31ff8f4331e2caf49d3540fb70d69cb7

Pixi Beauty Skincare

შესაძლოა საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს ბრენდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტეს თქვენგან ერთხელ მაინც სმენია მათი საკულტო პროდუქტის შესახებ, რომელმაც გადააჭრელა ინტერნეტის ბიუთი სფერო და რომელმაც აალაპარაკა უამრავი ადამიანი – ეს არის მისი უპოპულარულესობა – Pixi Glow Tonic. 

Pixi Beauty ან უბრალოდ Pixi დაახლოებით 20 წლის წინ შექმნა წარმოშობით  შვედმა მოდელმა და შემდეგ მეიქაფ არტისტმა Petra Strand. 

With the arrival of Pixi by Petra, another piece of London comes to Los Angeles - Los Angeles Times

4 შვილის დედამ, ბრენდი ფაქტობრივად საკუთარი სამზარეულოს მაგიდაზე დააარსა და მთავარ მიზნად დაისახა პროდუქცია ყოფილიყო სრულად ბიო ინგრედიენტებზე დაყრდნობილი + cruelty free  და მარტივად გამოსაყენებელი.

20 წლის მანძილზე ბრენდის მთავარი მიღწევა მისი უდიდესი ცნობადობაა, რომელიც ძირითადად მილენიალებისა და სოციალური მედიის განვითარების თანამდევად ხდებოდა. Pixi – ს სხვადასხვა პროდუქტს ნახავთ მსოფლიოს ყველა ბიუთი და სქინქეარ ბლოგერის და ინფლუენსერის გვერდებზე, ყველა ცნობილ ბიუთი ბოქსში და ყველა პრიალა ჟურნალში.

კომპანია დღემდე ოჯახური ბიზნესია და პროდუქცია ერთი წამითაც არ კარგავს აქტუალობას იუთუბზე, პინტერესტსა და ინსტაგრამზე – რისი მთავარი განმაპირობებელი ფასი აღმოჩნდა, რომელიც ხარისხიდან გამომდინარე ძალიან ხელმისაწვდომია ბაზარზე.

Petra Strand – ის მთავარი მესიჯი კომპანიის დაარსებისას იყო ის რომ მაკიაჟის ძირითადი ბაზა მაინც კანია და თუ ყველაფერი კანის მოვლით უნდა დავიწყოთ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ, სადაც ჰაერი დაბინძურებულია გამონაბოლქვითა და სხვა უამრავი ნივთიერებით. ამიტომ არის აუცილებელი ყოველდღიური რუტინის ზედმიწევნით შესრულება.

 

94384a8a7effccc47984997cf62a287d

არამგონია ბრენდის დეტალური ისტორია უფრო საინტერესო იყოს ვიდრე პროდუქტი, ამიტომ მოდით პირდაპირ პროდუქტზე გადავიდეთ და მოგიყვებით ყველა იმ სილამაზის ფორმულაზე, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა მოსინჯოთ.

  1. Pixi Glow Tonic –                                                                                                                              ნაზი ექსფოლიატორია, რომელიც შეიქმნა იმისთვის რომ ჩვენი კანი გახადოს უფრო გლუვი, სუფთა და ნათელი. მარტივად აცლის კანის ზედაპირზე არსებულ მკვდარ უჯრედებს,  ხელს უწყობს შავი წერტილების გაქრობას და შედეგად ვიღებთ გასუფთავებულ, გაკრიალებულ მბზინვარე კანს.  ტონიკის გამოყენება შეიძლება ორჯერ დღეში, თუმცა რეკომენდებულია ერთხელ, კარგად დაბანილ და გასუფთავებულ კანზე და შემდეგ დაიტანება შრატი ან დამატენიანებელი.

ამასთანავე ტონერი ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას კანზე და საუკეთესო საშუალებაა აკნესკენ მიდრეკილი კანის სამკურნალოდ.

PIXI Glow Tonic 100ml - BeautyKitShop

2. Pixi Vitamin C Tonic – 

თუ თქვენი მიზანია გქონდეთ ჯანმრთელი და მოელვარე კანი, მაშინ დღესვე უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი და თქვენს რუტინას აუცილებლად უნდა დაამატოთ ეს ტონიკი. ფეროლის მჟავა  და ციტრუსის ექსტრაქტი, რასაც ეს პროდუქტი უხვად შეიცავს, იდეალურად ასრულებენ თავის დანიშნულებას, გამოყენების შედეგად კანი ხდება გლუვი, უფრო ნათელი და რბილი.

გამოიყენება გასუფთავებულ სახეზე, სასურველია საღამოს რუტინაში.

PIXI Vitamin-C Tonic 100ml - Beauty Box

3. PIXI Peel & Polish

ხილის ფერმენტებით გაჯერებული პილინგი, იდეალურად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, რძემჟავა ასუფთავებს კანს არასასურველი ლაქებისგან, საბოლოო ჯამში კი ვიღებთ იდეალურად გასუფთავებულ და ნათელ, ერთგვაროვან კანს.

ფაქტობრივად სალონური პილინგია სახლის პირობებში, თუმცა სასურველია რომ არ გამოვიყენოთ კვირაში 2-3 ზე მეტად. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და პარაბენს.

გამოიყენება კარგად გასუფთავებულ დაბანილ მშრალ კანზე სახისა და დეკოლტეს მიდამოში და ვიტოვებთ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოვიბანთ.

შეიცავს პაპაიას ხილის ექსტრაქტს და შაქრის ლერწამს.

PIXI Peel & Polish: Buy PIXI Peel & Polish Online at Best Price in India | Nykaa

4. PIXI Rose Oil Blend

თუ თქვენი მიზანია ახალგაზრდობის შენარჩუნება, ჩათვალეთ რომ ეს პროდუქტი ზედგამოჭრილი და იდეალურია თქვენთვის.

კანის გამაახალგაზრდავებელი ზეთების მძლავრი კომპლექსი, სრულიად ბიო და ბოტანიკური,  ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და ნატურალური ბზინვარების გაჩენას.

ტკბილი ნუში, ვარდისფერი, ჟოჟობა, ბროწეულის თესლისა და ვარდის გრანიუმის ზეთები კვებავს სახის ფერს, ხელს უწყობს კანის სიგლუვეს.

PIXI Rose Oil Blend: Official Stockist

5. PIXI Glow Mud Mask

ბიუთი ბლოგერების უსაყვარლესი პროდუქტი,

ტალახის ნიღაბი, რომელიც ასტიმულირებს, ასუფთავებს, აღიავებს და აცოცხლებს (არეფრეშებს) კანს. მინერალებით გამდიდრებული ნიღაბი კანის ზედაპირიდან იწოვს გამოყოფილი ცხიმის ზედმეტ რაოდენობას, ასტიმულირებს სახის კანის ფერს. კაოლინი და ზღვის მარილი ღრმად ასუფთავებს ფორებს, ხოლო ალოე ვერა და ჯინსენგი აბალანსებს კანის სტრუქტურას.

გამოიყენება კვირაში 2-ჯერ, განსაკუთრებით ფორიანი და ლაქებიანი კანის სამკურნალოდ. კანზე ვტოვებთ 15 წუთის განმავლობაში და ვიბანთ ძალიან ნაზად.

Pixi Glow Mud Mask | Mud mask, Face mask for pores, Skin cleanser products

6. Pixi H2O Skin Drink 

დამატენიანებელი გელი,  გამაგრილებელი ფორმულა კაფსულირებული წყლით, რომელიც ახდენს მომენტალურ და ღრმა ჰიდრატაციას, ასტიმულირებს კანის ფერს. გამდიდრებულია ალოე ვერათი, მწვანე ჩაითა და როზმარინით. გამოიყენება ყველა კანის ტიპზე, განსაკუთრებით იდეალურია გამომშრალი კანისთვის.

ეს არის დილის რუტინის პროდუქტი, უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას და გაწმენდილ დატონირებულ კანზე ცივად წასმისას იძლევა იდეალურ შედეგს.

არის შესანიშნავი მაკიაჟის ბაზა.

H2O Skindrink – Pixi Beauty

7. Pixi Eye Zone Brightener

თვალის ეს  უნიკალური გელი – ილუმინატორი ამცირებს წვრილი ხაზების წარმოქმნას, თვალის ქვემოთ კანს მატებს ახალგაზრდულ ბზინვას, ამცირებს შეშუპებას და ეფექტურად ატენიანებს.

ასევე აქვს დამამშვიდებელი ზემოქმედება, ამცირებს შეშუპებას და თვალის არეს ხდის უფრო ნათელს, ახალგაზრდულს და ენერგიულს.

Pixi Makeup | Eye Brightener | Poshmark

8. Hydrating Milky Serum

გამაჯანსაღებელი  ნივთიერებებით მდიდარი შრატი აღადგენს გაუწყლოებულ კანს და უბრუნებს მის ბუნებრივ ბზინვარებას.
• აბრეშუმისებრი, გლუვი და მსუბუქი მასა უზრუნველყოფს ძლიერ დატენიანებას ყოველგვარი ძალიახმევის გარეშე.
• ვარდის ყვავილის ექსტრაქტი, ჟოჟობას ზეთი და ალოე ვერა კვებავს, ხოლო გლიცერინი ატენიანებს კანს უმაღლესი ეფექტის მისაღწევად.

გამოიყენება ან დლით ან საღამოს, თქვენი სურვილისამებრ, დაიტანება 2-3 წვეთი გაწმენდილ კარგად ტონირებულ კანზე და შევიზილოთ კანში მცირეოდენი მასაჟით.

Hydrating Milky Serum - Pixi Skintreats | justbeautifulpm

9. Glow Mud Cleanser

ფორების ღრმა წმენდისთვის განკუთვნილი ქლინსერი 5%-იანი გლიკოლის მჟავის შემცველობით. უზრუნველყოფს ეფექტურ წმენდას ყველა ტიპის კანისთვის. აქვს ამქერცლავი ზემოქმედება, რათა კანი გახდეს გლუვი და ნათელი.

Pixi Glow Mud Cleanser | Glamourbox Philippines

10. DETOXIFEYE

ეს არის 30 ცალი ჰიდროგელის პაჩი თვალისთვის. მყისიერად ასუფთავებს და აღადგენს დელიკატურ კანს თვალის ქვეშ. აქვს გამაახალგაზრდავებელი და შეშუპების დამაცხრობელი ეფექტი.

პაჩები გაჟღენთილია  ოქროთი, ქოქოსით და კიტრით, კვებავს, აძლიერებს და ამშვიდებს კანს.
ასევე გაძლიერებულია ჰიალურონის მჟავით და კოფეინით დამატებითი სიგლუვისთვის დათვალის ქვეშ მუქი წრეების შემცირებისთვის.

ინგრედიენტებში შედის ჟოლოს ექსტრაქტი, მოცვის ექსტრაქტი, შავი მოცხარის ექსტრაქტი, კამელიას ყვავილის ექსტრაქტი, ალოეს ფოთლის ექსტრაქტი, აბუსალათინის ზეთი და სხვა.

მოკლედ ყველაზე სასურველი პაჩებია ჩვენი თვალებისთვის.

Pixi Beauty DetoxifEYE Depuffing Eye Patches - xo fancy | Skin care hair care, Skin care, Makeup supplies

Pixi Beauty Skincare – აქ სრულდება, მაგრამ ამ პოსტს ექნება გაგრძელება

ამავე ბრენდის არანაკლებ ძლიერი პროდუქციის ხაზის შესახებ,

რომელიცაა Pixi Beauty Make – up.

 

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *