#Blogomanija – Party

9 საათზე გონდოლაში ვიჯექით მივქროდით სასტუმროსკენ, გზას უნდა 10 წუთი.

ზუსტად 50 წუთი გვქონდა რომ გვევახშმა, გამოგვეცვალა და 10 საათზე ისევ გონდოლასთან შევკრებილიყავით რათა ჰაბაკუკში დავბრუნებულიყავით და საღამოს წვეულებას დავსწრებოდით.

საღამოს გათვალისწინებული იყო: სერბული ღვინის დეგუსტაცია, 2 სერბიდიზაინერის ტანსაცმლის ჩვენება და ღამის წვეულება ტერასაზე და სასტუმროს კლუბში, სადაც ადგილობრივი გოგონა დიჯეების ჯგუფი Panic Girl დაუკრავდნენ.

რა სისწრაფით ვივახშმეთ და გამოვიცვალეთ არ მახსოვს, მაგრამ 10 საათზე ნამდვილად ვიყავით გონდოლასთან და დავეშვით ჰაბაკუკისკენ.

2016-06-10 22.42.48

Foto: Goran Zlatković

Foto: Goran Zlatković

გზაზე სასტუმროსკენ 2 არაჩვეულებრივი ავსტრიელი გოგონა გავიცანით ტიმა და სარა, რომლებსაც ასევე არაჩვეულებრივი ბლოგი აქვთ, გირჩევდით ეწვიოთ და დაათვალიეროთ. http://thecosmopolitas.com/ 

Blogomanija 2016

ღვინის დეგუსტაციამ ნორმალურად ჩაიარა, ვარდისფერი ღვინო იყო ნამდვილად შესანიშნავი, რასაც ვერ ვიტყოდით თეთრზე, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ მწარე და ჩვენთვის ოდნავ უჩვეულო გემო ჰქონდა.

შემდეგ შეგვიყვანეს ბექსთეიჯში და მალევე დაიწყო ჩვენებებიც

2016-06-10 23.02.05

????????????

????????????

????????????

????????????

სნეჟანა დაკიჩის კოლექციის სურათებს არც დავდებ იმდენად შორს იყო მოდასთან და ყველანაირ თანამედროვე სამოსთან.

არც მეორე ტიპი ბრწყინავდა, მაგრამ არაჩვეულებრივი შოუ აჩვენა ნახევრად შიშველი გოგონების, უსიმპათიურესი მოდელი ბიჭებისა და ძალიან მაგარი მუსიკის მეშვეობით

13423936_1029086217179794_6196874125116699014_n 13432200_1029087107179705_7370781075014791520_n 13466077_1029086807179735_3825517165829885386_n

ჩვენების მერე უცებ აალაგეს ყველაფერი დარბაზში, ჩვენ დროებით ტერასაზე გადავნაცვლეთ და ბარიც გაიხსნა და ღამის 2 საათამდე (როცა ჩვენ წამოვედით) მიდიოდა დალევა და გუგუნი

2016-06-10 23.07.22

 

13442479_1029092910512458_1209786580130842263_o

????????????

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *