შვებულება – დღე მეხუთე

ეს დღე განსაკუთრებით კარგად მახსოვს 🙂

თავიდან როცა დასასვენებლად მივდიოდით თემა იყო ასეთი, მე და დიმა მივდიოდით დასასვენებლად, მერე ავდექით და ვიკაც გავიყოლეთ (ბოროტი დედ–მამა) მაგრამ ბოლოს აღმჩნდა რომ ვიკამ მაგრად დაისვენა, გაერთო და მე და დიმა ჩამოვედით კიდევ უფრო დაღლილები და უამინდობით გაწამებული :დ :დ :დ  არადა ვიკას როგორც წინა 2 ეს ზაფხულიც განსაკუთრებული ჰქონდა, სად აღარ იყო :დ

დილა დაიწყო ისევ მზის მოლოდინში, ისევ პრივეტში. ისევე როგორც მე და დიმას – ვიკასაც ძალიან შეუყვარდა პრივეტი, თავისი გემრიელი ფუნთუშებით, სენდვიჩებით და ჩაით.

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_0946.jpg?w=620 Continue reading

Dream About 60′s

https://i0.wp.com/3.bp.blogspot.com/-IP1Fa5GDh00/TywYDHjdtoI/AAAAAAAAByE/GTiR1RAN_G4/s400/tumblr_laxblyZxz91qdfdhao1_500.jpg?w=620

დიდი ხანია მინდოდა 60-იანების შესახებ დამეწერა, მაგრამ რატომღაც ვერ მოვაბი თავი. მაგრამ აი შთაგონებაც მოვიდა …

ერთ კვირაზე მეტია ახალი ჰობი მაქვს ცხოვრებაში, ძველი შავ-თეთრი ფილმების ყურება 🙂 1938 წელს გადაღებულებიდან დავიწყე და უკვე 10-12 ფილმი მაქვს ნანახი. მიუხედავად შავ-თეთრობისა, ბევრი მათგანი ძალიან ძალიან საინტერესოა არა მარტო შინაარსით არამედ იმითაც რომ თვალნათლივ არწერს მაშინდელ საზოგადოებაზე და ხედავ თუ რამხელა განსხვავებაა დღევანდელ და მაშინდელ საზოგადოებას შორის. სწორედ ამ ფილმებმა გამახსენა რომ 60-იანების მოდის შესახებ არ დამიწერია დიდი ხანია და აი ეს პოსტიც გამოცხვა 🙂  Continue reading

Victoria’s Secret Beach Sexy Gradual Tan Moisturizer

ვაგრძელებ ავტოგასარუჯი საშუალებების შესახებ მოყოლას. დღევანდელი ჩემს მიერ რეკომენდირებული საშუალება გამოირჩევა 3 კუთხით.

პირველი, იმიტომ რომ ეს არის Victoria’s Secret Beach Sexy Gradual Tan Moisturizer. ყველა ქალისთვის საყვარელი ბრენდი 🙂 Victoria’s Secret

მეორე  განსაკუთრებით დადებითი მხარე ის არის, რომ ეს ავტო გასარუჯი კრემი გამოირჩევა ამავე დროს ისეთივე დამატნიანებელი თვისებებით როგორც ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემები

და მესამე SPF – ეს აბრევიატურა უდიდეს მნიშვნელობას იძენს ზაფხულში. ის რომ კრემი შეიცავს SPF ნიშანს უკვე დადებითად განმაწყობს მის მიმართ, რადგან თუ გარემოს ვაკვირდებით მზის გავლენა დღითი დღე უფრო და უფრო მატულობს და სამწუხაროდ ცუდი მიმართულებით. ამიტომ ცუდი არ იქნებოდა თუ ხელოვნურად მაინც დავიცავდით ამ მავნე ზეგავლენისგან თავს.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/789654.jpg?w=620 Continue reading