ამბობენ 35 წლიდან წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიკეთო ანტიცელულიტური მასაჟის სრული კურსიო.
იმასაც ამბობენ ბავშვის გაჩენიდან 6-8 თვეში აუცილებლად უნდა გაიკეთო მინიმუმ 15 მასაჟი ფორმაში რომ ჩადგეო.
კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ანტიცელულიტური მასაჟი თაფლისა და შეფუთვების ჩარევის გარეშე არაეფექტურია და თანაც მინიმუმ 15 პროცედურა უნდა ჩაიტაროთო.
მოკლედ ბევრ რამეს ამბობენ, ბევრს სწორს, ბევრს არასწორს, თუმცა ერთი ჭეშმარიტება უნდა ვთქვათ – ადამიანმა მართლა უნდა გაიკეთოს ანტიცელულიტური მასაჟი თუნდაც წელიწადში 1-ხელ, თუმცა აქვე დავძენ – მერე რომ არ მიწყინოთ, მართალია – ყველაფერი ფინანსებთან მიდის.
ვარჯიში, სწორი კვება, ბევრი სიარული, კომფორტული ფეხსაცმელი, ბევრი წყალი და სწორი ძილი – არის ის რაც ხელს უშლის სხეულის კონკრეტულ კერებში ცელულიტების ჩამოყალიბებას, თუმცა რაც არ უნდა პიონერები ვიყოთ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში – დიდი შანსია მაინც ვერ ავიცილოთ ცელულიტი გარკვეულ ადგილებში.
გადავდივარ ამბავზე: Continue reading