წლებია უკვე მოდის ბლოგერების უმეტესობამ ბლოგერობის გარდა ბევრად დიდი მისია შეითავსა.
ბლოგერები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან, რადგან ხშირად სწორედ ისინი ქმნიან გარკვეულ წარმოდგენას ბრენდებსა და მათ პროდუქციაზე და ავრცელებენ ხალხში პირველი პირიდან. რაც უფრო მისაღებია, საინტერესო და სანდო მკითხველისათვის. სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით ბლოგერების პოპულარობა და წარმოშვა სელებრითი ბლოგერები.
დღესდღეისობით ხდება ისე, რომ ბლოგერებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ თუ რა სურთ მათ მკითხველებს და ზოგადად საზოგადოებას, ამიტომ მოხდა რომ დიდმა ბრენდებმა დაიწყეს ბლოგერების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში.
მოდის ბლოგერების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით იქმნება დღეს საინტერესო სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ხდებიან ბრენდების სახეები და ელჩები.
დღეს მინდა რამდენიმე ასეთი საინტერესო კოლაბორაციის შესახებ მოგითხროთ. Continue reading