Nicole Warne 4

Nicole Warne: Self-Styled Queen

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების აღფრთოვანებას იწვევენ და სხვებისთვის შთაგონებისა და მიბაძვის წყარო ხდებიან ხოლმე.

მე პირადად ძალიან მიყვარს Fashion Blog-ების კითხვა თავისუფალ დროს, როგორც ქართველების ასევე უცხოური ბლოგების, განსაკუთრებით ესპანელ ბლოგერებს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა მყავს რამდენიმე ძალიან საყვარელი არაესპანელი ბლოგერიც.

კიარა ფერანიზე (Chiara Ferragni) არ მინდოდა პოსტის დაწერა რადგან კიარას ისედაც თითქმის ყველა იცნობს ვისაც მოდა აინტერესებს, ასევე ბევრი ადამიანისათვის არის ნაცნობი ჩემი მეორე ფავორიტი ავსტრალიელი ბლოგერი Nicole Warne –  მინდა მის შესახებ გაიგოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა.

Nicole Warne 9 Continue reading

sephora-brushes

ფუნჯები მაკიაჟისთვის

ერთი შეხედვით და სრულებით არაპროფესიონალური და სამოყვარულო თვალსაზრისით . . .  რა საჭიროა ამდენი ფუნჯი მაკიაჟისთვის?

(ამ სურათზე კიდევ გაცილებით ნაკლებია ვიდრე რეალურად იყენებენ ვიზაჟისტები)

sephora-brushes

ეს კითხვა ადრე მეც გამიჩნდა და იმ დროს შესაბამისად ფუნჯიც მხოლოდ 4 გამაჩნდა და თანაც 4-ივე ხელოვნური.

მერე იყო დრო, როდესაც გადავწყვიტე, რომ მეტი ფუნჯი მჭირდებოდა მაკიაჟისთვის, მიუხედავად იმისა რომ დანიშნულებაც არ ვიცოდი და რაღაც სეტი გამოვიწერე ამაზონიდან. Continue reading

????????????

#Blogomanija – Day 2

კონფერენციის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო და თანაც ცოტა უცნაური აღმოჩნდა,

11 საათზე უკვე ჩვენი არაჩვეულებრივი გონდოლებით ჰაბაკუკისკენ დავეშვით, არაჩვეულებრივი ამინდი იყო

????????????

ამ დღეს მე, ნელია (აზერბაიჯანი) და აკსანა (უკრაინა) ვმონაწილეობდით პანელურ განხილვებში რამდენიმე ადგილობრივ ბლოგერთან ერთად.

ვიდრე კონფერენციის პირველი ნაწილი დაიწყებოდა ყველანი ტერასაზი ვიჯექით და დეტალურად გავიარეთ თემები და მერე ფოტოებსაც ვიღებდით შიგნით.

???????????? Continue reading

#Blogomanija – Party

9 საათზე გონდოლაში ვიჯექით მივქროდით სასტუმროსკენ, გზას უნდა 10 წუთი.

ზუსტად 50 წუთი გვქონდა რომ გვევახშმა, გამოგვეცვალა და 10 საათზე ისევ გონდოლასთან შევკრებილიყავით რათა ჰაბაკუკში დავბრუნებულიყავით და საღამოს წვეულებას დავსწრებოდით.

საღამოს გათვალისწინებული იყო: სერბული ღვინის დეგუსტაცია, 2 სერბიდიზაინერის ტანსაცმლის ჩვენება და ღამის წვეულება ტერასაზე და სასტუმროს კლუბში, სადაც ადგილობრივი გოგონა დიჯეების ჯგუფი Panic Girl დაუკრავდნენ.

რა სისწრაფით ვივახშმეთ და გამოვიცვალეთ არ მახსოვს, მაგრამ 10 საათზე ნამდვილად ვიყავით გონდოლასთან და დავეშვით ჰაბაკუკისკენ. Continue reading