featured

Abu – Dhabi Ferrari Park

Ferrari Park, ოფიციალური სახელწოდებით კი Ferrari World, მსოფლიოში უდიდესი “ინდოორ” პარკი,  ემირატების დედაქალაქ აბუდაბიში მდებარეობს და 2010 წელს გაიხსნა.

Abu DhabiFerrari World - Home to the World's Fastest Rollercoaster

Ferrari World Abu Dhabi - Theme Park Review | Condé Nast Traveler

ეს არის ადგილი სადაც შედიხარ და ვერ გამოდიხარ, ამ ფრაზის სრული ემოციური მნიშვნელობით. ეს არის გართობისთვის, დასვენებისთვის, ბავშვების გაბედნიერებისათვის და ადრენალინის გამოყოფისათვის საოცარი ადგილი. დახურული პარკი 200 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და მხოლო 2 აუთდორ ატრაქციონი აქვს, ჩქაროსნული გზები.

ან ზღაპრული პარკის არქიტექტურა ეკუთვნის კომპანია Benoy-ს, ეს არის ბრენდი რომელიც აერთიანებს უამრავ არქიტექტორს, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერს მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიას 11 ოფისი აქვს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, დაფუძნდა ბრიტანეთში და დღეს ჰყავს 500 უნიჭიერესი დასაქმებული.

პარკის არქიტექტურა, განლაგება, ინტერიერი და სერვისი საოცრებაა ნამდვილად!!!

Ferrari world, Park signage, Buddhist architecture

თუმცა არც ისეთი იაფიანი სიამოვნებაა, ტური რომელიც კაცზე 110$ ჯდება მოიცავს მხოლოდ შესვლის ბილეთს და ლიმუზინით ტრანსპორტირებას დიბაიდან.  დანარჩენი: კვება და გართობა, სხვადასხვა თამაშები (ატრაქციონების გარდა) და ნებისმიერი სხვა დამატებითი რამე იყო ფასიანი, ანუ რეალურად 1 ადამიანს შიგნით კიდევ 100–150$ გჭირდება.

Continue reading

Dubai Day 2, Desert Safari

პოსტე ვიწყებ ყველაზე დიდი რჩევით რაც აქამდე დაწერილა ამ ბლოგზე, თუკი ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ ნერვებთან დაკავშირებით, ხასიათის ცვლილებები, გამოკვეთილი ნევროზი, დეპრესია, არამყარი ნერვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაივიწყეთ ექიმები, ტრანკვილიზატორები და ყველაფერი მსგავსი, ჩაალაგეთ ჩანთები და წადით უდაბნოში.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2475.jpg?w=620

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_2477.jpg?w=620 Continue reading

Dubai, First Impressions

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ზუსტად 6:35-ზე გამოფრინდა. 9:40 წუთზე უკვე დუბაის თავზე აღმოვჩნდით 🙂 პირველი შეხება დუბაისთან ხელოვნური კუნძულების დანახვა იყო თვითმფრინავიდან, იმის მერე ჩავრჩი საგონებელში – ნუთუ ადამიანს ეს შეუძლია? 🙂 საოცრება იყო, ამდღეებში ახლოდან ვნახავ, საოცრად მაინტერესებს როგორ დაბადეს კუნძულები ადამიანებმა :

10 Cool Things to Do at the Palm Jumeirah in Dubai

Continue reading

Last Hours in Kiev

დღეს კანევსკის ჩვენება იყო და დღისით იქ ვიყავით მე და თათია, შემდეგ ბიჭებს შევუერთდით  Touch Cafe – ში

Touch cafe - Picture of Touch Cafe, Kyiv (Kiev) - Tripadvisor

Ресторан Touch café (Тач Кафе) - спасение от летнего зноя


ღამე ვიყავით D’LUX Night Club-ში , ძალიან მაგარი კლუბი იყო, უდიდესი. მერე გვიან მიუხედავად იმისა რომ 3 გრადუსი იყო სიცივე, ალკოჰოლით გამთბარებმა ვიხეტიალეთ კიევის ქუჩებში

D*Lux Entertainment | Bars, Pubs & Clubs | Kyiv

D*Lux Entertainment | Bars, Pubs & Clubs | Kyiv
ვესტუმრეთ ამბოხებულების კარვებს, სახლში დაბვრუნდით 5 ხდებოდა მგონი 🙂

Screen Shot 2022-03-10 at 14.04.31

მეორე დღეს 1 საათზე გავიღვიძეთ, ჩავბარგდით, ჩექაუთი გავაკეთეთ, ჩვენი ბარგი ჩავდეთ დათოს მანქანაში, რომელსაც უნდა წავეყვანეთ საღამოს აეროპორტში და წავედით ვისაუზმეთ “Желтое Море”-ში, ერთ ერთი უსაყვარლესი და საინტერესო იაპონური რესტორნების ქსელი კიევში, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბრინჯი იჭმევა.

Restaurant Yellow Sea in Kyiv Dneprovska Naberezhna 26d: menu, table  reservation, prices and reviews| Tomato.ua

კვირა დღე იყო, მთელი ხრეშატიკი გადაკეტილი იყო, მანქანები არ მოძრაობდნენ, ხალხი ფეხით სეირნობდა, რამდენიმე ადგილას კონცერტი იყო ქუჩაშივე, რამდენიმე ადგილას მცირე გამოფენა გაყიდვები იყო მოწყობილი – სადაც ვიკის ძალიან საყვარელი და სასაცილო მაიჩკა ვუყიდე, რიჟა გოგო ახატია და “უკრაინოჩკა” აწერია 🙂

მერე ფაქტიურად აეროპორტში წასვლამდე დავდიოდით და დავდიოდით

Kyiv Cave Monastery

St. Sophia Church Kiev Sights

House with Chimeras Kyiv

Metro Kyiv sights

Verkhovna Rada

Kyiv Opera

10 AWESOME THINGS TO DO IN KYIV - Active Ukraine | Travel agency in Ukraine  | Excited pictures, Travel to ukraine, Travel

Pin on Quick saves