Isabel Marant for H&M Fall

14 ნოემბრიდან, H&M -ის  მსოფლიოს 250 მაღაზიაში ჩემთვის საოცნებო კოლექცია დაიდება.

Isabel Marant for H&M Fall- ჩემთვის საოცნებოა ორი მიზეზით, ერთი რომ Isabel Marant არის ჩემი უსაყვარლესი დიზაინერი და მეორე იმიტომ, რომ რეალურად მართლა ხელმისაწვდომი იქნება ეს კოლექცია ჩემთვის ფასის მხრივ და რა დასანანია რომ წელს ვერსად ვერ მოვხვდები ამ კოლექციის დახლებზე გამოჩენისას.

მარანტმა ერთ ერთ ინტერვიუში აღნიშნა ” I aim at creating something real, that women want to wear in their everyday lives with a certain carelessness, which I think is very Parisian. ” –  და აი ზუსტად, აი ამიტომაც მიყვარს ეს ქალი და მისი ყველა ნამუშევარი.

H&M-ისთვის შექმნილი კოლექცია მოიცავს გარდერობის ყველა იმ შემადგენელ კომპონენტს, რითაც იმოსებიან ქალები და ასევე აქსესუარებს და ფეხსაცმელს მკვეთრად გამოხატული ბოჰემური სტილით – რაც ყველა დამეთანხმებით მარანტის ხელწერაა.

მე პირადად ამ პიჯაკით დავრჩი მოხიბლული, მაგრამ სხვაც ბევრი ლამაზი ნივთია

Isabel-Marant-HM-womens-collection-44 Continue reading

Foods That Slow Down Aging

ამ სტატიას შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში და ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.

გარდა იმისა რომ არსებობს ქმედებები, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს (ძილი, დასვენება, ვარჯიში და ა.შ) არსებობს ასევე საკვებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობს ორგანიზმს ახალგაზრდულობის შენარჩუნებაში.

თურმე კვერცხი ყოფილა ერთი ასეთი პროდუქტი და ახლა ვნანობ რატომ არ ვჭამდი ამდენი წელი. მე ვარ საშინელი “ანტიკვერცხისტი”,  ვერ ვიტან გემოს და არ ვჭამ თითქმის არასოდეს, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.

Raw Organic Eggs For Anti Aging Continue reading

Hemp & Marijuana Museum Gallery, Barcelona

Fotor0805124228_zps0095f920“The history of the hemp plant is a history of kings and emperors, wars and merchants and just as importantly, is the history of ordinary citizens and traders.”

პოსტში დაწერილი ინფორმაცია არის თარგმნილი მოზეუმიდან წამოღებული ბროშურიდან, ამიტომ არანაირი პრეტენზია სინამდვილეზე და უტყუარობაზე არ გააჩნია. ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი ყველა ვიზიტორისთვის.

ბარსელონას Hemp & Marijuana Museum Gallery სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ დაარსდა და არის ამსტერდამის ამავე სახელწოდების მუზეუმის ფილიალი. ამსტერდამში კი ეს მუზეუმი 1985 წელს დაარსდა მისი ამჟამინდელი დირექტორის ბენ დრონკერსის მიერ.

 photo Fotor0805124455_zps35d391be.jpg Continue reading

Malaga – 2 Days of Real Freedom

08:50 დილა, ჩანთები ავიღეთ, ვიქექები რომ ჩემი საყვარელი ყვითელი თხელი სვიტერი ამოვიღო. მალაგაში სულ სხვა კლიმატია. რატომღაც ცივა და ბუსუსები მაყრია ტანზე.

ნუთუ აქ პლაჟზე შეხრუკვა არ მეღირსება 🙁

Salida – გავდივართ აეროპორტიდან …

მთელი თრიფის ყველაზე ამაღელვებელი და საოცარი წუთები, ქეთო, ჩახუტება, კივილი, წივილი, ხტუნვა, მილიონი კოცნა და უამრავი თვალი რომელიც გვიყურებს.

თავიდან ვერც მოვედით აზრზე რომ ეკას და საულს მივსალმებოდით, რომლებიც იქვე იდგნენ და ჩვენს აღტაცებას ჩუმად და ღიმილით ადევნებდნენ თვალს, მაგრამ მალე მათი ჯერიც დადგა. გავიცანით: ეკა – ქართველი გოგონა, რომელიც იქ ცხოვრობს და წლებია ქეთოსთან მეგობრობს და საული – ეკას მეუღლე, უსაყვარლესი ესპანელი არსება.

თავგადასავლები დაიწყო წამიერად:

მანქანით დაგვხვდნენ

ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ – არსად ღია კაფე არ გვხვდება, ბოლოს უყავობისგან დაღლილებს და მშივრებს გვიხსნიან, აქ ცხოვრება სხვა რიტმში მიმდინარეობსო. აქ ცხოვრება დღის 12 საათზე იწყება და დილის 5 –6 საათამდე გრძელდებაო.

სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავემორჩილოთ…

წავედით სასტუმროში დასაჩექინებლად.

ქეთომ ჩართო ნავიგატორი, არ იცოდნენ სად იყო ეს სასტუმრო, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, მივყვებით ნავიგატორის მწვანე კლაკნილ ხაზს, ავტობანზე გავედით, ყველა მე მიყურებს  – „ რა არის ეს სად დაგიჯავშნია სასტუმრო, აქედან პლაჟზე როგორ უნდა ვიაროთ“ – მზერით. არადა როცა თრიპედვაისორზე რევიუებს ვკითხულობდი ჩვენი სასტუმროს შესახებ და რუქას ვნახულობდი, გარკვევით ეწერა და ჩანდა რომ რომ 15 წუთი უნდა ტორემოლინოსის პლაჟამდე თანაც ფეხით.

ნუ რა თქმა უნდა ვინ გაბედავდა ნავიგატორს არ დამორჩილებოდა, ვიარეთ ვიარეთ და უცებ ჩანს გზის მაჩვენებელი – 4 კილომეტრში სხვა ქალაქი იწყება :დ :დ :დ

აი მანდ უკვე ყველამ სათითაოდ გამოართვა ქეთოს ტელეფონი და აღმოვაჩინეთ რომ არასწორად არის შეყვანილი მონაცამები, ვიხარხარეთ უზომოდ. უცებ ჯავშნის ფურცელი გამახსენდა სადაც ნომერი წერია, თან ესენი ხომ სამივე გადასარევად საუბრობს ესპანურად.

გადავრეკეთ…

OMG, ტიპი რომელმაც გვიპასუხა ამბობს, რომ ახალი თანამშრომელია და არ იცის ავტოსტრადადან როგორ მოგვასწავლოს გზა 🙁  🙁  🙁

დავხედეთ რუქას თუ სად ვიყავით იმ წუთას და წამოვედით უკან, რამდენიმე კილომეტრში უდიდესი სავაჭრო ცენტრი დაგვხვდა, რომლის წინაც რამდენიმე ტაქსი იჯდა.

ვაშაა, გვეშველაა

ტაქსისტმა, არც კი გაისარჯა და არ გვითხრა როგორ უნდა მივიდეთ სასტუმრომდე, მე წავალ და თქვენ გამომყევითო და ამ სერვისში 10 ევრო აგვახია :დ :დ :დ

წამოვედით უკან ქალაქში, შემოვედით და ზუსტად პლაჟების ზონა რომ დაიწყო მანდვე უნდა აგვეხვია თურმე მარჯვენა მხარეს, უზარმაზარი ტრაფარეტიც ეკიდა და თან საოცარ ადგილას იყო სასტუმრო. მთის ძირში. საოცარი ეზოთი, საოცრად გრილი და მაცოცხლებელი ჰაერით, პაწაწუნა სასტუმრო იყო უზომოდ საყვარელი. რასაც მოველოდი კიდეც.

 photo MalagaToremollinos1_zps82001568.jpg

სასტუმროს ერქვა Años 50  ანუ 50–იანი წლები, ფანტასტიური სტაფი, რომელიც Continue reading