50–იანები ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ათწლეულია მოდის ისტორიაში.
ქალის სამოსის ხაზები მაქსიმალურად უახლოვდება სხეულს და ხაზს უსვამს ქალის ტანის ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ ნაწილებს: მკერდს, წელს და თეძოს. Haute couture-ის ქმნილებებისგან განსხვავებით ყოველდღიური ე.წ. ქეჟუალ სამოსი უფრო და უფრო კომფორტული და მარტივი ხდება. კაბის სიგრძე მუხლიდან იწყება და წვივის კუნთამდე მერყეობს. აქტუალური ხდება პრინტები, მათ შორის კოპლები, ე.წ. პოლკადოტები და ფლორალები. მოდური და ყველაზე მეტად გამოყენებადი ფერებია შავ-თეთრი და პასტელური. Continue reading