Christian Dior fall/winter 2015 collection

საოცრად მომეწონა ამ კოლექციის ბადისებრი ქსოვილით შეკერილი მოდელები, მომეწონა ბეწვეული მიუხედავად იმისა რომ დიდი მოყვარული არ ვარ.

და ამ სათვალეზე დავრჩი შეყვარებული 🙂

Continue reading

Balmain fall/winter 2015 collection – Paris fashion week

Balmain-ის ეს კოლექცია გვიანი 70-იანების სტილის ახლებური ხედვაა.

შემოდგომის ფერები, საღამოს სამოსი, დანაოჭებული შარვლები, რომლის ტარებასაც ყველა ვერ გაბედავს, ელეგანტური ფეხსაცმელი და მაღალწელიანი სამოსი – განსხვავებული ფერის მასიური ქამრებით.

70-იანი წლების გლამურული წვეულებების და ცხოვრების სტილის  მოყვარულთათვის მართლაც შესანიშნავი ლუქებია.

Continue reading

Emporio Armani შემოდგომა – ზამთარი 2015 MFW

კოლექციაში საკმაოდ საინტერესოდ არის წამოწეული მელნისფერი.

რომლის გარდა ასევე ნაცრისფერი და წითელიც დომინირებს.

კოლექციის საინტერესო შტრიხია ასევე ჩემთვის “უფორმო” შარვლები, რომლებსაც მე ვერასოდეს ვერ მოვიხდენ, არადა სთრითსთაილ სურათების თვალიერებისას აღმოვაჩენ ხოლმე, რომ  ძალიან ბევრი ადამიანი იხდენს რაღაცნაირად.

Continue reading

Burberry Prorsum fall/winter 2015 – London fashion week

ძალიან საინტერესო, ბოჰემური და განსხვავებული კოლექცია წარმოადგინა ამჯერად ქრისტოფერ ბეილიმ.

მართალია ბარბერის კლასიკური თრენჩის მაგვარს ვერაფერს ნახავთ კოლექციაში, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ჭრელი და სადა მოსასხამები და კაბები აქვს გამოტანილი. კოლექცია მდიდარია ე.წ. “ფოჩებით”.

Continue reading