Elie Saab კიდევ ერთხელ გვაკვირვებს.
ამჯერად ეს არ არის “ოტ კუტურ” კოლექცია, ეს არის ყოველდღიური და საღამოს სამოსი, რომელსაც საოცრად მომხიბლავს და განსხვავებულს ხდის ელი სააბისთვის დამახასიათებელი ხელწერა: შარმი, დახვეწილობა, ელეგანტურობა და რაც მთავარია ხარისხი – უზადო ნაკეთობა!
საოცნებო სამოსია ჩემი მოკრძალებული აზრით . . . ჯერ მარტო ფეხსაცმელმა დამატყვევა პირველივე სურათზე <3
აღარაფერს ვამბობ არაჩვეულებრივ ჩანთებსა და ლაბადებზე. ისიამოვნეთ თითოეული ქმნილებით . . .