Go-To label of Isabel Marant

Isabel Marant – ფრანგი გოგოშკების საყვარელი მარკა, რომელიც 1984 წელს მხოლოდ აქსესუარებით დაიწყო და უკვე 1994 წლიდან სამოსის კოლექციებსაც ქმნიდა ..

მინდა გაგაცნოთ ეს ბრენდი ვინც არ იცის 🙂

spring-summer 2010

1. ამ აუთფიტში ყველაფერი მომწონს

2.  სიამოვნებით მექნებოდა ეს კაბა 🙂

3. ეს იუბოჩკაც

Continue reading

BE STUPID

არ გაგაკვირვოთ სათაურმა, ვინც დიზელთან მეგობრობს, მაშინ ყველას ეცოდინება თუ რა არის კონცეფცია: BE STUPID.

ვიდრე კონცეფციაზე გადავიდოდე მინდა ერთი მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ, დიზელის შენაძენზე. დიზელს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს, ბრუნო კოლინი, ადამიანი რომელიც ძალიან გათქვეფილია მოდის სამყაროში, მან დააარსა WAD, ფრანგული მოდის ჟურნალი, რომელიც აშუქებდა ძირითადად ურბანულ მოდას. ბრუნო ზალიან ცნობილია ასევე ღამის ცხოვრების მოყვარულთა რიგებში. Continue reading

Yves Saint Laurent “Manifesto”

თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია თავის თავზე ამა თუ იმ კომპანიის დაირექთ მარკეტინგის უნიჭო სვლები, იქნება ეს ფოსტით მოსული უსარგებლო და არაფრისმთქქმელი ინფორმაცია, უაზრო და ტვინის წამღები მესიჯები თუ სხვა რამე, შეგიძლიათ კომენტარებში განავრცოთ.

manifesto2მაგრამ მარკეტინგიც არის და მარკეტინგიცო თქვეს Yves Saint Laurent -ში და წამოიწყეს დიდი პარტიზანული და პირდაპირ მარკეტინგული აქციები ბრენდის სიახლეების განვრცობისა და ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით. საუბარია პროექტზე Manifesto.

Manifesto – ეს არის 20-30 გვერდიანი ბუკლეტი, რომელშიც წარმოდგენილია კოლექციების ფოტოები, გარკვეულ პერიოდზე გარკვეული მოდელების მიერ.  2007- 2008 წლის შემოდგომა -ზამთრის კოლექცის წარმოადგენს ჯიზელ ბუნდჰენი, 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას კეიტ მოსი, შემდეგს ნაომი კემპბელი, მერე კლაუდია შიფერი და ბოლოს 2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას კრისტი ტარლინგტონი. Continue reading

GAP & ერთი fashion ბლოგერი

2009 წელი განსაკუთრებული იყო fashion ბლოგერებისათვის, როგორც იქნა მსოფლიომ ისინი შეამჩნია … fashion ბლოგინგის სამყაროში ოქროს ხანა დადგა. fashion ბლოგერებს იწვევენ ჩვენებებზე და პირველ რიგებში უთმობენ ადგილებს, სტატიებს უთმობენ ყველაზე წამყვანი პრიალა ჟურნალები, მათთან თანამშრომლობენ ყველაზე ცნობილი ბრენდებიც კი …

და fashionბლოგოსფეროდან მე გამოვყოფდი ერთ ერთ ყველაზე იღბლიან “ბლოგერკას” – გარანს დორ, რომელსაც ერგო პატივი და ისეთმა ცნობილმა ბრენდმა როგორიცა არის GAP – თანამშრომლობა შესთავაზა.

თავიდან საუბარი მიდიოდა გარანსის ნამუშევრების იმპროვიზირებული გამოფენის მოწყობაზე GAP-ის pop-up მაღაზიაში ლონდონის მოდის კვირეულის განმავლობაში. შემდეგ ეს გამოფენა არ შედგა და ახალ მოლაპარაკებაზე გადაერთო ორივე მხარე. GAP- მა გარანსს შესთავაზა მისი საკუთარი სკეჩებით შეექმნა მაისურების ლიმიტირებული კოლექცია. ყოველი დიზაინი უნდა ყოფილიყო 69 ცალი – რა მუღამი იყო ამ 69 ცალში მე არ ვიცი მაგრამ ასეც მოხდა. გარანსმა 3 სხვადასხვა დიზაინი შექმნა და GAP- მაც გამოუშვა მისი 207 ცალი მაისური.

dore-design

GAP – სათვის ეს გარიგება კაპიკები ღირდა, მაგრამ სანაცვლოდ ისეთი მედია გამოხმაურება მიიღო რომ ვერც კი იფიქრებდნენ. მაისურების გულისათვის, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, მოდის მიმდევარი გოგონები თავპირს იმტვრევდნენ. სერიოზული ომი გაჩნდა ამ მაისურების მოსაპოვებლად. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ GAP-ის მაისურები საკმაოდ არაპოპულარული იყო გაყიდვებში.

სიახლე ამ კოლაბორაციის შესახებ ყველა fashion საიტს მოედო, (ჩემსასაც 🙂 ) კოლეტში გაიმართა ავტოგრაფ სესია, სადაც მაისურების დიზაინის ავტორი სიამოვნებით ავრცელებდა თავის ავტოგრაფებს. GAP – მა ახალ სეზონზე must have პოზიცია დაიკავა.

მართალია GAP-ის 40წლიანი არსებობის მანძილზე ეს არ იყო ერთადერთი თანამშრომლობა, მაგრამ უდაოდ ერთერთი  ყველაზე  წარმატებული. თავად გარანსი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან და ინტერვიუს დროს განაცხადა: “My first t-shirts, my first real exhibition, my first cold sweats with the printer, the first time I’m really able to have some perspective on what I’ve been doing on this blog for three years… What an adventure.”

მსოფლიომ დაიწყო fashion ბლოგერების შემჩნევა და დაფასება, საინტერესოა ჩემს ბლოგს თუ შეამჩნევს ვინმე?