შვებულება – დღე მეხუთე

ეს დღე განსაკუთრებით კარგად მახსოვს 🙂

თავიდან როცა დასასვენებლად მივდიოდით თემა იყო ასეთი, მე და დიმა მივდიოდით დასასვენებლად, მერე ავდექით და ვიკაც გავიყოლეთ (ბოროტი დედ–მამა) მაგრამ ბოლოს აღმჩნდა რომ ვიკამ მაგრად დაისვენა, გაერთო და მე და დიმა ჩამოვედით კიდევ უფრო დაღლილები და უამინდობით გაწამებული :დ :დ :დ  არადა ვიკას როგორც წინა 2 ეს ზაფხულიც განსაკუთრებული ჰქონდა, სად აღარ იყო :დ

დილა დაიწყო ისევ მზის მოლოდინში, ისევ პრივეტში. ისევე როგორც მე და დიმას – ვიკასაც ძალიან შეუყვარდა პრივეტი, თავისი გემრიელი ფუნთუშებით, სენდვიჩებით და ჩაით.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_0946.jpg?w=620 Continue reading

გადაღებები

სამსახურში რომ ძალიან დაკავებული ვარ, ჩემს ბლოგს ეგრევე ეტყობა ხოლმე 🙂

ამ წუთას 4 უზარმაზარ პროექტზე ვმუშაობ და ისეთი გრაფიკი მაქვს ცხოვრების რომ ბავშვს 2 საათით თუ ვნახულობ ხოლმე და 4 საათი თუ დავიძინე ღამე ძალიან მაგრად გამიმართლა 🙂

ერთ ერთი ამ პროექტთაგანი ახალი ნათების კლიპის გადაღებებია 🙂

გადაღების პირველი დღის პირველი ნაწილი, ნატალის სპა 🙂

Continue reading

ვიკი 2 წლისაა

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში 19 ივნისს მოხდა – ვიკი 2 წლის გახდა, ჩემი წიწილა უკვე დიდია 🙂

ძალიან ძალიან ბედნიერი მინდა იყოს, ჯანმრთელი, ხალისიანი, ჭკვიანი, კეთილი და განათლებული. უზომოდ, უზომოდ მიყვარხარ <3

მთელი დღის მანძილზე ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა დაბადების დღეზე, იცოდა რომ ტორტი ელოდა და უნდა ჩაექრო 🙂

მზადება წასასვლელად

Continue reading