2018-03-17 14.59.30

Paragraph Resort & Spa Shekvetili

რადგან თითქმის ყველა სასტუმროს რევიუები და ამბები მაქვს მოყოლილი სადაც კი დამისვენია, გადავწყვიტე არც პარაგრაფი იყოს გამონაკლისი, მითუმეტეს რომ ძალიან სასიამოვნოდ გავოცდი როცა ასეთი მშვენება ვნახე საქართველოში.

პარაგრაფში 4 დღე ვიყავით, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით და აუცილებლად მინდა გირჩიოთ, განსაკუთრებით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რომ დასასვენებლად სამუშაო დღეები შეარჩიოთ. იმხელა განსხვავება იყო ამ 4 დღის განმავლობაში სამუშაო დღეების გარემოსა და შაბათ კვირის გარემოს შორის – როგორც ცა და დედამიწა. მითუმეტეს რომ ზღაპრული ამინდები დამემთხვა + 25 გრადუსი შაბათ კვირას.

დავიწყოთ სასტუმროთი, ნუ ცოტა შორია თბილისიდან, ვერაფერს იტყვი, გზა დამღლელია.

სასტუმროს ტერიტორია არუს ულამაზეზი, წიწვოვანი ტყე, სხვათა შორის შემოღობილი ტყის ნაწილი აქვს სადაც შვლების ნახვა შეგიძლიათ.

საუცხოო ნომერი შეგვხვდა და ყველას გირჩევდით 1 ან 2 ციფრზე დასრულებული ნომრები აირჩიოთ რადგან ტყეზეც გექნებათ ხედი და ზღვაზეც, საოცრად ამშვიდებს თვალებს და ძაიან სასიამოვნოა აივანზე თუ გიწევს ჯდომა და მუშაობა.

(სამწუხაროდ ვიდეოები იხსნება ცალკე ლინკად 🙁 ძალიან ვწუხვარ მაგრამ სხვანაირად ვერ ჩავსვი)

აქვე დავწერ, ერთადერთი დისკომფორტი ამ საუცხოო აივანს აქვს ის (და ალბათ სხვებსაც) რომ არ არის არც ერთი შტეფსელი აივანზე.

მაგრამ აი ოთახებში კი სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა, ამ დონეზე საუცხ Continue reading

kabadoni SPA

სასტუმრო კაბადონის სპა არის ზღაპრული ადგილი დასასვენებლად, ადგილი სადაც გავიწყდება ყველაფერი რაც ხდება გარეთ, სადაც 100%-ით რელაქსდები.

დასვენება, ვარჯიში, ცურვა, სხეული გაწმენდა ტოქსინებისგან, სურნელოვანი ორთქლის საუნა, მშრალი საუნა, კომფორტული შეზლონგები და საოცარი ხედი . .  მეტი რა უნდა გინდოდეს დასასვენებლად ჩასულ ადამიანს?

sastumrokabadonitaage6_zps204a65f9

Continue reading