Chanel’s Candy colors and unforgettable shapes <3
ასეთი ელეგანტური, ბრწყინვალე და მომხიბვლელი სპორტული აქსესუარები არასოდეს ყოფილა . . .
Chanel’s Candy colors and unforgettable shapes <3
ასეთი ელეგანტური, ბრწყინვალე და მომხიბვლელი სპორტული აქსესუარები არასოდეს ყოფილა . . .
დედამიწაზე არ არსებობს ივენთი უფრო დახვეწილი, უფრო საინტერესო და უფრო ლამაზი ვიდრე Haute Couture– შოუებია.
ეს არის მართლა გენიალური იდეების და გენიალური ქმნილებების გამოფენა, ღონისძიება რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაესწრო. აი მართლა საოცნებოა ჩემთვის მანდ მოხვედრა.
სასწაულები ხდება და ოცნებებიც ხდება ხოლმე და რა ვიცი იქნებ ერთ დღესაც ….
მანამდე კი Stéphane Rolland Haute Couture spring 2014 collection.
ჩვენება სტეფანის მუზამ, ესპანელმა მოდელმა Nieves Alvarez -მა გახსნა, რომელიც საკმაოდ ვეტერანი მოდელია, მაგრამ სტეფანის ერთ ერთ ფავორიტად ითვლება.
ვიდრე ამ ჩვენებაზე გადავიდოდე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ ფაქტს რომ ვაღმერთებ ამ ადამიანს და მის ნიჭს და აქვე დაგილინკავთ მის წინა Haute Couture კოლექციას .
2014 წლის კოლექციაც გამოირჩევა ფერების შედარებით მცირე არჩევანით, ასიმეტრიული ლეერებით, ულამაზესი და ძალიან საინტერესო აქსესუარებით. მაგრამ განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო კოლექციაში გამოყენებული ყვითელი ფერი – საოცრება, ულამაზესი და განუმეორებელი. შეყვარებული ვარ ამ კოლექციაზე ყურებამდე …
Sarah Burton-ის მიერ შექმნილი ერთ ერთი საკმაოდ საინტერესო და გამორჩეული კოლექცია.
კოლექცია რომელიც საოცარი სისწრაფით გაიყიდებაო – წინასწარმეტყველებენ მავანნი მოდის სფეროდან და აყოლებენ “The result was a cool, if a not almost grungy outing for the pre-fall season.”
წითელი ხალიჩა ძალიან ბევრს ცვლის ხოლმე ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში, სულ რაღაც ერთმა საღამომ შეიძლება შენი კარიერა და არა მხოლოდ კარიერა შეცვალოს ან გაანადგუროს.
ამიტომ არის რომ განსაკუთრებით ცნობილები, ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან და ასეთი დღეებისათვის განსაკუთრებით ემზადებიან.
ამ პოსტში მოვათავზე იანვრის თვის რამდენიმე ღონისძიების ყველაზე საუკეთესო ლუქები, თუ ვინმე გამომრჩა ან თუ ვინმეში არ მეთქნხმებით კომენტარებში განვიხილოთ:
Blake Lively meets ‘Gucci Premiere’ competition winners.