Tbilisi Flea Market

მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო განხორციელებული იდეის შესახებ.

6 აპრილს თბილისში, დედაენის ბაღში ჩატარდა პირველი Tbilisi Flea Market, იგივე ძველმანების ბაზრობა როგორც უწოდებენ ხოლმე.

იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი ბაზრობები უბრალოდ აუცილებელია, რადგან ჩვენი კონსუმერული მოთხოვნილებები ყველა სეზონის ბოლოს გარდერობის გამოჭედვაში გამოიხატება ხოლმე და მერე ვხვდებით, თუ რამდენი უსარგებლო და “აუ ეს არც ერთხელ არ ჩამიცვამს” ნივთი გვაქვს გარდერობში.

სწორედ ასეთი ნივთების: რაც არ მოგწონს, რაც მოგბეზრდა, ბებიის სკივრიდან ამოღებული ან სადღაც გადანახული კარგად დავიწყებული სამოსის, აქსესუარების, ფეხსაცმელის თუ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა – გადაცვლის შესანიშნავი საშუალებაა ეს ბაზრობა.

მე ჩემი სამკაულის სკივრი კიდევ ერთი გახაფხულოვანი ყელსაბამით, ხოლო ვიკიკომ თავისი სათამაშოები ულამაზესი სახტუნაოთი გავამდიდრეთ.

 photo Fotor0408102924_zpsb089e95e.png

  პირველმა ღონისძიებამ საკმაოდ კარგი სტარტი ანახა: კარგი ამინდი, საოცარი სიმწვანე ირგვლივ, სიფთა ჰაერი და უამრავი ძალიან იაფად გამოტანილი ნივთი, რომლებიდანაც რამდენიმეს აუცილებლად აარჩევს ყველა. Continue reading

Zuhair Murad F/W 2014 PFW

ლიბანელ კაცებს საოცარი გემოვნება ჰქონიათ, მოდის ისტორია ამის უტყუარ ფაქტებს ინახავს Ellie Saab  და Zuhair Murad კი მტკიცებულებაა ამ ფაქტებისა.

Zuhair Murad-ის ოტ კუტურ კოლექცია ნახეთ ამ ლინკზე 

ხოლო შემოდგონა ზამთრის კოლექციაზე კი აქვე მოგიყვებით:

კოლექცია აგებულია თემაზე ქალი მწერი: პეპელასავით მოფარფატე, მრავალფეროვანი და ლამაზი.

ობობის ქსელივით მსუბუქი და ჰაეროვანი, მაგრამ ამავე დროს ამავე ქსელის შემქმნელი ობობასავით ვერაგი და მაცდური.

ლამაზი და სექსუალური, მაგრამ შხამიანი და უამრავი საცეცით 🙂

  Continue reading

Street Style – Paris Fashion Week

მე პირადად ყოველთვის ვადევნებ ხოლმე მსგავს პოსტებს თვალყურს, საინტერესოა რა ტრენდები უფრო იზიდავთ მოდის მიმდევრებს, მოდის ბლოგერებსა და ცნობილ ადამიანებს.

მაგრამ აი ამ პირველმა სურათმა ძალიან მახალისა, აი ძალიან ძალიან 😀 😀 😀

და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ანა დელო რუსომ რაღაცნაირად თავი მომაბეზრა 🙂

Continue reading

Burberry S/S 2014 Accessories collection

გაზაფხული – ბუნებისა და ორგანიზმის გამოღვიძების, ყვავილობის, ბალახის აბიბინებისა და პასტელური ფერების დღესასწაულია.

Burberry-ს აქსესუარები კიდევ უფრო ამძაფრებენ ამ საყოველთაო გამოცოცხლებისა და სიხალისის შეგრძნებას.

ულამაზესი ფერადი ფეხსაცმელი, აბრეშუმის უნაზესი შარფები, ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი ფერების თუ დიზაინის მიხედვით, პოლკა დოტები და ულამაზესი მოდური სათვალეები და მთლიანად გაზაფხულის სურნელი გადმოტანილი ერთ კოლექციაში.

ისიამოვნეთ და გაიხალისეთ წვიმიანი და მოღრუბლული დღე

Continue reading