ერთ სრულიად ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემს კომპიუტერთან კლავიატურას მშვიდად ვუკაკუნებდი, როდესაც ასევე ჩვეულ ხმაზე გაისმა სატელეფონო ზარი ჩემი ტელეფონიდან.
ზარი, რომელმაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულ და საოცარ თავგადასავლად აქცია.
ლევან გიორგაძე (teatri.ge-ს დამფუძნებელი და eastern promotion-ის მედია კოორდინატორი) მიკავშირდებოდა შემოთავაზებით :
ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და მაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა – და ამას მოჰყვა მთელი 5 წუთიანი ტექსტი და მეც ჰიპნოზირებული დავთანხმდი ამ საოცარ წამოწყებაში მონაწილეობაზედ.
ლევანი ჩვენი სპექტაკლის პროდუსერია, ადამიანი რომელმაც უზომო ენერგია, ნერვები და დრო ჩადო ამ პროექტში. ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება 14 ყველაზე დაკავებულ ადამიანთან. Continue reading