PayPal Launch in Georgia

მარტო მე ერთი – ვიცნობ ასეულობით ადამიანს ვისაც Paypal-ის საქართველოში შემოსვლაზე უოცნებია და არა მხოლოდ უოცნებია, უმოქმედია კიდეც რომ რამე შეეცვალა ამ მიმართულებით.
რა გზებს არ მიმართავდნენ, რა ლეგალურ თუ არალეგალურ ხერხებს, მაგრამ წლების მანძილზე ოცნება ოცნებად რჩებოდა …
ვიდრე!!!
თბილისი, 11 აპრილი
„ფეი ფალი“ საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს
გახსნან ფეი ფალის ანგარიში და ინტერნეტის საშუალებით
შეიძინონ ნივთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დღეიდან ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ინტერნეტ-მაღაზიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საგადასახადო სისტემა ფეიფალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოახდინოს ონლაინ გადახდა მეტად უსაფრთხოდ და მარტივად, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე.
დღეს ონლაინ ანგარიშსწორების სისტემა ფეიფალი ამოქმედებულად გამოცხადდა საქართველოში. Continue reading
Earth Hour 2013
როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, 2013 წლის 23 მარტს შერატონში აღინიშნა “დედამიწის საათი” ახალი ნათების ოქროს სპონსორობით.
საღამო გამოვიდა არაჩვეულებრივი, იმაზე უკეთესიც კი ვიდრე წინა წელს. ბოლო 3 კვირის განმავლობაში მე (ახალი ნათება) , მაიკო წერეთელი (ჯორჯია თოდეი გრუფი) ნინო ისაკაძე (შერატონი) და მაკო ბურდული (ჯორჯია თუდეი) კვირაში 2-3ჯერ ვიკრიბებოდით შერატონში და ვგეგმავდით და ვგეგმავდით ყველაფერს დეტალურად.
Isabel Marant F/W 2013
ამჯერად გადავინაცვლოთ პარიზის მოდის კვირეულზე და დავათვალიეროთ ერთად ჩემი უსაყვარლესი დიზაინერის Isabel Marant-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია.
ეს ბრენდი არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, ის ყოველთვის იქნება ფრანგი და ამერიკელი გოგონების უსაყვარლესი ბრენდი, თუმცა არა მხოლოდ მათი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექცია საკმაოდ მუქი და საკმაოდ “შავოსანი” გააკეთა, მე მაინც არ დავრჩი იმედგაცრუებული, ის ლეერინგი, ის სტრიტ სტაილი, ის ნაქსოვი თემა რაც ასე მიყვარს მათ კოლექციებში აქაც უხვად არის გამოყენებული.
Casual & Simple – ასე შევაფასებდი ამ ოდნავ ბოჰემურ მაგრამ მკვეთრად სთრიითსტაილურ კოლექციას.


