3 დღე ლოპოტაზე

თურქეთიდან ჩამოსვლისთანავე ჩავალაგეთ ვიკას ბარგი და მე, დიმა, დედაჩემი და ვიკი წავედით გურიაში. ვიკას და დედაჩემს ვტოვებდით ერთ – ერთ არაჩვეულებრივ სოფელში – ორაგვეში, რომელიც სულ მთებშია ჩაფლული და ფანტასტიკური ადგილია დასასვენებლად ბავშვებისათვის.

 

************

  მე და დიმა თბილისში დაბვრუნდით და ფაქტობრივად მეორე დღესვე გავემგზავრეთ ლოპოტაზე.

თავდაპირველად ჩავიფიქრეთ კახეთის ტური მოგვეწყო, გვენახა ლოპოტა, მერე ილიას ტბა და როიალ ბატონში დავრჩენილიყავით და ბოლოს ყვარლის ტბაზე დაგვესრულებინა ეს ტური. თან თავიდანვე ჩანაფიქრი იყო რომ მივდიოდით ანკესებით და უნდა გვეთევზავა.

ჩავედით ლოპოტაზე როგორც იქნა, რატომღაც უფრო ახლოს გვეგონა და აღმოჩნდა რომ ამ გზაზე მეც და დიმაც პირველად ვიყავით.

10492197_765146226883097_5205752418736050786_n Continue reading

Zet’s dead, baby, Zet,s dead..

     Zet’s dead, baby, Zet,s dead..– ეს ცნობილი ფრაზა ჩვენი სპექტაკლის ბოლო რეპლიკაა, როდესაც როსტო – კოდური სახელით M სამსახურიდან ათავისუფლებს თორნიკე გურულს – კოდური ნიშნით –Z.

პრემიერა შედგა, პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა მაყურებელმა და პირველი შეფასებებიც მოვისმინეთ:

“როგორი ნიჭიერები ყოფილხართ, ყოჩაღ”

10423405_10200993599922527_202373686_n

10516925_10200993599722522_464926622_n Continue reading

ატელიე “მაჩაბელი” სადებიუტო კოლექციის ჩვენება – Guests

3 ივლისს,  21:00 საათზე, ატელიემ “Machabeli”  საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში წარმოადგინა ქალის სამოსის სადებიუტო კოლექცია – “Naphthalene” იშვიათი და ექსკლუზიური ქსოვილებისგან.

ჩვენებას დაესწრო 500-ზე მეტი ადამიანი

ფოტოების ავტორი: მიხეილ პიტიურიშვილი

IMG_5419

Continue reading

თქვენ გინდათ ეს წრე მზედ ვაქციო?!

ერთ სრულიად ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემს კომპიუტერთან კლავიატურას მშვიდად ვუკაკუნებდი, როდესაც ასევე ჩვეულ ხმაზე გაისმა სატელეფონო ზარი ჩემი ტელეფონიდან.

ზარი, რომელმაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულ და საოცარ თავგადასავლად აქცია.

10432987_10152296800347599_1005530367306452117_n ლევან გიორგაძე (teatri.ge-ს დამფუძნებელი და eastern promotion-ის მედია კოორდინატორი) მიკავშირდებოდა შემოთავაზებით :

ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და მაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა – და ამას მოჰყვა მთელი 5 წუთიანი ტექსტი და მეც ჰიპნოზირებული დავთანხმდი ამ საოცარ წამოწყებაში მონაწილეობაზედ.

ლევანი ჩვენი სპექტაკლის პროდუსერია, ადამიანი რომელმაც უზომო ენერგია, ნერვები და დრო ჩადო ამ პროექტში. ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება 14 ყველაზე დაკავებულ ადამიანთან. Continue reading