Hervé Léger F/W 2014

Hervé Léger ფრანგი დიზაინერების დუეტია Max & Lubov Azria.

ულამაზესი კოლექციაა მთლიანად ქალის სხეულის ფორმებისადმი მიძღვნილი. ყველამ ვიცით რომ არსებობს ასეთი ტიპის კაბები Bodycon – ანუ იგივე body conscious კაბები, რომლებმაც ეს სახელწოდება მოიპოვეს ფორმების გამო. ამ ტიპის კაბები ძალიან მოტკეცილია და სრულად მიჰყვება ქალის სხეულს და იმეორებს მის ფორმებს.

ხოდა ამ დუეტმაც აიღო ეს Bodycon bandage dress მიმართულება, რადგან ეს არის ქალის სამოსის ერთ ერთი ყველაზე სექსუალური მიმართულება, ჩართეს თავიანთი არაჩვეულებრივი ფანტაზია და შედეგად მივიღეთ ეს კოლექცია, რომელიც აჩვენეს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე.

  Continue reading

BCBG Max Azria fall/winter 2014

BCBG Max Azria-ს კოლექცია NY Fashion Week–ზე იყო ნაჩვენები.

საკმაოდ საინტერესო და ლამაზი კოლექციაა, ყოველდღიური ხალისიანი სამოსი, თბილი პალტოები და მოსაცმელები, ბეწვი, ფერები, ზამთრისთვის დამახასიათებელი “ლეიერინგი” სამოსში და “ოვერსაიზდ” სამოსის დომინირება რაც ბოლო რამდენიმე წელია ყველა ცივ სეზონზე აქტუალური ხდება.

განსაკუთრებით მომეწონა პრინტები ამ კოლექციის სამოსზე, რაღაცნაირი ზამთრის ტყის იდუმალების მსგავსი შეგრძნება დატოვა ჩემში ამ პრინტმა, დათოვლილი არყის ტყე და რაღაც ეგეთი :))))

Continue reading

Bershka “Meet Me in Rio” S/S 2014

ესპანურმა ბრენდმა Bershka 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც “Meet Me in Rio” უწოდეს.

Bershka შედარებით ახალგაზრდული, შეიძლება ითქვას რომ თინეიჯერული ბრენდია, გამოყვეთილად სთრით სთაილ მიმართულებით.

ეს კოლექცია რიოს მზიანი და ქვიშიანი სანაპიროების გადმოტანას ცდილობს მყიდველის ცხოვრებაში, ეს არის როგორც რომანტიული ასევე ბოჰემური კოლექცია.

Continue reading

Elie Saab Pre-Fall 2014

Elie Saab კიდევ ერთხელ გვაკვირვებს.

ამჯერად ეს არ არის “ოტ კუტურ” კოლექცია, ეს არის ყოველდღიური და საღამოს სამოსი, რომელსაც საოცრად მომხიბლავს და განსხვავებულს ხდის ელი სააბისთვის დამახასიათებელი ხელწერა: შარმი, დახვეწილობა, ელეგანტურობა და რაც მთავარია ხარისხი – უზადო ნაკეთობა!

საოცნებო სამოსია ჩემი მოკრძალებული აზრით . . . ჯერ მარტო ფეხსაცმელმა დამატყვევა პირველივე სურათზე <3

აღარაფერს ვამბობ არაჩვეულებრივ ჩანთებსა და ლაბადებზე. ისიამოვნეთ თითოეული ქმნილებით . . .

Continue reading