day 2 (4)

What happens in Amsterdam …

ამ მოგზაურობის ისტორია ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში day 2 (4)დაიწყო და ჩვენ წესით ამსტერდამში 2 დეკემბერს უნდა აღმოვჩენილიყავით,

მაგრამ ყველას გვახსოვს პარიზის ტერაქტი, რომლის შემდეგაც ბრუსელში განგაში გამოცხადდა და ის ტრენინგები და დიჯითალ სამიტი, რომლებსაც უნდა დავსწრებოდით გადაიდო მარტისთვის.

შესაბამისად გადაიდო ჩვენი მოგზაურობაც …

არ ვიცი როდის უფრო ციოდა – დეკემბერში თუ მარტში, მაგრამ დეკემბერი ერთადერთი იმით აჯობებდა, რომ საახალწლო განწყობა იქნებოდა …

მოკლედ, 1 მარტს შუაღამისას მე და დიმა აეროპორტში დავჩექინდით და ამსტერდამისკენ გავეშურეთ Continue reading

20150816_205313

Sao Paulo 2015, August 16

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს შეგრძნება, რომ რაღაც ჯადოსნური ხდება მის ირგვლივ, შეგრძნება რომელიც იმდენად ძლიერია და გადამდები რომ საოცარ ენერგიას გაძლევს შენც და ყველა შენს გარშემო მყოფსაც.

ზუსტად ასეთი იყო 16 აგვისტო – დილის 7 საათიდანვე.

წარმოიდგინეთ ვიღვიძებ ოთახში სადაც ვიღვიძებდი ბოლო 11 დღე ყოველი დილის 6 საათზე და ვხვდები რომ ეს ბოლო დღეა ამ თავგადასავლის, რომ ხვალ დილიდან მე ვეღარ გამოვალ ამ აივანზე, ვეღარ გავიგებ ვერტმფრენების ხმაურს და ვერ დავინახავ ამ ხედს.

20150812_061225

2015-08-06 14.00.08

2015-08-06 13.59.53
Continue reading

Worldskills Sao Paulo 2015, August 15, Competition Day 4

არ ვწუწუნებ და სიმართლეს ვამბობ, კონკურსის ბოლო დღე იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე დამღლელი და ყველაზე ემოციური.

იმის გამო რომ შეთანხმებულად წინა ღამეს ყველამ 1 საათამდე მივაშურეთ ნომრებს და შედარებით გამოძინებულად ვითვლებოდით, საუზმეზე 7-იც არ იყო რომ ჩავედით.

7 საათზე ავტობუსიც დაგვიანების გარეშე მოვიდა, შაბათი დღე იყო და ქალაქში საცობებიც არ იყო და სულ რაღაც 20 წუთში ვიყავით ანჰემბი პარკში.

11850464_10207330996620979_7973555334885047520_o

Continue reading

Worldskills Sao Paulo 2015, August 14, Competition Day 3

14 აგვისტო, დღე რომელსაც შედარებით მსუბუქად შევხვდი, რადგან ვიცოდი ჩემს კონკურსანტს მამაკაცის მოდულების არ ეშინოდა, რადგან გაცილებით კარგად იყო მომზადებული.

კონკურსის მეოთხე დღესაც ორივეჯერ ვიჯექი ბლაინდ ჯაჯინგში და მთელი დღე სხვადასხვა ექპერტებთან ერთად წინა 2 დღის შეფასებები შემქონდა კომპიუტერში.

2015-08-14 19.53.20-1

Continue reading