Let’s talk about happiness!
პოსტის შთაგონება არის ფეისბუქ გვერდი Black Market – სადაც მართლა პაწაწუნა ბედნიერებებს ვუზიარებთ ერთმანეთს და სადაც ვიყიდე ჩემი პირველი Ciaté პროდუქტი.
Ciaté – ჩემთვის არის ახალგაზრდობა, სიხალისე, ენერგია, სიგიჟე, გლითერი ყველაფერში, წვეულებები და გართობა – რაც ასე ძალიან გვაკლია ამ გლობალური პანდემიის პირობებში და რამაც გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.
2009 წელს, ერთმა ენერგიულმა, პროდრესულად მოაზროვნე ფრჩხილის ტექნიკოსმა – Charlotte Knight -მა, ჩვენთან “მანიკურშას” რომ ეძახიან, გადაწყვიტა რომ არ უნდოდა ჩარჩოებში ჯდომა და მიზნად დაისახა ფრჩხილის მოვლის ინდუსტრიაში განსხვავებული ხედვა და სრულიად ახალი ფორმულები შეეტანა.
Charlotte Knight -ს საზოგადოება კარგად იცნობდა, როგორც celebrity manicurist and nail technician. ის მუშაობდა მოდის კვირეულების დროს ბექსთეიჯში, მუშაობდა როგორც მოდის ასევე სარეკლამო გადაღებებზე, ვიდრე არ გადაწყვიტა რომ შეექმნა Ciaté – მდიდრული, დახვეწილი და ტრენდსეტერი ბრენდი, რომლითაც სარგებლობა ყველა ქალს შეუძლია საკმაოდ მისაღები ფასების გამო. აქვე უნდა ვთქვა, რომ ბრენდის ყველა პროდუქტი ვეგანურია, რაც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა მანამდე ჯერ კიდევ 2000 – 2004 წლებში შარლოტმა შექმნა ბრიტანეთის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი Nail Bar – ქსელი, რომელიც ძალიან მალე გახდა ბრიტანეთში ფრჩხილების მოვლასთან ასოცირებული საკმაოდ წარმატებული ქსელი.
მანამდეც, დიდი ხნის მანძილზე, ბექსთეიჯში მუშაობისას Charlotte Knight – ოცნებობდა ჰქონოდა საკუთარი ბიუთი ბრენდი და მისი პროდუქციაც იმ პროდუქტის გვერდით ყოფილიყო წარმოდგენილი, რომლითაც თავად მუშაობდა. ოცნება ერთია და საქმეც დასაწყები იყო და აი 2009 წელს დაიწყო პირველ პროდუქტებზე მუშაობა, რომლებიც იყო ფრჩხილის ლაქი სხვადასხვა დანამატებით: გლითერი, მეტალიკი, მარგალიტისებრი გარდამავალი ეფექტი და ფრჩხილის სტიკერები.
Ciaté – უნდა ყოფილიყო ბრენდი, რომლის ხარიხსი და შეფუთვა იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ ყველა ქალს სიამაყით უნდა ჰქონოდა მისი პროდუქტები კოსმეტიკის მაგიდაზე ან ჩანთაში. ამ ყველაფერში კი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეფუთვა, შეფუთვა რომელიც კარს გაუხსნიდა მის პროდუქტს მასების თვალისა და გულისკენ.
ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ბრენდის სახელი?
CIATE is an acronym for Color, Innovation, Artistry, Trend and Extraordinary and these are the five key values we stay true to in all that we do.
Ciaté – ამ ეტაპისთვის 200-ზე მეტ პროდუქტს გვთავაზობს და კოლექციების განახლება ხდება წელიწადში 4-ჯერ: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და საშობაოდ – როდესაც გამოდის ყველაზე საინტერესო და სადღესასწაულო პროდუქცია.
Ciaté London – ის პროდუქტების 3000-ზე მეტი რევიუს წაკითხვა შეგიძლიათ ყიდვამდე, რაც გაგიადვოლებთ პროდუქტის შეძენას. მე რასაც გადავხედე შეფასებების აბსოლუტური უმეტესობა დადებითია. მომხმარებელი მოხიბლულია ბრენდის ინოვაციურობით, ხარისხით, პიგმენტის სიძლიერით, გლითერიანი პროდუქტით – რომელიც არ გადადის ბანალურობაში, თავად გლითერის ხარისხით, პროდუქტის ვეგანურობით და ბოლოს -რაღა თქმა უნდა შეფუთვით – რომელიც მართლაც რომ ძალიან ძალიან FUN არის და დარწმუნებული ვარ ყველას ესიამოვნება მისი გამოჩენა კოსმეტიკის ჩანთაში.
ტყუილად კი არ ამბობენ: Follow your dreams!!!
ან კიდევ: If you can dream it, you can do it.
Comments