერი აქაც არანაირად არ იყო მასაჟების კეთებაზე და სპა პროცედურებზე გათვლილი, სამასაჟე სავარძელი ერთი მხირიდან იყო კედელზე მიდგმული, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, ორივე მხრიდან უნდა გიდგებოდეს მასაჟისტი.  თუმცა რაც ეწერა შემოთავაზებაში ნამდვილად ყველაფერი გამიკეთა გოგონამ, რომელიც დიდად ბედნიერი არ იყო თავისი საქმით, ეს კი ძალიან ცუდ აურას ქმნის და გამოსული არ ვიყავი ზუსტად ვიცოდი ჩემი ფეხი აღარ იქნებოდა იქ.

აქაც საკმაოდ დაბალ ფასებში შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი და შეიძლება ეს გოგონა სხვებთან უფრო კარგ ხასიათზე იყოს 🙂 თუმცა მასაჟი გამიკეთა ნამდვილად იმ ხანგრძლივობით რაც ეწერათ, თანაც თაფლით და კრემით, შეფუთვებიც გამიკეთა და შეფუთული გამომიშვა ერთ საათში უნდა მებანავა. რამდენიმე ვარჯიშიც გამაკეთებინა.

მასაჟიდან 3- 4 საათში ჩაქცევები და სილურჯეები გამიჩნდა, ჩემი კანი როგორც ჩანს თაფლს ვერ იტანს, რადგან აქ თაფლით გამიკეთა ამ გოგონამ.

შემდეგი იყო ვაკე, ყოფშიძის ქუჩაზე, აქცია: ანტიცელულიტური გადახვევისა და მასაჟის 3 პროცედურა `LN COSMETOLOGY`-ში! გათავისუფლდით ცელულიტისგან უმოკლეს დროში!

შემოთავაზება იყო შემდეგი:

  • ანტიცელულიტური გასახდომი შეფუთვითი პროცედურა თერმოაქტიური ცხიმის დამშლელი Cello Gel-ით

  • ლიმფოდრენაჟული მასაჟი

  • ხელით მასაჟი

Cello Gel დიფუზიით აღწევს ქსოვილებში უჯრედებამდე და ინკაფსულირებული ცხიმები გამოყავს ფიზიოლოგიური პანსერიდან რისი მეშვეობითაც ხდება ლიპოლიზი (ცხიმის დაშლა) აფართოვებს სისხლძარღვებს რითიც უზრუნველყოფს უჯრედების გამდიდრებას ჯანგბადით, კარბონჰიდრაზით და ატფ–ით, სისხლის მიმოქცევის გაძლიერების ხარჯზე აუმჯობესებს რეგენერაციას, არეგულირებს წყალ–მარილოვან და მჯავა–ტუტოვან ბალანსს. შლის ცელულიტს, ხსნის შეშუპებას, ერთი პროცედურა ამცირებს გარშემოწერილობას 1სმ–ით, გამოაქვს შლაკები ორგანიზმიდან აღადგენს ტურგორს (სიმკვრივეს).

პროცედურის ხანგრძლივობაა 1.30სთ.

მკურნალობა შესაძლებელია შემდეგ ზონებზე:

ზონა #1 – გალიფეს ზონა

ზონა #2- დუნდულები + გვერდები + მუცელი

მოკლედ მოხდა ისე, რომ მე ძალიან გამიმართლა და თავად კლინიკის ხელმძღვანელთან მოვხვდი, რომელიც იყო ლიტველი ქალბატონი და ქართულად არ იცოდა არც ერთი სიტყვა, ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, ექიმი  და უამრავი რამე ამიხსნა, სამწუხაროს რაღაც საექიმო სხვადასხვა ტერმინები არ მესმოდა ხოლმე, თუმცა ძალიან ბევრი ვისწავლე ამ ქალბატონისგან.

თავიდან გამზომეს, შემფუთეს და ასე შეფუთული წყნარად, მარტო ჩემთვის ვიწექი კაბინეტში ნახევარი საათის განვალობაში.

2016-05-11 16.13.51-2

შეფუთვის მერე ჯერ ხელით გამიკეთეს მასაჟი, შემდეგ ვაკუუმის აპარატით, საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი ნამდვილად, თუმცა შორია და სავარაუდოდ სრული კურსისთვის მანდ ვერ ვივლი. ძალიან უსიამოვნო პროცესია მასაჟიდან გამოდიხარ და საცობებში ყვები :))

სულ ბოლოს ორიოდე დღის წინ ვიყავი ცინცაძეზე (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) აქციით: ანტიცელულიტური მასაჟი`Weleda`-ს ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთით `Donna`-ში.

სიმართლე გითხრათ ეს ლოკაცია, ინტერიერიც და თავად მასაჟისტიც, რომელიც იყო ახალგაზრდა გოგონა, ყველაზე მეტად მომეწონა და უკვე ჩავეწერე სრულ კურსზე.

შემოთავაზება იყო შემდეგი:

  • ანტიცელულიტური მასაჟის ერთი პროცედურა `Weleda`-ს ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთით

  • პროცედურის ხანგრძლივობა 35-40 წთ.  პროცედურა კეთდება შემდეგ ზონებზე:

  • ზონა #1 ბარძაყები+დუნდულები

  • ზონა #2 მუცელი + გვერდები

ამ შემთხვევაშიც ძალიან გავოცდი, როდესაც დავინახე რომ ამ ერთი ციდა გოგონას საოცარი ძალა ჰქონდა, ძალიან კარგად გამიკეთა მასაჟი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი და რაც მთავარია არც ერთი სილურჯე არ დამრჩა ამის შემდეგ. შემდეგი კვირიდან უკვე ვიწყებ სრულ კურსს და ვფიქრობ ნამდვილად მივიღებ იმ შედეგს რასაც ველოდები.

იმედია სასარგებლო და საინტერესო პოსტი იქნება სხვებისთვისაც …

არ დაიზაროთ და თქვენც იკვლიეთ ხოლმე მომსახურება სხვადასხვა ადგილებში, დამიჯერეთ მოგებული ისევ თქვენ დარჩებით …

 

Comments

comments

6 thoughts on “Anti – ცელულიტური მასაჟები

  1. ანა says:

    ძალიან კარგი პოსტია ნამდვილად..იმედია საბოლოო შედეგსაც შევიტყობთ :))) და ასევე არ ვიზარებ, ვტესტავ ბეჯითად და ჯერ ვერ მივაკვლიე ფასდაკლების საიტებიდან ისეთ სალონს სადაც აკეთებენ შილაკს კარგად და თანაც ხელსაწყოები/გარემოც რომ არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს. ერთი აიშა იყო აბაშიძეზე და ისიც დაიხურა და ხომ არ გაქვთ ამ მხრივ ვინმეს საჭირო ინფორმაცია? :დ

  2. inga says:

    გამარჯობა,
    იქნებ მიუთითოთ თქვენი წონა და რომ დაასრულებთ შედეგების შესახებ გვიამბოთ
    ნამდვილად საინტერესო პოსტია და ვფიქრობ ხომ არ მოგბაძოთ

  3. Taa says:

    ანა გამარჯობა

    მადლობა კომენტარისთვის,
    შილაკს მე პირადად ვიკეთებდი ხოლმე ნელი ბლაიში, რომელიც როგორც ვიცი დაიხურა
    ზოგადად შილაკს არ ვიკეთებ, მაგრამ არის რამდენიმე სანდო სალონი თბილისში სადაც ზუსტად მისდევენ სტერილიზაციის წესებს, მათ შორის ქსელური სალონები – ნატალი, პოდიუმი და ა.შ.

  4. Taa says:

    ინგა

    მადლობა, აუცილებლად დავდებ შედეგების შესახებ კიდევ ერთ პოსტს დამატებით

  5. თაკო გვაზავა says:

    გადასარევი პოსტია. შევყლაპე.
    ძალიან მაინტერესებს შედეგები, თა. აუცილებლად დაწერე.
    ანა,
    პივოტ პოინტში აკეთებენ კარგად. 30 ან 35 ლარი ღირს, თუ სწორად მახსოვს.

  6. inga says:

    მე ვიყავი შენს მერე ჰირუდაში და მართლა ძალიან მომეწონა მასაჟი
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
    ვუთხარი კიდეც მასაჟისტ ელენეს შენს შესახებ და ძალიან გაუხარდა
    იმდენი გაქო – ძალიან საყვარელი გოგონა იყოო 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *