ვიდრე ეს სრული გადაღლილობა და მოშლა დამეწყებოდა, დიდი წარმატებით დავდიოდი სალონების ქსელ მელანჟში – სოლარიუმში. ულამაზეს ფერზეც დავდექი სულ რაღაც 29 წუთში, სიმუქე დიდად არ მიყვარს.
ჯერჯერობით ამ რუჯს ვიმყოფინებ, მაგრამ როდესაც გადამივა სელფ-ტანერებს უნდა მივმართო, რადგან აუზზე სიარულის დრო მე არ მაქვს სამსახურიდან გამომდინარე.
ხოდა გადავწყვიტე გადავათვალიერო რას გვთავაზობენ კოსმეტიკური კომპანიები ამ მიმართულებით. ვიწყებ შემი საყვარელი ბრენდით Clinique. რომელიც 2მაგად საყვარელია ჩემთვის რადგან ესტე ლაუდერს ეკუთვნის და + აბსოლუტურად არაალერგიული ხაზია, არასოდეს უმცირესი პრობლემაც არ შემქმნია ამ ბრენდის პროდუქციის გამოყენებისას.
დღეს გაგაცნობთ Clinique Self Sun Body Tinted Lotion–ს, რომლის ყიდვაც 30$-ად შეგიძლიათ ამაზონზე. შეიძლება აქაც იყოს მაღაზიებში, არ მიძებნია 🙂