Dsquared² F/W 2014

დინ და დენ კატანებმა ზუსტად იციან როგორ უნდა დადგან შოუ !!!

ამ კოლექციის ჩვენება იყო წარმოდგენა, ჩვეულებრივი თეატრალური შოუ, რომელიც საგიჟეთში, შეშლილთა თავშესაფარში მიმდინარეობდა და მოქმედება ხდებოდა საკმაოდ გლამურული მედდების ფონზე.

კოლექცია 60-იანი წლების გლამურის გავლენით არის აწყობილი და ატარებს ქალის ცხოვრებას რომელიც არის ჰოლივუდის გლამურული დივა მთელი თავისი ვარდნებითა და აღზევებით ცხოვრების მანძილზე.

მართლა ძალიან საინტერესო თემაა, რადგან როგორც ვიცით ცნობილი ადამიანების ცხოვრება არც ისე მარტივია . . .

თავად შოუს ელემენტებიც ძალიან კარგად აქვთ გათვლილი, ფონზე საავადმყოფო, რომელიც ზუსტად ისეა მოწყობილი საგიჟეთებზე ფილმებში რომ გვინახავს, უფერული და თმაგაწეწილი მოდელები, მხიარული დარაჯები გასაღებების ასხმულებით და ბოლოსკევ ერთი მოდელი საოცრად გავს ანჯელინა ჯოლის გიჟ პერსონაჟს მართლა უფანტასტიკურესი ფილმიდან Girl, Interrupted .

Continue reading

David Koma F/W 2014 – London fashion week

David Koma – დავით კომახიძე,  ქართველი დიზაინერი, რომლის სახელი რამდენიმე წელია უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, ლონდონში მოღვაწეობს და თანაც ძალიან წარმატებულად. მისი ბრენდის მმართველი მენეჯერი ამ ეტაპზე არის დევიდის რუსი მეუღლე საშა, რომელიც უნდა ავღნიშნოდ რომ ძალიან კარგად ართმევს დავალებას თავს.

2013 წლის დეკემბერში მოდის სახლმა (ტერი მიუგლერ)  Thierry Mugler დევიდ კომა ახალ სამხატვრო დირექტორად დანიშნა.

ლონდონის მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ისევ David Koma-ს სახელით გამოჩნდა, თუმცა მე პირადად დიდი ინტერესით ველოდები როგორი იქნება მიუგლერისა და კომას კოლაბორაცია.

 

Continue reading

Dolce & Gabbana F/W 2014

ეს ის პოსტია წინასწარ რომ ვიცი ხოლმე, რომ უამრავი ნახვა ექნება, რადგან არ მეგულება ჩემს ნაცნობებში ადამიანი (ქალი), რომელსაც Dolce & Gabbana-ს მომდევნო კოლექცია არ აინტერესებდეს.

წინა კოლექციების მაგვარი რომანტიული კოლექციაა ესეც, აი სიამოვებით რომ სქროლავ და ათვალიერებ, ყავასაც რომ მოიდგამ გვერდით და სასიამოვნო მუსიკასაც რომ ჩართავ, მერე წარმოიდგენ:

Once upon a time in Sicily  და შენს თვალწინ იშლება ორი გენიოსის მიერ შექმნილი ზღაპრული სამყარო!!!

ნამდვილად, ეს კოლექცია ზღაპრის სამყაროს შესახევბ მოგვითხრობს, უღრან ტყეებზე, ტყეში ჩასაფრებულ ყაჩაღებზე და მათი მეთაურის ქალიშვილზე, ელფებზე და ზღაპრულ ცხოველებზე, გერდას მოგზაურობაზე კაის მოსაძებნად, ალისაზე საოცრებათა ქვეყანაში, ზღაპრული ტყეების უდუმალებასა და მათ საოცრებაზე – არ შეიძლება ერთი შეხედვით არ შეგიყვარდეს ეს კოლექცია.

Continue reading

kabadoni SPA

სასტუმრო კაბადონის სპა არის ზღაპრული ადგილი დასასვენებლად, ადგილი სადაც გავიწყდება ყველაფერი რაც ხდება გარეთ, სადაც 100%-ით რელაქსდები.

დასვენება, ვარჯიში, ცურვა, სხეული გაწმენდა ტოქსინებისგან, სურნელოვანი ორთქლის საუნა, მშრალი საუნა, კომფორტული შეზლონგები და საოცარი ხედი . .  მეტი რა უნდა გინდოდეს დასასვენებლად ჩასულ ადამიანს?

sastumrokabadonitaage6_zps204a65f9

Continue reading