elegant-maxidress-gets-toned-down-white-kicks

Street Style Fab Flats

 

There are so many cool ways to wear flats!

მართლაც,

რთულია წელიწადში 365 დღე ქუსლებზე “ამხედრებულმა” გაატარო.

ქუსლებზე იარო  ყოველ დღე სამსახურში, სასეირნოდ (თუმცა კუს ტბის და ბაკურიანის არაერთი  მაგალითი მოგვეპოვება), სამოგზაუროდ  და სხვა.

ამიტომ მოდით შევთანხმდეთ, რომ ყველას უნდა გვქონდეს გარდერობში რამდენიმე წყვილი დაბალი ფეხსაცმელი, იქნება ეს ე.წ “ბალეტკები” , კედები, ბოტასები თუ სხვა.

გაგაცნობთ ჩემს საყვარელ მოდელებს დაბალძირიან ფეხსაცმელებში”

1. დაბალი ფეხსაცმელი მეტალის დეტალებით. ამ ფეხსაცმელს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ის ასრულებს ლუქს. სწორედ ამიტომ არის მოთხოვნადი ასეთი ფეხსაცმელი.


Continue reading

Untitled-2

FASHION OF 30’S

30 იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოდისა და კინოს ინდუსტრიისთვის. ზუსტად ამ ეპოქას ემთხვევა მოდისა და ჰოლივუდის “შეხვედრა” უდიდესი ბიძგი მისცა ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებას, რაც გამოიწვია  ქალთა სამყაროში ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოების გაჩენამ.

ქალებმა მასიურად დაიწყეს თავის მოვლა, სალონებში სიარული, სამოსისადმი მეტი ყურადღების მიქცევა რათა ახლოს მისულიყვნენ თავიანთ სათაყვანებელ მსახიობ ქალებთან.

30-იან წლებში სამოსი ჯერ კიდევ გრძელია, წელზე გაკეთებული აქცენტებით და ძლიერი მხრებით.
კაბებში უკვე ირიბი ჭრა “bias-cut” გამოიყენება, რომლის შემქმნელად დიზაინერი Madeleine Vionnet გვევლინება, რომელმაც  1927 წელს პირველად გამოიყენა ამ ტიპის ჭრა კაბის შეკერვისას და რომელმაც განსაზღვრა ამ ეპოქის კაბის სილუეტი. Continue reading

1927-CWS-_Page_032-sport-wear-teens

Fashion of 20’s – what did it look like

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგი პერიოდი ეკონომიკისა და წარმოების ზრდის ეპოქაა, რაც აქტიურად დაეტყო არა მხოლოდ ეკონომიკას არამედ სოციალურ სფეროსაც. ომიდან გამომდინარე, როდესაც ქალებს მასიურად მოუწიათ მანამდე “მამაკაცებისთვის” განკუთვნილი საქმეებისა და სფეროების ათვისება, როს შედეგადაც ქალები მასიურად ხდებოდნენ დამოუკიდებლები. ამ ყველაფრის ფონზე კორსეტები გრძელი კაბები საკმაოდ მოუხერხებელი იყო, ამიტომ ქალებმა მოირგეს შარვლები, კომბინეზონები და დაიმოკლეს ქვედაბოლოები.

ეს არის ე.წ. Flapper გოგონების ეპოქა, რომლებიც გაცილებით აქტიურად და საკმაოდ პროვოკაციულადაც აგრძელებდნენ ცხოვრებას. ქალებმა დაიწყეს მოწევა, გაუჩნდათ გაცილებით დიდი სექსუალური გამოცდილება და ხმის მიცემის უფლებაც. გაჩნდა თავისუფლად აჭრილი კაბები, სწორი სილუეტი, წელის ხაზმა დაბლა დაიწია, გაჩნდა ღრმა ამოჭრა ზურგზე, პლისე და ტერფამდე და შემდეგ თითქმის მუხლამდე დამოკლებული კაბები და ქვედაბოლოები – რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.

უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მოდის ჟურნალებმა და ქალებმა მასიურად დაიწყეს  Vogue, The Queen, Gazette და Harper’s კითხვა. Continue reading

Military Jacket

Military სტილის სამოსი არასოდეს მქონია, წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რატომღაც მომინდა მილითარი ქურთუკის ყიდვა. დიდი ხანია ეს თრენდი გარდერობის must have piece -ად ითვლება, მაგრამ მაინც არ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას.

ჯერ არ გადამიხედავს რას გვთავაზობენ თბილისში არსებული მაღაზიები, მაგრამ იმედია რაიმე საინტერესოს და ჩემთვის მოსაწონს შევხვდები სადმე.

მაინტერესებს თქვენ თუ იყენებთ და გიყვართ ეს თრენდი?

https://i1.wp.com/www.gracieopulanza.com/wp-content/uploads/2012/01/Rihanna-in-Balmain-Denim-Military-Jacket-2013.jpg?resize=403%2C631

_V5C1510 Continue reading