TFW: Diana Kvariani F/W 2014-15

1383206_3539534624726_2038617649_nდიანა ქვარიანი –  ეს სახელი არც ისე დიდი ხანია რაც გაჩნდა ქართულ ბაზარზე და არც ისე დიდი ხანია რაც გაისმა ქართველ მოდის მიმდევართა რიგებში, მაგრამ მიუხედავად ამ მცირე ხნისა – საკმაოდ დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა ქართველი მომხმარებლის.

დიანა ქვარიანის ულამაზესი და ძალიან კომფორტული მაღაზია სალონი ალბათ ბევრს გექნებათ ნანახი, სადაც ასევე უზადო წესრიგით არის განთავსებული დიანას ულამაზესი ქმნილებები. ფერადი და ლამაზ პრინტებიანი სამოსი.

თბილისის მოდის კვირეულზე ეს პირველი ჩვენება იყო დიანასთვის და ვთვლი რომ საკმაოდ კარგად ჩაიარა.

დიანამ თავისი ლამაზი კოლექცია კონსერვატორიის ფოიეში წარმოადგინა, სპეციალურად მოწყობილი დეკორაციების ფონზე, ხოლო კოლექციას შტრიხად გასდევდა George JB-ს ქუდები.

_MG_4683 _MG_4682

Continue reading

TFW: Aka Nanitashvili F/W 2014-15

ეს იყო ზღაპრული კოლექცია …

1075643_525387067511177_920312626_nზუსტად აკასეული, ყველასგან განსხვავებული, გამორჩეული, ყველა დეტალში რომ ხელწერა იგრძნობა ისეთი. <3

ის რაც მახარებს არის აკას წარმატება და პოპულარობა საქართველოში, მის საუცხოო მაისურებს ულამაზესი პრინტებით,  ძალიან ორიგინალურად გაფორმებულს ხშირად შეხვდებით თბილისში. აკა ქმნის ლამაზ, ნაზ, ელეგანტურ და განსხვავებულ ქალს – რომელსაც შეუძლია თეატრის პრინტიანი კაბებითა და მაისურებით მოიწონოს თავი.

მართლა უზომოდ მომეწონა ეს კოლექცია და ბოლოში ჩემი ფავორიტების სურათებსაც დავდებ. Continue reading

TFW Day 3 – Guests

_MG_5393

_MG_4958

  თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე, ოდნავ ნაწვიმარი საღამო, თბილი და ჟანგბადით გაჟღენთილი.  საოცრად მყუდრო ვარდების ბაღის თბილი განათებები და უამრავი მომღიმარი და ბედნიერი ადამიანი. Continue reading

TFW GOLA DAMIAN F/W 2014-15

06.05.2014

ეს უკვე მეორე ჩვენება იყო გოლასთვის დალოოდ ჯგუფის ფარგლებში. ვთვლი რომ ეს კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გოლას წინა კოლექცია სრულ დეფიციტში აღმოჩნდა ძალიან მალევე ჩვენებიდან. გოლას სამოსი ძალიან წარმატებით იყიდება რუსეთშიც. თანაც მინდა შეგახსენოთ, რომ გოლა თვითნასწავლი დიზაინერია.

მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.

_MG_5465

შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც ისევე მოიწონა პუბლიკამ როგორც წინა კოლექცია. გოლას ყველა იცნობს როგორც უზომოდ შრომისმოყვარე, ნიჭიერ და ძალიან გაბედულ დიზაინერს და დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მას. Continue reading