Once again ზღაპრული კაბები პრინცესებისათვის . . .
მილანის მოდის კვირეული , რომელიც ეძღვნებოდა 2013–14 წლების შემოდგომა ზამთარს, დასრულდა და დროა გადავიდეთ ამ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი უამრავი ულამაზესი კოლექციის მიმოხილვაზე.
ვიწყებ Dsquared² -თი, როგორც თანამედროვე მოდის ერთ – ერთი ყველაზე კაშკაშა ბრენდის. კატანების ფანტაზია ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა.
2013-14 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, კატენებმა გადაწყვიტეს რომ 40-იანი წლების გლამური გაეცოცხლებინათ და ქალბატონების ელეგანტურობაზე გაეკეთებინათ აქცენტი. კოლექცია შედგება მამაკაცური სამოსისგან, რომლებიც იდეალურად არის მორგებული ქალბატონებზე, არაერთი ულამაზესი, დახვეწილი და ელეგანტური კაბისგან, მოსასხამისა და პალტოსგან.