TFW Day 2 – Guests

მოდის სახლი მატერია – სრული შემადგენლობით <3 (ჩემს გარდა რა თქმა უნდა)

  ნებისმიერ მოდის კვირეულზე, კოლექციებთან ერთად არანაკლებ საინტერესოა სტუმრების თვალიერებაც, ამიტომ მეც მოგცემთ ამის საშუალებას, ნახოთ როგორ იცვამს თბილისის მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოება. Continue reading

TFW F/W 2014-15 ATELIER KIKALA

თბილისის მოდის კვირეულის პირველ დღეს, გახსნის ცერემონიალის შემდეგ  2 ჩვენება გაიმართა: ატელიე კიკალამ (ლადო ბოკუჩავა) და გოლა დამიანმა (დალოოდ ჯგუფი) თავიანთი შემოდგომა – ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.

აქვე შეგახსენებთ რომ თბილისის მოდის კვირეულის სპონსორია სავაჭრო სახლი გოლეთიანი და NOKIA X.

Best-Smartphone-Nokia-X-Android-Wallpaper

 არ შემიძლია არ აღვნიშნო მოდის კვირეულის დამსწრეთა და ორგანიზატორთა “შეძენილი” ძალიან კარგი თვისება.

  ყველა ჩვენება თავის დროზე იწყება – აი,  მართლა გაოცებული ვარ 2 დღის მერეც – (+/- 10 წუთი არ ითვლება) და ეს არის ძალიან კარგი, რადგან როგორც ყველამ ვიცით დღევანდელ დღეს ყველაზე ძვირფასი თითოეული ჩვენთაგანისთვის არის დრო და ის ფაქტი რომ დროს არ ვკარგავთ ჩვენების დაწყების მოლოდინში არის დიდი წინსვლა.

_MG_3739 Continue reading

TFW Opening

6 მაისი, 2014 წელი.

სრულიად “Fashion” და არა მხოლოდ “Fashion” საზოგადოება მოუთმენლად ელოდება თბილისის მოდის კვირეულის გახსნას.

_MG_3492_MG_3490

 ამინდი არაჩვეულებრივი, ლოკაცია ზღაპრული, განწყობა ყველაზე საუკეთესო, უამრავი ღიმილი და ბევრი ლამაზად და გემოვნებით ჩაცმული ადამიანი შამპანურით ხელში –  გახსნის ცერემონიალის ოფიციალური მასპინძელი ხომ MOET & CHANDON იყო.

_MG_3512 Continue reading

_MG_6805

The City of Dead Fashion Alives

6- 10  მაისი – გარდაცვლილი მოდის ქალაქში მოდა ბრუნდება.

მე პირადად ვიყავი ერთ ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელმაც განცხადება, რომ 2013 წლის შემოდგომაზე თბილისის მოდის კვირეული არ ჩატარდებოდა – ძალიან მტკივნეულად აღვიქვი.

მაგრამ საბედნიეროდ ამჯერად ორგანიზატორებმა ძაააააააალიან იყოჩაღეს და მოდის კვირეული ჩვენს ლამაზ ქალაქს უბრუნდება

წელს თბილისის მოდის კვირეული არაჩვეულებრივ გარემოში – ვარდების ბაღში ჩატარდება და 20–მდე ჩვენებას უმასპინძლებს. რა თქმა უნდა ტრადიციულად ყველა ჩვენება ერთ სივრცეში არ გაიმართება და რამდენიმე დიზაინერი ვიცი რომ განსაკუთრებულ ადგილს შემოგვთავაზებს.
Continue reading