საუკეთესო მოდური ჩვენებები Viktor & Rolf

vr_front ერთ ერთი საუკეთესო პარიზულ ჩვენებათაგანი –  Viktor & Rolf. დეფილე რომელიც გახდა ერთ ერთი ყველაზე უფრო განხილვადი და ცნობადი მოდის სამყაროში.

თითქოს მოდის სათავეებთან მდგომ ხალხს ვეღარაფრით გააკვირვებ, მაგრამ ამ წყვილმა ეს შეძლო. მათ სცენაზე გამოუშვეს მოდელები კრეატიულ სამოსელში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გრავიტაციის კანონებს. შთაგონებად აღნიშული კოლექციისათვის დიზაინერების ნათქვამით, იქცა ფინანსური კრიზისი. ყველა ჭრის და კვეცავს ბიუჯეტებს და ჩვენც შევკვეცეთ და დავკუწეთ საღამოს კაბები – გაიხუმრა როლფმა 🙂

vr-show სცენას ამშვენებდა მბრწყინავი უდიდესი გლობუსი, მეორე მხარეს კი მომღერალი როიშინ მერფი. ფეხმძიმე მომღერალი დიზაინერებმა პირამიდისებრ ტიულის მოსასხამში შეფუთეს.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრმა განაცხადა რომ კოლექცია აბსოლუტურად არ არის ცხოვრებისათვის განკუთვნილი, ის მაინც აღმოჩნდა შთაგონება და ახალი სუფთა ჰაერი პარიზის მოდის კვირეულის დახუთულ შენობებში.

DYSFASHIONAL

იცით რა არის DYSFASHIONAL?
ოოოოოოოოოო, ეს ძალიან, ძალიან მაგარი გამოფენაა 🙂
dysfashional_poster გამოფენა “DYSFASHIONAL”  ეძღვნება მოდას, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გამოფენა. აქ ტანსაცმლის კოლექციას ადამიანის სხეულზე ვერ იხილავთ.
ორგანიზატორების ჩანაფიქრი მდგომარეობს მოდის სხვა მხრიდან დანახვაში. გამოფენა შეიქმნა იმისათვის რომ მოდას შეხედონ ადამიანებმა ესთეტიური თვალსაზრისით, უფრო სხვა მხრიდან ვიდრე ტანისამოსის თუ აქსესუარების მორიგი კოლექცია.
გამოფენის ორგანიზატორებმა შეკრიბეს ყველაზე კრეატიული დიზაინერები, რათა მათ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მოდის სამყაროს მიმართ. უკვე მესამე წელია ისინი ამ ამოცანას ძალიან წარმატებით უმკლავდებიან: საცეკვაო დადგმებით, ვიდეო ინსტალაციებით, არტ-ობიექტებით და ინტერაქტიური დადგმებით.
სულ, სულ პირველი გამოფენა 2007 წელს შედგა ლუქსემბურგში. 2008 ლოზანაში, წელს პარიზში ხოლო 2010_ში ბერლინში იგეგმება. გამოფენის ლოგო იმიჯი სურათზე ნახეთ.
dys4 გამოფენაზე წარმოდგენილია ყველა ის მატერიალი რაც მოდას აქცევს თვით გამოხატულების და იდენტიფიკაციის იარაღად. თავად პრეფიქსი “დის” ზუსტად ამას გამოხატავს მოდის უსაზღვრო სივრცეს და სისტემის რღვევისკენ მიმართვას.

იდეა მდებარეობდა იმაში რომ, თავდაყირა დაეყენებინათ პრინციპები, მოეწვიათ დიზაინერები რათა მათ წარმოედგნათ არა კოლექციები არამედ გამოეხატათ თავიანთი შინაგანი სამყარო, მათი წარმოდგენები მოდაზე. და ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ მათ სხვადასხვა საშუალებებით.

Diesel’s Flash For Fun

დიზელი საქართველოში ასე თუ ისე ცნობილი და საყვარელი ბრენდია.

dfff1 ხოდა მინდა გიამბოთ დიზელის კიდევ ერთ მარკეტინგულ სვლაზე.
ეს არის მათი ფლუროსცენტული კოლექცია. დიზელმა ახალი კოლექცია მაქსიმალურად ახალგაზრდებზე და კლუბერებზე გათვლით გააკეთა და Flash For Fun დაარქვა. კოლექცია შეიცავს ჯინსებს, მაისურებს, სპორტულ ფეხსაცმელს და თეთრეულს რომლებიც სიბნელეში ანათებენ.
dfff2 კოლექცია დღისით, მზის შუქზე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ საკმარისია მოხვდე ამ ტანისამოსით ბლექლაითებით განათებულ გარემოში რომ შენც მაშინვე აინთები 😀 ანათებს როგორც ცალკეული დეტალები ან სტიკერები, ასევე ნაკერებიც 🙂
ახალი კოლექციის ჩასაშვებად დიზელმა მიმართა გარეკლამების ივენთურ ხაზს, მათ მოაწყვეს სპეციალური საღამოები და წვეულებები, რომელთა ძირითად იდეად აიღეს საიდუმლოება და დამალვობანა :).
მაგალითად, ძალიან საინტერესოდ ხდებოდა ნიუ იორკში მოწყობილ ასეთ წვეულებაზე ხალხის დაპატიჟების გადაწყვეტა. უნდა წასულიყავი ნიუ იორკის დიზელის სათაო მაღაზიაში სადაც უნდა გეკითხა ვინმე “ბარონი”.

diesel party

ეს ბარონი დაახლოებით ფეის კონტროლისტის ტიპი ვინმე იყო, ის გადაწყვეტდა შენ ხარ თუ არა იმდენად მაგარი როჟა რომ მოხვდე ამ წვეულებაზე და ამის მიხედვით გაძლევდა სპეციალურ სამაჯურებს, სადაც ეწერა თარიღი და დრო წვეულების. მაგრამ ამ სამაჯურზე არ ეწერა ხოლმე სად ტარდებოდა ეს წვეულება, იმისთვის რომ არ გაბაზრებულიყო :P. სამაჯრზე ეწერა ტელეფონის ნომერი, შენ განსაზღვრულ დროს ურეკავდი მათ და ისინი გეუბნებოდნენ მისამართს. ძალიან დამაინტრიგებელია ხო? სიამოვნებით აღმოვჩნდებოდი ასეთ გასაიდუმლოებულ საღამოზე 🙂
დადიოდა ხმები რომ გარკვეული პირები ამ სამაჯურებს ყიდდნენ კიდეცო და თითო ღირდა 100$ 🙂 თავად საღამოები ძაან მაგარი იყო, იუთუბზე არის ვიდეოები …

გაღმა ნაპირი

გაღმა ნაპირი

არასოდეს დამიწერია ფილმის განხილვები ხოლმე, ისე ორიოდე სიტყვით თუ შევხებივარ ხოლმე. მაგრამ ეხლა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ მეწერინება. მეწერინება ფილმის “გაღმა ნაპირი” შესახებ.
გუშინ მივედით 9ის ნახევრიან სეანსზე რუსთაველში მე & დიმა და ყველა ბილეთი დაყიდული დაგვხვდა. 09-ს დავეკონტაქტეთ და 22:00-ზე ამირანში გადისო. დიდად არ ვაფანატებ ამირანზე მაგრამ სხვა გზა არ იყო, მანდ წავედით. 1 საათი და 20 წუთი გვქონდა გასაყვანი სეანსამდე, ლიტერატურულში შევედით, იქ რემონტი იყო ისეთი ხმაური იდგა გამოვქანდით გარეთ. ისევ აივანზე დავსხედით ყავებით და სიგარეტით და ვისაუბრეთ ბევრი ბევრი, გუშინ რო ვწუწუნებდი სულ მენატრება დიმა მეთქი, კაკრას მისმინა ეტყობა რაღაცამ ან ვიღაცამ და მოგვცა ერთად ყოფნის დრო 🙂

რაც შეეხება ფილმს. შოკში ვარ, აღფრთოვანებული, აღშფოთებული, გაოგნებული, შეძრწუნებული და კიდევ 5 ამდენი ზედსართავი სახელი. პირველად აღვიქვი ბავშვის ბედი ასე მტკივნეულად, ალბათ უკვე მშობლის სტატუსით რომ ვუყურებდი მაგიტომ.
ჩამოვწერ პუნქტებად ჩენს გრძნობებს და ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს:
გაღმა ნაპირი1. უფანტასტიურესი კადრებია როდესაც თედო თვალების ძალიან მაგრად დახუჭვით ცდილობს გარესამყაროდან გაქცევას. ძალიან მაგრად არის ნაფიქრი და განხორციელებული ეს დეტალი.
2. შევძრჭუნდი ის მეორე შავტუხა ბავშვი წებოს რომ ყნოსავდა, საოცრად მტკივნეულად აღვიქვი, არადა ხომ არიან ჩვენს ირგვლივ ესეთი უპატრონოდ მიგდებული ბავშვები, რომლებიც საზოგადოებამ კიდევ უფრო გარიყა და მათაც აგრესიის გარდა არაფერი დარჩენიათ.
3. ძალიან მეტკინა კიდევ ის მომენტები როდესაც დედას იმ ქონიან კაცთან ხედავდა და მერე ავტობუსში ფული რომ მისცა.
4. ძალიან გამიხარდა ფილმში აჩის ა.კ.ა. DJ GREENBEAM-ის დანახვა. საუკუნეა არ მინახავს. მართალია დურაკული როლი აქვს მაგრამ ძაან საყვარელი ადამიანია ცხოვრებაში.
5. სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო იმ საწყალი სოფლელი გოგოს გაუპატიურების და თედოს საქციელის სცენამ.
6. ლამის ვიტირე ხიდზე მკვლელობის სცენის დროს

7. ძალიან მაგარი იყო აფხაზეთში უცხო ოჯახში, შიშისგან საწოლის ქვეშ რომ სძინავს. ძალიან შემეცოდა ერთი ციდა 12 წლის ბავშვი აგრესიულ გარემოში მარტოდმარტო.

gaghma-napiri

და ბოლოს ის შოკისმომგვრელი ცეკვა. არა ჯერ ტირილი და მერე ცეკვა … რაღაცა მინდა დავწერო ისეთი სულისშემძვრელი მაგრამ ვერ ვწერ. ძალიან მაგარი კადრი იყო. და ძალიან მაგრადაც დასრულდა, მეტი არც იყო არაფერი საჭირო. ბრავო პატარა თედოს ასეთი შესრულებისათვის და ბრავისსიმო ფილმის რეჟისორს – გიორგი ოვაშვილს.
თუმცა იქ იყო ერთი დეტალი: კაცი რომელიც ქუდს იხდის და რაღაცნაირად შეჰყურებს თედოს. მეც და დიმასაც ისეთი შეგრძნება დაგვრჩა რომ ეს იყო თედოს მამა, რომელსაც ასე გამწარებით ეძებდა პატარა ბიჭუნა.

ხომ არიან დედამიწაზე ადამიანები, რომლებსაც სითბო და მოფერება სჭირდებათ … 🙁