In Bruges …

რომ არა ფილმი In Bruges – ალბათ არც არასოდეს ვიფიქრებდით მე და დიმა ბელგიის ერთ ერთ ციცქნა ქალაქში, რუქაზე რომ წერტილისოდენაც არ არის – ჩამოვსულიყავით და ორი სრული დღე დაგვეთმო…

თუმცა ფილმის ნახვამ ამ მოგზაურობაზე დიდი გავლენა იქონია (გადაღებულია 2008წ) , მასში ისეთი ჯადოსნური, იდუმალებით სავსე და ზღაპრული ჩანს ეს ქალაქი, რომ გადავწყვიტე აუცილებლად მომენახულებინა ოდესმე.

Continue reading

day 2 (4)

What happens in Amsterdam …

ამ მოგზაურობის ისტორია ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში day 2 (4)დაიწყო და ჩვენ წესით ამსტერდამში 2 დეკემბერს უნდა აღმოვჩენილიყავით,

მაგრამ ყველას გვახსოვს პარიზის ტერაქტი, რომლის შემდეგაც ბრუსელში განგაში გამოცხადდა და ის ტრენინგები და დიჯითალ სამიტი, რომლებსაც უნდა დავსწრებოდით გადაიდო მარტისთვის.

შესაბამისად გადაიდო ჩვენი მოგზაურობაც …

არ ვიცი როდის უფრო ციოდა – დეკემბერში თუ მარტში, მაგრამ დეკემბერი ერთადერთი იმით აჯობებდა, რომ საახალწლო განწყობა იქნებოდა …

მოკლედ, 1 მარტს შუაღამისას მე და დიმა აეროპორტში დავჩექინდით და ამსტერდამისკენ გავეშურეთ Continue reading

რა ვაჩუქო?

Christmas-Decoration-Ideas-3რა ჩავიცვა, სად წავიდე? და რა ვჭამო?-ს შემდეგ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კიდევ ერთი უუუაქტუალურესი კითხვა ჩნდება:

რა ვაჩუქო? 

არადა ყოველდღიურად იმდენი შემოთავაზება მოდის  სმს, მეილი და სხვა საკომუნიკაციო არხებით – რომ ცოტა არ იყოს ვიბნევით და უფრო გვიჭირს არჩევანის გაკეთება.

ამიტომაც გადავწყვიტე რომ ბავშვების გარდა ყველას საჩუქარი “ოფისიდან გაუსვლელად” თანაც განახევრებულ ფასებში შევუძინო და ასეც მოვიქეცი.

ესეც სარეკლამო პოსტია, უფრალოდ ბევად უფრო პასუხობს თქვენს და თქვენი საჩუქრის ადრესატის საჭიროებებს ვიდრე მოსული შემოთავაზებების ალბათ 70%.

ის რაც ყველას სჭირდება: Continue reading

20150816_205313

Sao Paulo 2015, August 16

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს შეგრძნება, რომ რაღაც ჯადოსნური ხდება მის ირგვლივ, შეგრძნება რომელიც იმდენად ძლიერია და გადამდები რომ საოცარ ენერგიას გაძლევს შენც და ყველა შენს გარშემო მყოფსაც.

ზუსტად ასეთი იყო 16 აგვისტო – დილის 7 საათიდანვე.

წარმოიდგინეთ ვიღვიძებ ოთახში სადაც ვიღვიძებდი ბოლო 11 დღე ყოველი დილის 6 საათზე და ვხვდები რომ ეს ბოლო დღეა ამ თავგადასავლის, რომ ხვალ დილიდან მე ვეღარ გამოვალ ამ აივანზე, ვეღარ გავიგებ ვერტმფრენების ხმაურს და ვერ დავინახავ ამ ხედს.

20150812_061225

2015-08-06 14.00.08

2015-08-06 13.59.53
Continue reading