ეს არის ერთ ერთი ყველაზე ლამაზი კოლექცია რაც ამ ბრენდს შეუქმნია,
ქალისა და მამაკაცის სამოსი ზღაპრულ ფერებში,
გასაოცარი ქსოვილებით და ულამაზესად შეხამებული ეს ყველაფერი სპორტული სტილის ფეხსაცმელთან.
კრისტოფერ ბეილიმ ამჯერად ახალგაზრდა თაობაზე გააკეთა გათვლა და
კოლექციაც არის საოცრად ახალგაზრდული და ქალური.
კოლექცია ატარებს სახელწოდებას “The Birds and The Bees” და
უხვად არის წარმოდგენილი ბრიტანეთის ბუნებაში არსებული ყვავილები და მწერები.
ასევე დიდი გათვლა გააკეთა დიზაინერმა ჯინსის ქსოვილზე,
რითაც ვფიქრობ რომ კოლექცია საოცრად კომერციულად მომგებიანად აქცია.