პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგი პერიოდი ეკონომიკისა და წარმოების ზრდის ეპოქაა, რაც აქტიურად დაეტყო არა მხოლოდ ეკონომიკას არამედ სოციალურ სფეროსაც. ომიდან გამომდინარე, როდესაც ქალებს მასიურად მოუწიათ მანამდე “მამაკაცებისთვის” განკუთვნილი საქმეებისა და სფეროების ათვისება, როს შედეგადაც ქალები მასიურად ხდებოდნენ დამოუკიდებლები. ამ ყველაფრის ფონზე კორსეტები გრძელი კაბები საკმაოდ მოუხერხებელი იყო, ამიტომ ქალებმა მოირგეს შარვლები, კომბინეზონები და დაიმოკლეს ქვედაბოლოები.
ეს არის ე.წ. Flapper გოგონების ეპოქა, რომლებიც გაცილებით აქტიურად და საკმაოდ პროვოკაციულადაც აგრძელებდნენ ცხოვრებას. ქალებმა დაიწყეს მოწევა, გაუჩნდათ გაცილებით დიდი სექსუალური გამოცდილება და ხმის მიცემის უფლებაც. გაჩნდა თავისუფლად აჭრილი კაბები, სწორი სილუეტი, წელის ხაზმა დაბლა დაიწია, გაჩნდა ღრმა ამოჭრა ზურგზე, პლისე და ტერფამდე და შემდეგ თითქმის მუხლამდე დამოკლებული კაბები და ქვედაბოლოები – რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.
უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მოდის ჟურნალებმა და ქალებმა მასიურად დაიწყეს Vogue, The Queen, Gazette და Harper’s კითხვა. კორსეტების გაუქმება გითვლება ამ ეპოქის თავისუფლების სიმბოლოდ !
Anette Kellerman – პირველ ნაქსოვ საცურაო კოსტუმებს სთავაზობს 20-იანი წლების ქალბატონებს.
1921 წელს შანელი იწყებს ცნობილ ხაზს Chanel No 5, სამოსის სილუეტი ხდება გაცილებით თავისუფალი და ქამრით წელზე. 1925 წელს მუხლს ქვემოთ არსებული ხაზი ზევით იქევს და მომდევნო რამდენიმე წლის მანილზე მუხლს ზემოთაც კი ადის. სამოსს ამშვენებს ნაქარგები, ფოჩები (fringes) ქსოვილი არის მსუბუქი და გამჭვირვალე.
პალტოები არის მძიმე და ტანზე ისე დგას როგორც კიმონო
უსახელო ბლუზონები, ამოჭრილი საყელო და პირველად მოდის სამყაროში – სვიტერი – ხდება ამ პერიოდის ჰიტი. ქვედაბოლოებს უჩნდებათ ნაკეცები, ბაფთები, ყვავილები, მძივები და ცოტა მოგვიანებით გეომეტრიული ფიგურებიც.
აქსესუარები:
ბეწვი ხდება ამ ეპოქის ქალების უსაყვარლესი მეგობარი. მოდაში შემოდის გრძელი ყელსაბამები, კანისფერი წინდები, ფეხსაცმელი რომელსაც აქვს კოჭთან შესაკრავი, რადგან ისინი ძალიან მოსახერხებელია ცეკვისათვის. ეს ეპოქა კი ცეკვების ერაა როგორც ვიცით 🙂 ქალბატონები მასიურად ესევიან სიგარეტს მუნდშტუკებით.
თვალებზე მხოლოდ რუხ და შავ ჩრდილებს იყენებენ, ტუჩებზეც მუქ ფერებს, მეწამულს და ბურგუნდის. თმის ვარცხნილობებს ატარებდნენ “a la garçonne” – ბიჭურ სტილში. ვარცხნილობა ითვალისწინებდა შუბლზე თმასაც, სწორს ან დატალღულს.
კოკო შანელი გახდა ეპოქის სახე და ქალბატონების ელეგანტურობის სიმბოლო. ზუსტად ამ პერიოდში იქმნება შანელის უცნობილესი “little black dress”– მუხლამდე სადა შავი კაბა, მრგვალი ყელითა და გრძელი სახელოებით.
სხვა ცნობილი დიზაინერები: SONIA DELAUNEY, JEAN PATOU, MADELEINE VIONNET
Jean Patou (1880-1936) French
Madeleine Vionnet
ეპოქის კერპები:
Anita Loos, Clara Bow, Louise Brooks, Marion Morehouse, Josephine Baker, Kiki de Montparnasse, Nancy Cunard, Coco Chanel
Marion Morehouse
Comments
მომეწონა, უბრალოდ ვერ ვაშეარებ ან ვალაიქებ
საცურაო კოსტუმია ძაან მაგრობა 🙂
ძალიან საინტერესო პოსტი იყო საინტერესო ინფორმაციებით
გემრიელად ჩავიკითხე
პოპკორნი რომ მქონოდა გამისწორდებოდა, ისეთი სიამოვნებით ჩავიკითხე ეს პოსტი და გადავედი 20-იან წლებში.
აი ამიტომაც ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს, კარგ რამეებს წერ ხოლმე
მადლობა ყველას კომენტარებისთვის <3
ლილიკო
ვწერდი 🙁 რამდენი წელია უკვე აქტიურრად აღარ მიწერია ამ ბლოგზე 🙁
ხანდახან ძალიან მენატრება ხოლმე.
მადლობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში სულ შემოდიხარ და კითხულობ <3