Shu Uemura – Celestial Garden

ვაგრძელებ 2012 წლის გაზაფხულისათვის შექმნილი კოლექციების შესახებ მოყოლას, ამჯერად ავარჩიე Shu Uemura -ს კოლექცია სახელწოდებით Celestial Garden.

მოდის სახლების პარალელურად კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიებმაც 2012 წლის გაზაფხული პასტელური ფერების პერიოდად გამოაცხადეს და ცდილობენ რომ მაკიაჟიც ნატურალურ და ნაზ ფერებში დაამკვიდრონ.

“ციური ბაღი” – საკმაოდ უცნაური სახელია კოსმეტიკის კოლექციისათვის, მაგრამ თავად ამ კოლექციაში წარმოდგენილი პროდუქციის ფერები მართლაც კარგად მიესადაგება ამ ფერებს : Continue reading

Estee Lauder Topaz Spring 2012 Makeup Collection

ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იცით რომ  Estee Lauder არის ჩემი ფავორიტი ბრენდი სილამაზის სფეროდან. ბრენდი რომელსაც თითქმის არასოდეს ვღალატობ, როცა საქმე ძირითად თავის მოვლის საშუალებებს ეხება.

ამ ბრენდის ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის რომ მათ სიახლეების მხრივ ცოტა ჩავარდნა ჰქონდათ და ბრენდი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ მადლობა Tom Pecheux-ს, ამ კომპანიის კრეატიულ დირექტორს რომელმაც ყველაფერი გააკეთა ბრენდის არა მხოლოდ გადასარჩენად, არამედ ისევ ჩვეულ მოწინავე ადგილებზე დასაბრუნებლად. Continue reading

Dream About 40’s

უმძიმესი ხანა არა მხოლოდ მოდის არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ომმა ყველა სფეროს, ყველა ადამიანს, ეკონომიკას და ყველაფერს ზოგადად თავისი მძიმე დაღი დაასვა. მასალა მათ შორის ნაჭრები და აქსესუარებისათვის გამოსაყენებელი სხვა დეტალები ურთულესი საშოვნია, რადგან ომმა შთანთქა ყველაფერი, წარმოება თითქმის შეჩერებულია, ხოლო არსებული მასალები კი სულ ომის საჭიროებას ხმარდება.

ქსოვილის ფასი უზომოდ იზრდება და ხელოვნური აბრეშუმი ხდება ერთადერთი გამოსავალი მოდის სახლებისათვის. მოდის ტენდენციებიც მილიტარისტული და მკაცრი ხდება. აქცენტი მხრებზე კეთდება და სამხრეები იწევს, მოდაში ეგრეთ წოდებული “ლიპები” შემოდის, არა მხოლოდ პიჯაკებზე არამედ კაბებზეც. Continue reading

Graduation

  “You have brains in your head. You have feet in your shoes. You can steer yourself in any direction you choose. You’re on your own.
And you know what you know. You are the guy who’ll decide where to go.

ტარაააააააააააამ 🙂

Cambridge Study-ს კურსი : “PR მენეჯმენტი და კორპორაციული  სოციალური პასუხისმგებლობა” დასრულებულად გამოცხადდა 🙂 ქუდები არ აგვიქნევია ჰაერში, მაგრამ პროექტის დაცვა გვქონდა საოცრად სახალისო.

     მთელი ჯგუფი 3 ნაწილად იყო დაყოფილი, თითოეულ ჯგუფს უნდა მოგვეფიქრებინა პროდუქტი, გაგვეკეთებინა ბრენდინგი, ბაზარზე შესვლა და პიარ კამპანია. გავაკეთეთ ლოგო რომელიც დავახატინეთ დიზაინერს, დავბეჭდეთ ლოგოები მაიკებზე რომლებიც გვეცვა პროექტის წარდგენისას, დავარიგეთ ფლაერები ინფორმაციით. Continue reading