Wrap Skirts – 2015 წლის ზაფხულისთვის

რადგან ჯერ კიდევ მთელი 2 თვე დარჩა ზაფხულის დასრულებამდე და რეალურად საზაფხულო სამოსის სეზონი სექტემბრის ბოლომდე გრძელდება – გადავწყვიტე, რომ არც ისე გვიანია 2015 წლის ზაფხულის Must Have სამოსს გადავხედოთ.

ამ ზაფხულისთვის ერთ ერთ ასეთ სამოსია ეგრეთ წოდებული Wrap Skirt – სრული ასორტიმენტით – მოკლე თუ გრძელი, ჭრელი თუ სადა, პრინტით თუ ერთფეროვანი,  მოკლე ტოპით თუ ჩვეულებრივით, პლაჟის აქსესუარად თუ  როგორც საღამოს სამოსი.

Boohoo Warp Asymmetric Wrap Skirt

Continue reading

Tommy Hilfiger S/S 2014 – NY fashion week

მე პირადად Tommy Hilfiger-ის მიმართ საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი და უკვე ძალიან ბევრი წელია ამ ბრენდის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი ვარ. აუცილებლად შევდივარ ხოლმე მაღაზიებში თუ საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ პროდუქციას ძირითადად ამაზონიდან ვიწერ ხოლმე. ფასიც და ხარისხიც აბსოლუტურად მისაღებია, ერთადერთი ის ნაკლი აქვს რომ ამაზონზე არც ისე დიდი არჩევანია ხოლმე.

რაც შეეხება 2014 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექციას, დიზაინერების ინსპირაციად ამ კოლექციისთვის კალიფორნიის მზიანი სანაპიროები იქცა, ლაღი ფერები, მარტივი სილუეტები, ფერთა დიდი გამა და ამასთანავე ჯანსაღი ცხოვრების სტილის გავლენა – რამაც კოლექცია სპორტულისკენ გადახარა.

 

Continue reading