საუკეთესო მოდური ჩვენებები Alexander McQueen

Par2820296

რატომღაც დავივიწყე და ვერ დავწერე კიდევ ერთი მშვენიერი ჩვენების შესახებ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. ეს იყო ჩვენება სახელად Plato’s Atlantis, რომლის ავტორიც იყო Alexander McQueen. შთაგონებად ჩვენებისა ითვლება დარვინის ევოლუციის თეორია და ასევე თვით გალაქტიკა. მაკკუინმა პარიზის სპორტული კომპლექსი უდიდეს კოსმოსურ ხომალდად გადააქცია.

წარმოდგენა (თუ ჩვენება) დაიწყო უდიდესი გამოსახულებით ლედ ეკრანზე რომელიც დამონტაჟებული იყო დარბაზში. ეკრანზე რაკელ ციმერმანი ქვიშაში ჩაწოლილი და გველებით გარშმორტყმული იკლაკნებოდა. ცოტა ხანში, ის თავად გადაიქცა მედუზისებრ არსებად და ამავე დროს გამოჩნდნენ პირველი მოდელები პოდიუმზე. ახალ კოლექციას უცნაური სამოსი შეადგენდა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – ბანჯღვლიანი ყურების მაგვარი ვარცხნილობები და 30 სანტიმეტრიან პლატფორმებზე ფეხსაცმელები.

ჩვენებას ფონად რაღაც კოსმიური მუსიკა ახლდა, თუმცა რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, ჩვენება ლედი გაგას ახალი ჰიტით დასრულდა 🙂

შოუ ცოტა სკანდალურად დასრულდა ლედი გაგას წინდაუხედაობის გამო, რომელმაც ტვიტერზე დაპოსტა რომ ჩვენებაზე მისი ახალი სინგლის პრემერა იქნებაო და ლინკიც მიუთითა ტრანსლაციის საიტისა. ეს საკმაოდ დიდი შეხლა- შემოხლის მიზეზი გახდა, რადგან ჩვენების გაშვებაზე ექსკლუზივი მხოლოდ Showstudio-ს საიტს ქონდა და ლედი გაგამ ყველაფერი ჩაშალა.

თუმცა ეს სხვა თემაა, მაკკუინის ჩვენებით კი იუთუბზე შეგიძლიათ დატკბეთ.

შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა თუ რატომ მოხდა ეს ჩვენება საუკეთესო მოდურ ჩვენებებს შორის …  ეს ჩვენება მხოლოდ იმიტომ მოხდა ჩემს ბლოგზე რომ განსხვავებული შოუ იყო, თორე რაც შეეხება თავად კოლექციას, ნამდვილად არ აღმოჩნდა საინტერესო ჩემთვის.

მაგრამ სამაგიეროდ მე გუშინ მივიღე უდიდესი სიამოვნება ფეშენ ტივიზე zuhair murad-ის და yulia yanina_ კაბების ჩვენებებზე.

ქ-ნი იულია ჩემი ახალი აღმოჩენაა, რომელსაც აუცილებლად დავუთმობ ერთ პოსტს, იმდენად შთამბეჭდავი კაბები ჰქონდა.

Have you ever heard my name?

თუ გამაჩნია ცხოვრებაში ქალის იდეალი, მაშინ ეს ესტეა.

არ მინდა მთელი ბიოგრაფია მოვყვე რადგან ეს ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციაა და არც მე ვარ ბიოგრაფიების მწერალი.

მაგრამ აუცილებლად მინდა დავწერო ამ ქალზე.

ქალზე რომლის ცხოვრება ლეგენდად იქცა. ქალზე რომელიც მთელი ცხოვრება იტყუებოდა თავის წარმომავლობაზე რადგან იმდენად ამბიციური იყო რომ არ უნდოდა სხვებს გაეგოთ რომ ის ქუინსში ცხოვრობდა, თანაც ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული.

ის დაუღალავად ყვებოდა თავის ევროპულ წარმომავლობაზე და შესანიშნავ განათლებაზე, მაშინ როდესაც რეალურად ოჯახში მეცხრე შვილი იყო და მთელი ახალგაზრდობა მამას ეხმარებოდა თავის პატარა მაღაზიაში და სკოლაც კი ვერ დაამთავრა.

Estee_Lauderესტეს ნამდვილი სახელი და გვარი ჟოზეფინა ესტერ მეტცერი იყო და ლაუდერი მხოლოდ მოგვიანებით დაირქვა, რადგან არ სურდა მისი გვარი გაჟღერებულიყო.

ესტე საკმაოდ მიმზიდველი გოგონა იყო გამორჩეულად უზადო სახის კანით, რითაც საკმაოდ ბევრ მამაკაცს იზიდავდა ცხოვრების მანძილზე.

მისი კარიერა ერთი პატარა სალონით დაიწყო, რომლის მეპატრონესაც ესტეს სახის კანი ძალიან მაგრად მოსწონდა და როდესაც გაიგო რომ ესტე ბიძისგან ნასწავლი რჩევებით თავად ამზადებდა კრემებს სთხოვა მეც გამიკეთეო.

ესტემ რამდენიმე დაამზადა და სალონში ყველას დაურიგა ნიმუშები. კრემებით მოხიბლული ქალები სალონს აწყდებოდნენ. აქ დაიწყო ესტეს პირველიგაყიდვები. ნელ ნელა ესტეს დაუღალავი შრომის შედეგად, ის ყველგან უკეთებდა თავის კრემებს რეკლამას, მისი პროდუქცია უკვე ბევრ პატარა სალონში იყიდებოდა და შედარებით მარალ საზოგადოებაშიც შეაშწია, რომლისთვისაც მოიგონა სწორედაც თავისი ევროპული წარსული, ქმრის გვარი ლაუტერი უფრო მჟღერადად გადააკეთა და გახდა ესტე ლაუდერი – კოსმეტიკის დედოფალი.

ესტე იყო ადამიანი რომელიც არასოდეს ისვენებდა, მიუხედავად ოჯახისა, მას ქარიც ყავდა და პატარა შვილიც, ის ესწრებოდა გამოფენებს, პრეზენტაციებს, დაუღალავად არეკლამებდა თავის პროდუქციას. ის პირველი იყო რომელმაც ნიმუშების დამზადება მოიფიქრა. ის ამ ტესტერებს ყველა ქალს ჩუქნიდა დიდ უნივერმაღებში და თან აყოლებდა თუ მოგეწონებათ აქა და აქ უნდა იყიდოთო. მას შემდეგ რაც მისმა კომპანიამ კოსმეტიკის გაყიდვა დაიწყო, ის ასევე მაკიაჟსაც უფასოდ აკეთებდა და ამით უამრავი კლიენტი შეიძინა.

საოცარი იყო ის ხერხი თუ როგორ დაიპყრო ესტემ პარიზი. ის მივიდა ერთ უდიდეს უნივერმაღში და შესთავაზა თავისი პროდუქცია, პარიზელმა უდიდესი უნივერმაღის მმართველმა უარი განუცხადა ამ პროდუქციის გაყიდვაზე და დაჟე არც დაინტერესდა ნორმალურად თუ რას სთავაზობდა ესტე. მაშინ ქალბატონმა ესტემ საოცარი საქციელი ჩაიდინა, ის დადგა სავაჭრო ცენტრის შუაგულში ზალზედ ამაყი და თავდაჯერებული, საოცარი ღიმილით მიწაზე დაანარცხა ერთ ერთი თავისი სუნამოს ფლაკონი და გაოგნებულ გარშემომყოფებს განუცხადა

—– This is my parfume. I am Estee Lauder. Have you ever heard my name?        სულ რაღაც რამდენიმე თვეში პარიზთან ერთად მთელი ევროპა დანებდა დაუმორჩილებელ ქალბატონს. ესტე ლაუდერი მსოფლიო ბრენდი გახდა.

საოცრად მიყვარს მისი პროდუქცია, სიამაყით ვიტყვი რომ ჩემი კოსმეტიკის უმეტეს ნაწილს სწორედ მისი სახელი ამშვენებს, მეორე უმეტეს ნაწილს კი კლინიკის სახელი, რომელიც ასევე ესტეს ერთ ერთი ბრენდია.

Estee Lauder Inc 1945 წელს დაარსდა,

1965 წელს მან მამაკაცებისთვის ცალკე ხაზი შექმნა ეს არის Aramith

ხოლო 1968 წლიდან დედამიწას მოუვლინა ყველასთვის უსაყვარლესი ჰიპოალერგიული ხაზი Clinique. რომელიც ასევე უდიდეს ადგილს იკავებს ჩემს კოსმეტიჩკაში და ესეც უზომოდ მიყვარს.

ხოდა იცოდეთ რომ თქვენი კანი და საერთოდ თქვენი თავი ეს ის ფაქტორია რომელზეც ფული არ უნდა დაგენანოთ.

და კიდევ ერთი ჩემეული რჩევა, რაც არ უნდა არეკლამებდნენ და რაც არ უნდა მაგრად გიყვარდეთ: კრისტიან დიორის, ლანკომას და ნივეას მოხმარებას არ ვურჩევ არც ერთ ადამიანს რომელსაც ოდნავი მიდრეკილება მაინც აქვს ალერგიისაკენ.

საუკეთესო მოდური ჩვენებები John Galliano

John-Galliano-Paris-Spring-2010-Collection

2010 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექციით გალიანომ დახურა პარიზის მოდის კვირეული.

ეს იყო ნამდვილად ზღაპრული სანახაობა, ძალიან ლამაზი შოუ, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა.

ჯერ ერთი ადგილი იყო ძალიან არასწორად  არჩეული, ჩვენება წარმოდგენილი იქნა ქალაქის ერთ ბოლოში ძალიან მოუხერხებელ საწყობში 😀

მეორე მინუსი იყო რომ უცებ ქართული პონტი გაიჩითა და ჩვენება ნახევარი საათით გადადეს :D, ხალხი თავსხმა წვიმაში გარეთ ელოდებოდა შენობაში შესვლას.

და სიბნელე, დარბაზი იმისათვის რომ წითელი ლაზერის ეფექტი უკეთესად გამოჩენილიყო, იყო საკმაოდ ცაბნელებული.

მაგრამ ვიდეოს რომ ჩართავთ ნახავთ რა ლამაზად არის ლაზერ შოუ გაკეთებული და რა საოცარი ეფექტი აქვს მფრინავ ბოლით გაბერილ ბურთულებს. ვერც ერთ სურათს ვერ იპოვით ეგ ბურთულები ლაქებად რომ არ აჩნდეს. ძალიან საყვარელი და ეფექტური ბოლის ბურთები დაფრინავდნენ მთელი ჩვენების მანძილზე., და მოდელებს რარაცნაირ ბურუსში ახვევდნენ.

პოდიუმზე დარბოდა წითელი ლაზერის სხივები, რომლებიც ასევე საოცარი ინტიმურობის ეფექტს ქმნიდნენ. შოუ იყო ნამდილად კრეატიული და მაყურებლის მოსახიბლად საუკეთესო საშუალება, მაგრმ ყველაფერი ამის ფონზე იჩრდილებოდა თავად კოლექცია, რომლის კარგად დათვალიერების შანსი თავად პირველ რიგში მსხდომებსაც კი არ ქონდათ, ცუდი განათებისა და ბოლის ბურთების გამო 🙂

საუკეთესო მოდური ჩვენებები Viktor & Rolf

vr_front ერთ ერთი საუკეთესო პარიზულ ჩვენებათაგანი –  Viktor & Rolf. დეფილე რომელიც გახდა ერთ ერთი ყველაზე უფრო განხილვადი და ცნობადი მოდის სამყაროში.

თითქოს მოდის სათავეებთან მდგომ ხალხს ვეღარაფრით გააკვირვებ, მაგრამ ამ წყვილმა ეს შეძლო. მათ სცენაზე გამოუშვეს მოდელები კრეატიულ სამოსელში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გრავიტაციის კანონებს. შთაგონებად აღნიშული კოლექციისათვის დიზაინერების ნათქვამით, იქცა ფინანსური კრიზისი. ყველა ჭრის და კვეცავს ბიუჯეტებს და ჩვენც შევკვეცეთ და დავკუწეთ საღამოს კაბები – გაიხუმრა როლფმა 🙂

vr-show სცენას ამშვენებდა მბრწყინავი უდიდესი გლობუსი, მეორე მხარეს კი მომღერალი როიშინ მერფი. ფეხმძიმე მომღერალი დიზაინერებმა პირამიდისებრ ტიულის მოსასხამში შეფუთეს.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრმა განაცხადა რომ კოლექცია აბსოლუტურად არ არის ცხოვრებისათვის განკუთვნილი, ის მაინც აღმოჩნდა შთაგონება და ახალი სუფთა ჰაერი პარიზის მოდის კვირეულის დახუთულ შენობებში.