This winter essentials . . .

მოდით დროებით შევისვენოთ “ოტ კუტურ” კოლექციების ჩვენებებიდან და განხილვიდან და უფრო საჭირბოროტო საკითხზე გადავიდეთ.

ზამთარი დღითი დღე უფრო მძლავრობს, არადა 3-4 დღის წინ 11 გრადუსი დაფიქსირდა დღისით 🙂

მე მინდა გამოვყო 2 ტენდენცია რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ამ ზამთარს:

ბეწვეული (პალტოები და ქურქები) და მუხლს ზემოთ ჩექმები AKA მუშკეტერები.

ბეწვიანი პალტო და ბეწვის ქურქი ყოველთვის განსაკუთრებით საყვარელია ზამთარში, რადგან განსაკუთრებით გვათბობს. თუმცა წელს ის ერთ ერთ ყველაზე მოდუს სამოსადაც ითვლება – განსაკუთრებით თუ ბეწვი შეღებილია რამდენიმე ფერად, ან ერთ განსხვავებულ ფერად ან არის პრინტით.

Continue reading

Dsquared² F/W2013

მილანის მოდის კვირეული , რომელიც ეძღვნებოდა 2013–14 წლების შემოდგომა ზამთარს,  დასრულდა და დროა გადავიდეთ ამ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი  უამრავი ულამაზესი კოლექციის მიმოხილვაზე.

ვიწყებ Dsquared² -თი, როგორც თანამედროვე მოდის ერთ – ერთი ყველაზე კაშკაშა ბრენდის. კატანების ფანტაზია ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა.

2013-14 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, კატენებმა გადაწყვიტეს რომ 40-იანი წლების გლამური გაეცოცხლებინათ და ქალბატონების ელეგანტურობაზე გაეკეთებინათ აქცენტი. კოლექცია შედგება მამაკაცური სამოსისგან, რომლებიც იდეალურად არის მორგებული ქალბატონებზე, არაერთი ულამაზესი, დახვეწილი და ელეგანტური კაბისგან, მოსასხამისა და პალტოსგან.

2

Continue reading