#Blogomanija – Day 1

კონფერენციის ყველაზე საინტერესო და საუკეთესო დღე …

როდესაც კონფერენციაზე მივდიოდით, თავად ბლოგომანიის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით, გარდა იმ ინფორმაციისა რაც თავად ორგანიზატორემა მოგვაწოდეს.

Blogomanija Fashion&Beauty, third regional top blogging conference which gathers online influencers, media representatives, marketing and PR specialists and industry experts from Serbia, Croatia, Slovenia, Bosnia and Herzegovina, and special guests from wider region. Blogomanija offers attendees a unique opportunity to participate in the intersection of fashion& beauty with the world of new media including blogging, Facebook, Instagram, YouTube, Vine, Snapchat and more.

ვერც World Wide ქსელში მოიპოვებდით მაინცდამაინც უხვ ინფორმაციას, საბოლოო პროგრამაც ფაქტობრივად გზაში დაგვაწიეს, მაგრამ კონფერენციის 2-ივე დღე მართლაც ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოდგა.

2 დღეს იმიტომ ვამბობ, რომ უცხოელი სტუმრებისთვის პირველი დღე (9 ივნისი) არ იყო განკუთვნილი, ამ დღეს მხოლოდ ადგილობრივები საუბრობდნენ ადგილობრივად საჭირბოროტო თემებზე და თანაც არც ინგლისურად, არამედ სერბულ ენაზე.

კონფერენციის ოფიციალურად მეორე, ხოლო ჩვენთვის პირველი დღე (ასევე მოვიხსენიებ პოსტებში) ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა.

დავიწყებ წინა საღამოს სიურპრიზით, როდესაც დაახლოებით 11 საათისთვის კარებზე კაკუნმა გაგვაღვიძა და ყველა ბლოგერს ბრენდირებული Beauty Box-ები გადმოგვცეს საჩუქრად, უამრავი ბიუთი პროდუქტით შიგნით. Continue reading

#VisaBloggers

ისე უცებ მოხდა ჩემი გამგზავრება სლოვენიაში კონფერენციაზე, რომ პოსტიც ვერ გამოვაქვეყნე იმ უცნაური პროცესის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად 2 კვირაში განვითარდა.

ყველაფერი ასე დაიწყო:

ერთ მშვენიერ და მზიან დღეს ვიჯექი InnDesign.ge-ს ოფისში და ვმუშაობდი, როდესაც ჩემმა მეგობარმა ნიკუშა დვალიძემ დამირეკა, ერთ ერთ კომპანიას მივეცი შენი ნომერი, ბლოგერს ეძებდნენო და დაგირეკავენო.

არ გასულა ცოტა ხანი, მართლაც მირეკავს გოგონა Noblet Georgia-დან და მიყვება რომ ბლოგერებისთვის ტარდება კონფერენცია 8-12 ივნისს სლოვენიაში, მარიბორში, რომლის ერთ ერთი სპონსორია ვიზა და რომ საქართველოდან ეძებენ კანდიდატს, მთხოვა ჩემი ბლოგის
ლინკი, CV და მოკლე ბიოგრაფია გამეგზავნა ჩემს შესახებ. რამდენიმე კითხვა დავუსვი და ცოტა ხანში გადავუგზავნე კიდეც მოთხოვნილი ინფორმაცია. ძალიან სხვათა შორის მოვუყევი დიმასაც ამ ზარის შესახებ და ისე რომ არც მქონდა არაფრის იმედი გავაგრძელე ჩვეული ცხოვრება 1 კვირის განმავლობაში.

დაახლოებით 5 დღეში, 25 მაისს მირეკავს ისევ გოგონა, რომელსაც მარი ქვია და არის უსაყვარლესი (გავიცანი ბუნებრივია რამდენიმე დღეში) და მეუბნება: გილოცავთ თქვენ გახდით ვიზასთვის სასურველი კანდიდატი და მთხოვა ცნობა სამსახურიდან, ბანკის ამონაწერი და ფოტოები მომემზადებინა, დანარჩენი ყველანაირი საბუთი თავად გაამზადეს, მოწვევები, საგარანტიო წერილები და ა.შ.  ასევე უნდა მომემზადებინა პრეზენტაცია საქართველოში ელ. კომერციის მიმართულებით, თუმცა უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგვწერენო.

მეორე დღეს 26 მაისი იყო, პარასკევს საელჩო არ მუშაობდა, რეალურად გვქონდა 5-6 დღე ვიზის ასაღებად, საოცარი სისწრაფით შევაგროვეთ საბუთები, ვიზის განაცხადის გასაკეთებლად და ორშაბათს 30 მაისს უკვე პოლონეთის საელჩოს წინ ვიდექი. ვერ წარმოიდგენთ რამდენი გვალოდინეს, ასეთი მოუწესრიგებელი საელჩო მე ჯერ არ მინახავს 🙁 + ამას მილიონი საბუთი მოითხოვეს. შევიტანე ყველაფერი, ერთადერთი რაც იმ წუთას არ მქონდა იყო საგარანტიო წერილის ორიგინალი, თუმცა 2 დღეში ჩამოვიდა და ისიც უცებ მიაწოდა მარიმ.

თემები, რომელიც უნდა წარგვედგინა მოწვეულ ბლოგერებს (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) იყო ბლოგინგი და ონლაინ კომერცია. იმისთვის რომ მცირე პრეზენტაცია გამეკეთებნა შევხვდი რამდენიმე გამოცდილ და სფეროში გათვითცნობიერებულ ადამიანს:

  1. სერგო კარაკოზოვი –  ITDC
  2. ვაჟა მამნიაშვილი – Deals.ge, Be.ge
  3. თათული ზაკალაშვილი – Hotsale.ge
  4. ქეთი კაციტაძე – Kate’s Cool Attitude

6 ივნისს ვიზით გამოვედი საკონსულოდან, სადაც ამჯერადაც 45 წუთი გვალოდინეს, ვიდრე პასპორტის წამოსაღებად მისულებს შეგვიშვებდნენ, ასეთი უცნაური საელჩო ცხოვრებაში არ მინახავს 🙁

But still – Blogomanija Here I come 🙂

2016-06-08 19.38.40

ვიზა ჩაგვირტყეს თუ არა, ამ დღესვე გვიყიდეს ბილეთები, ვიცოდი ის რომ ათათურქში ვხვდებოდი კიდევ 2 ბლოგერ გოგონას აზერბაიჯანიდან და ერთად გავფრინდებოდით ლიუბლიანასკენ.
Continue reading

Anti – ცელულიტური მასაჟები

ამბობენ 35 წლიდან წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიკეთო ანტიცელულიტური მასაჟის სრული კურსიო. Honey-massage-at-home

იმასაც ამბობენ ბავშვის გაჩენიდან 6-8 თვეში აუცილებლად უნდა გაიკეთო მინიმუმ 15 მასაჟი ფორმაში რომ ჩადგეო.

კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ანტიცელულიტური მასაჟი თაფლისა და შეფუთვების ჩარევის გარეშე არაეფექტურია და თანაც მინიმუმ 15 პროცედურა უნდა ჩაიტაროთო.

მოკლედ ბევრ რამეს ამბობენ, ბევრს სწორს, ბევრს არასწორს, თუმცა ერთი ჭეშმარიტება უნდა ვთქვათ – ადამიანმა მართლა უნდა გაიკეთოს ანტიცელულიტური მასაჟი თუნდაც წელიწადში 1-ხელ, თუმცა აქვე დავძენ – მერე რომ არ მიწყინოთ, მართალია – ყველაფერი ფინანსებთან მიდის.

ვარჯიში, სწორი კვება, ბევრი სიარული, კომფორტული ფეხსაცმელი, ბევრი წყალი და სწორი ძილი – არის ის რაც ხელს უშლის სხეულის კონკრეტულ კერებში ცელულიტების ჩამოყალიბებას, თუმცა რაც არ უნდა პიონერები ვიყოთ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში – დიდი შანსია მაინც ვერ ავიცილოთ ცელულიტი გარკვეულ ადგილებში.

გადავდივარ ამბავზე: Continue reading

Brussels – ნამდვილი ზავენტემელები

ბრუსელის ქუჩებში მაშინაც იგრძნობოდა რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე  შეგხვდებოდათ წყვილად მოსიარულე ავტომატგადაკიდებული გვარდიელები (თუ რაც ჰქვიათ), მაგრამ ამავე დროს არ გზარავდა მათი დანახვა, რადგან ყველანი ისეთი ღიმილიან – თავაზიანები და ისეთი სიმპათიურები იყვნენ, რომ ვერც ამჩნევდი მათ სამხედრო ეკიპირებას.

ამ პოსტს 22 მარტის ტრაგედიით დავიწყებ და ამ სურათს მივუძღვნი Continue reading