უმძიმესი ხანა არა მხოლოდ მოდის არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ომმა ყველა სფეროს, ყველა ადამიანს, ეკონომიკას და ყველაფერს ზოგადად თავისი მძიმე დაღი დაასვა. მასალა მათ შორის ნაჭრები და აქსესუარებისათვის გამოსაყენებელი სხვა დეტალები ურთულესი საშოვნია, რადგან ომმა შთანთქა ყველაფერი, წარმოება თითქმის შეჩერებულია, ხოლო არსებული მასალები კი სულ ომის საჭიროებას ხმარდება.
ქსოვილის ფასი უზომოდ იზრდება და ხელოვნური აბრეშუმი ხდება ერთადერთი გამოსავალი მოდის სახლებისათვის. მოდის ტენდენციებიც მილიტარისტული და მკაცრი ხდება. აქცენტი მხრებზე კეთდება და სამხრეები იწევს, მოდაში ეგრეთ წოდებული “ლიპები” შემოდის, არა მხოლოდ პიჯაკებზე არამედ კაბებზეც. Continue reading