cosmetics_image2

CBD and Hemp Beauty Products

სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც მიკვირს ჩემი ბლოგის დაშბორდი რომ მაქვს გახსნილი და პოსტს რომ ვწერ, იიმდენი ხანია არაფერი დამიწერია. მაგრამ როგორც ამბობენ Never Say Never!!

დავიწყებ იმით, რომ ოქტომბერი და ნოემბერი ჩემთვის პირადად არის “Beautification” პერიოდი, როდესაცა მთელი ზაფხულის განმავლობაში რუჯისა და მარილიანი წყლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კანი მომყავს მწყობრში. ამჯერადაც კოსმეტოლოგებში და ესთეტიკურ ცენტრებში სიარულის, ყველანაირი გაწმენდისა და პროცედურების შემდეგ დადგა დრო  ბიუთი პროდუქტების განახლების. განახლებას კი მე ვეძახი ახალი ბრენდების აღმოჩენას, აქამდე უცნობი პროდუქციის სერჩვას და დატესტვას. ამ პროცესში მყოფმა აღმოვაჩინე რომ სილამაზის ბაზარი უხვად გვთავაზობს მარიხუანასა და CBD (cannabidiol) შემცველობის პროდუქტს, რამაც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეძებნა ინფორმაცია და გამეზიარებინა თქვენთვისაც.

პირველად ცხოვრებაში დაახლოებით 2017წ. ამსტერდამში აღმოვაჩინე რომ The Body Shop- მა დაამატა მარიხუანას შემცველი პროდუქტების ხაზი და მაშინ შევიძინე ხელის კრემი მხოლოდ. კრემი საკმაოდ კარგი იყო, სიამოვნებით გამოვიყენებდი ახლაც და რაც მთავარია არც გამოკვეთილად შემაწუხებელი (ბალახოვანი) სუნი არ ჰქონდა.

ამის შემდეგ მე პირადად ამ შემცველობის არაფერი გამომიყენებია, მაგრამ ამ ბოლო დროს ახალი ბიუთი პროდუქტების ძებნისას აღმოვაჩინე რომ სილამაზის ინდუსტრიაშ საკმაოდ ძლიერად განიცდის კანაფისა და CBD – ს შემცველი პროდუქტების მგზნებარებას : საცხები, დასაბანი საშუალებები, პომადები, შრატები, დამატენიანებლები. მეტსაც გეტყვით, არათუ მხოლოდ პროდუქტები, ამ ტენდენციას სრულიად ახალი ბიუთი ბრენდების აღმოცენებაც მოჰყვა, რომლებიც მხოლოდ ამ ონგრედიენტების შემცველ პროდუქტს ამზადებენ.

CBD ანუ კანაბიდიოლი დღესდღეისობით საკმაოდ ფართოდ გამოიყენება სამედიცინო კუთხით, როგორც ინგრედიენტი რომელიც ინიშნება შფოთვის, დარღვეული ძილის, სტრესისა და დეპრესიის დროს, ასევე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ამბობენ რომ არ იწვევს შეჩვევას. თუმცა ამავე დროს CBD შემცველი საშუალებები არ ინიშნება როგორც ძირითადი მედიკამენტი, უფრო როგორც დანამატი და აუცილებელია რომ მის მიღებამდე კარგად გაერკვიოთ, რადგან საკმაოდ საეჭვოა ამ ნივთიერების ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, მითიმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ვერ “მეგობრობს” სისხლის გამათხელებლებთან.

cosmetics_image2

მოკლედ საკმაოდ საფუძვლიანი კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არა მხოლოდ ცალკეული, არამედ სრული რუტინის ჩანაცვლება შეგვიძლია ამ ტიპის პროდუქტებით.

მოდით ახლა გადავხედოთ რას გვაძლევს ეს ინგრედიენტები ისეთს, როს გამოც წამოვიწყე ამ პოსტის წერა:

Hemp – არის კანაფი Cannabis sativa -ს ერთ ერთი სახეობა, რომელიც სხვათა შორის ძალიან სწრაფად იზრდება და შეუძლია მოედოს საკმაოდ დიდ ფართობს. კანაფი როგორც ბოჭკო, როგორც ცილა, როგორც ზეთის ნაირსახეობა ჯერ კიდევ მრავალი ათასი წლის წინ აღმოაჩინეს და იყენებდნენ.

CBD – არის კანაბიდიოლი, რომელიც გვხვდება კანაფში და ეს არ არის ის ნივთიერება რომელიც “აბოლებს”, კანაფისგან მიღებული CBD  ლეგალურია და ის გამოიყენება სილამაზის ინდუსტრიაში სწორედაც რომ  იმ ანტიოქსიდანტების და სასარგებლო ამინომჟავების გამო, რომლებიც უხვადაა მასში.

image-20191021143503-1

CBD -ს კარგად იღებს ყველა ტიპის კანი, არ არის ალერგიული, არ იწვევს კანის გაღიზიანებას და დღეისთვის გვხვდება ისეთი ბრენდების პროდუქციებში, როგორებიცაა:  Dove, Kiehl’s, Oribe, Sisley Paris, Clé de Peau Beauté, Hora Skin Care, Kana skincare,

983_main

განსაკუთრებით აქებენ CBD -შემცველობის საპნებს, თუმცა აქ არის ერთი პატარა დეტალი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. საპნის ყიდვის შემთხვევაში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ იყოს ““unscented,” – უსუნო, რადგან ხშირ შემთხვევაში რევიუებში შემხვდა რომ ცოტა გამაღიზიანებელი ან მკვეთრად გამოხატული ბალახის სუნი აქვთ. იგივე რევიუებში ვნახე რომ ეს საპნები არის შესანიშნავი დამარბილებელი და დამატენიანებელი, როგორც სახის ასევე მთელი ტანისთვის.

“With an impressive and ever-growing number of studies finding CBD to be a powerful antioxidant and anti-inflammatory among many other properties, it is now being used to treat pain, anxiety, spasms, and much more,” –   New York City/ Allure -“Hemp seed oil also acts as an emollient to smooth rough cells on the skin’s surface and offers moisturizing benefits,”

 

cosmetics_image2 1a_hemp-moisture-high_TGO

მოკლედ როგორც ჩანს CBD – ძალიან კარგია გაღიზიანებული კანისთვის როგორც დამამშვიდებელი,  დამარბილებელი და ანტისეპტიკური მოქმედების ნივთიერება.

აქ დაგიშეარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც ამ რევიუების მიხედვით საუკეთესოა და მათ შორის პირველის Kana Skincare Lavender CBD Sleeping Mask – გამოწერას და დატესტვას ვაპირებ და რა თქმა უნდა გაგიზიარებთ შედეგებს.

გარდა ამისა, თითოეულ პროდუქტს ლინკებზე საკმაოდ დეტალური აღწერა აქვს, რაც გაგვიიოლებს სასურველი პროდუქტის არჩევას.

  1. Kana Skincare Lavender CBD Sleeping Mask   – https://kanaskincare.com/products/lavender-cbd-sleeping-mask
  2. CBD for Life Eye Serum – https://cbdforlife.us/cbd-eye-serum/
  3.  Khus + Khus Sen Face Serum –   Serum link
  4. Vertly Hemp Infused Lip Balm – https://www.vertlybalm.com/product/infused-lip-butter/
  5. პროდუქტი, რომელსაც ძალიან აქებენ – Herbivore Emerald CBD + Adaptogens Deep Moisture Glow Oil – https://www.thedetoxmarket.com/products/emerald-cbd-adaptogens-deep-moisture-glow-oil
  6. CBD for Life Pure CBD Shampoo and Conditioner – https://cbdforlife.us/self-care/hair/
  7. Kiehl’s Cannabis Sativa Seed Oil Herbal Concentrate Face Oil – https://www.kiehls.com/skincare/face-oils/cannabis-sativa-seed-oil-herbal-concentrate-face-oil/KHL266.html

თუკი თქვენც გადაწყვეტთ გამოიყენოთ, ან უკვე გაქვთ დატესტილი ეს ან მსგავსი პროდუქცია, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

MH_2018_webart

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *