After SUN – პროდუქცია სამწუხაროდ საქართველოში არც ისე პოპულარულია, არადა რომ იცოდეთ როგორი აუცილებელია თქვენი კანისათვის.
ეს არ არის დამწვრობის კრემები და ლოსიონები, ეს არის აუცილებელი პროცედურა გარუჯვის შემდეგ და არა დამწვრობის.
ვიდრე უშუალოდ დაპაკეტებულ და “დაფლაკონებულ” საშუალებებზე გადავალ, 2 აუცილებელ რჩევას მოგცემთ გარუჯვის პროცესისათვის.
მზის სხივების ზემოქმედებისაგან ჩვენი კანი უზომოდ შრება, კარგავს ელასტიურობას და ხდება უხეში, ამიტომ გარუჯვის მომენტში განსაკუთრებული მოვლა და დატენიანება სჭირდება მას.
პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის წყლის სმა, წყალი არის ძალიან, ძალიან აუცილებელი. სასურველია 2-3 საათი მზეზე წოლისას დაახლოებით 1 ლიტრი წყალი მაინც დალიოთ. Continue reading

ძალიან დიდი ხანია თავის მოვლაზე არ დამიწერია, არადა მართლაც ბევრი დამიგროვდა სათქმელი. ჯერ იყო და დუბაიდან უამრავი ახალი საშუალება ჩამოვიტანე და გავტესტე და მათ შესახებ მაქვს მოსაყოლი, მერე აქ დაიწყო ფასდაკლებები და ქავთარაძის გუდვილში არსებული ლუტეციიდან ხელცარიელი არ გამოვდიოდი (ვერ გამოვდიოდი :D). ბლოგზე არ დამიწერია თორე