Untitled-2

FASHION OF 30’S

30 იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოდისა და კინოს ინდუსტრიისთვის. ზუსტად ამ ეპოქას ემთხვევა მოდისა და ჰოლივუდის “შეხვედრა” უდიდესი ბიძგი მისცა ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებას, რაც გამოიწვია  ქალთა სამყაროში ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოების გაჩენამ.

ქალებმა მასიურად დაიწყეს თავის მოვლა, სალონებში სიარული, სამოსისადმი მეტი ყურადღების მიქცევა რათა ახლოს მისულიყვნენ თავიანთ სათაყვანებელ მსახიობ ქალებთან.

30-იან წლებში სამოსი ჯერ კიდევ გრძელია, წელზე გაკეთებული აქცენტებით და ძლიერი მხრებით.
კაბებში უკვე ირიბი ჭრა “bias-cut” გამოიყენება, რომლის შემქმნელად დიზაინერი Madeleine Vionnet გვევლინება, რომელმაც  1927 წელს პირველად გამოიყენა ამ ტიპის ჭრა კაბის შეკერვისას და რომელმაც განსაზღვრა ამ ეპოქის კაბის სილუეტი. Continue reading

Dream About 40’s

უმძიმესი ხანა არა მხოლოდ მოდის არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ომმა ყველა სფეროს, ყველა ადამიანს, ეკონომიკას და ყველაფერს ზოგადად თავისი მძიმე დაღი დაასვა. მასალა მათ შორის ნაჭრები და აქსესუარებისათვის გამოსაყენებელი სხვა დეტალები ურთულესი საშოვნია, რადგან ომმა შთანთქა ყველაფერი, წარმოება თითქმის შეჩერებულია, ხოლო არსებული მასალები კი სულ ომის საჭიროებას ხმარდება.

ქსოვილის ფასი უზომოდ იზრდება და ხელოვნური აბრეშუმი ხდება ერთადერთი გამოსავალი მოდის სახლებისათვის. მოდის ტენდენციებიც მილიტარისტული და მკაცრი ხდება. აქცენტი მხრებზე კეთდება და სამხრეები იწევს, მოდაში ეგრეთ წოდებული “ლიპები” შემოდის, არა მხოლოდ პიჯაკებზე არამედ კაბებზეც. Continue reading