viaderm_medium

ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია

ალბათ სათაურის წაკითხვისას გაიფიქრეთ ნეტავ რაზეა საუბარიო

ხოდა თუ გაიფიქრეთ დაინტერესდებოდით კიდეც, თუ რა აღმოვაჩინე ახალი და ჯადოსნური.

სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არა, მაგრამ ჯადოსნური ნამდვილად აღმოვაჩინე.

ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ისედაც იცით, რომ სილამაზის შენარჩუნება მხოლოდ გარედან არ ხდება და მნიშვნელოვანია ისიც თუ რითი ვიკვებებით და რას ვსვამთ.

ხოდა ამ შემთხვევაში ზუსტადაც რომ ჯადოსნურად დაბალანსებულ საკვებ დანამატზე მინდა მოგიყვეთ.

ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ არაჩვეულებრივ პრეზენტაციაზე გავიგე სადაც დაგვასაჩუქრეს კიდეც ამ საუცხოო პროდუქტით.


11169619_1647034345519764_9037269061095457433_o

ჩემი აღმოჩენა ერთ ერთი ჩეხური ბრენდის ნუტრიკოსმეტიკური საშუალება:    ვიადერმია   –   თვისი უნიკალური შემცველობით. Continue reading

Face Mask & Scrub Recipes

მოდით დროებით გადავდოთ გვერდზე სახის ნიღბები და სკრაბები, განსაკუთრებით მათ ვისაც აქვს გამომშრალი და აქერცლილი სახის კანი და შევეცადოთ ჩვენივე ხელით მოვამზადოთ გამწმენდი საშუალებები. მითუმეტეს რომ თითოეული ჩვენთაგანის სამზარეულოში უამრავი ინგრედიენტი მოიძებნება.

1. გახეხილი სტაფილოს ნიღაბი, გაიჩერეთ 20 წუთი დაწოლილ მდგომარეობაში და არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.

2. ყავისფერი შაქარი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენგანის ფავორიტია, Continue reading

Oily Hair – Best Shampoos

ცხიმიანი თმა საშინელებააო, ამბობენ ჩემი მეგობრები და ალბათ უნდა დავეთანხმო, თმა რომელიც ყოველ მეორე დღეს დასაბანია, საკმაოდ რთულია გაბედნიერებდეს.

მე პირადად მშრალი თმა მაქვს და ამდენი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა რომ გაგიზიაროთ ცხიმიანი თმისთვის საუკეთესოდ მორგებული შამპუნები და კონდიციონერები.

დავიწყოთ იმით, რომ არ არის საუცილებელი შამპუნების მხოლოდ თბილისის მაღაზიებში მოძიება, გამოიყენეთ ონლაინ მაღაზიები, რევიუები წაიკითხეთ და შეეცადეთ ხშირად ცვალოთ ისინი.

1. Neutrogena Anti-Residue Shampoo, $6

ეს არ არის ყოველდღიური შამპუნი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ მაგალითად ყოველ მესამე ან მეოთხე დაბანაზე.

Continue reading

გადავარჩინოთ ტუჩები

ზამთარი არის ერთ ერთი ყველაზე ვერაგი მტერი ჩვენი კანის და ეს ყველაზე მეტად ტუჩების სიფრიფანა კანზე აისახება.

დამსკდარი და გამომშრალი კანი კი ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება დამეთანხმებით, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენი ტუჩების გადარჩენა ამ სუსხისგან.

ზამთრის სიცივისგან ტუჩების დასაცავად მინდა რამდენიმე პროდუქტი შემოგთავაზოთ, რომელთა უმეტესობას ამაზონზე შეიძენთ, მაგრამ დამერწმუნეთ ღირს ლოდინი:

1. EOS (Evolution of smooth) lip balm – სულ რაღაც 4$-ის ფარგლებშია და 95%-ით ორგანულია, ძალიან სასიამოვნოდ ედება ტუჩებს და აქვს ნაზი და სასიამოვნო სურნელი.

Continue reading