WORK OUT WITH L.O.V.E.

ქალი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს!!!  ამაზე არ ვკამათობთ

ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, მიუხედავად იმისა “კუხნაშია”, აქვე ეზოში ჩადის პურისთვის, ვარჯიშობს თუ წვეულებაზე მიდის.

ვარჯიშის ბევრი სახეობა არსებობს, ასევე ბევრია სავარჯიშო დაწესებულებები და ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ამჯობინებენ და ყოველწლიურად სავარჯიშო ობიექტებს ემატება და ემატება ადამიანები, რაც აბსოლუტურად მისასალმებელია.

მაგრამ მოდით გადავხედოთ ქართულ სავარჯიშო დარბაზებს, იქნება ეს იოგის, ფიტნესის, აერობიკის თუ სხვა ტიპის დარბაზები. რა აცვიათ აქ მოვარჯიშე ადამიანებს?  რას გვეუბნება მათი ჩაცმულობა?

სამწუხაროს ამ კუთხით საქართველოში სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გამოიყურებიან ვარჯიშისას, ამოიცვამენ ნებისმიერ ელასტიურ სამოსს და მორჩა.

არადა ვარჯიშსაც თავისი ესტეტიკა აქვს და ვთვლი რომ სარკეებში, რომლებიც თითქმის ყველა სავარჯიშო დარბაზშია, როგორც მინიმუმ უნდა მოგწონდეთ თქვენი თავი.

პირადად ჩემი სავარჯიშო სამოსი ასე გამოიყურება, იმის გამო რომ არ მინდოდა სტანდარტული ყოფილიყო mymaika.ge-ს შევუკვეთ და ვარ კმაყოფილი.

1508618_10203029108796472_1169846630_n

მაგრამ გუშინ ვნახე ერთი არაჩვეულებრივი კოლექცია სახელწოდებით WORK OUT WITH L.O.V.E.   ფეისბუქზე და მომინდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის.

Continue reading

Tommy Hilfiger S/S 2014 – NY fashion week

მე პირადად Tommy Hilfiger-ის მიმართ საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი და უკვე ძალიან ბევრი წელია ამ ბრენდის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი ვარ. აუცილებლად შევდივარ ხოლმე მაღაზიებში თუ საზღვარგარეთ ვარ, მაგრამ პროდუქციას ძირითადად ამაზონიდან ვიწერ ხოლმე. ფასიც და ხარისხიც აბსოლუტურად მისაღებია, ერთადერთი ის ნაკლი აქვს რომ ამაზონზე არც ისე დიდი არჩევანია ხოლმე.

რაც შეეხება 2014 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექციას, დიზაინერების ინსპირაციად ამ კოლექციისთვის კალიფორნიის მზიანი სანაპიროები იქცა, ლაღი ფერები, მარტივი სილუეტები, ფერთა დიდი გამა და ამასთანავე ჯანსაღი ცხოვრების სტილის გავლენა – რამაც კოლექცია სპორტულისკენ გადახარა.

 

Continue reading