პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგი პერიოდი ეკონომიკისა და წარმოების ზრდის ეპოქაა, რაც აქტიურად დაეტყო არა მხოლოდ ეკონომიკას არამედ სოციალურ სფეროსაც. ომიდან გამომდინარე, როდესაც ქალებს მასიურად მოუწიათ მანამდე “მამაკაცებისთვის” განკუთვნილი საქმეებისა და სფეროების ათვისება, როს შედეგადაც ქალები მასიურად ხდებოდნენ დამოუკიდებლები. ამ ყველაფრის ფონზე კორსეტები გრძელი კაბები საკმაოდ მოუხერხებელი იყო, ამიტომ ქალებმა მოირგეს შარვლები, კომბინეზონები და დაიმოკლეს ქვედაბოლოები.
ეს არის ე.წ. Flapper გოგონების ეპოქა, რომლებიც გაცილებით აქტიურად და საკმაოდ პროვოკაციულადაც აგრძელებდნენ ცხოვრებას. ქალებმა დაიწყეს მოწევა, გაუჩნდათ გაცილებით დიდი სექსუალური გამოცდილება და ხმის მიცემის უფლებაც. გაჩნდა თავისუფლად აჭრილი კაბები, სწორი სილუეტი, წელის ხაზმა დაბლა დაიწია, გაჩნდა ღრმა ამოჭრა ზურგზე, პლისე და ტერფამდე და შემდეგ თითქმის მუხლამდე დამოკლებული კაბები და ქვედაბოლოები – რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.
უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მოდის ჟურნალებმა და ქალებმა მასიურად დაიწყეს Vogue, The Queen, Gazette და Harper’s კითხვა. Continue reading