cosmetics_image2

CBD and Hemp Beauty Products

სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც მიკვირს ჩემი ბლოგის დაშბორდი რომ მაქვს გახსნილი და პოსტს რომ ვწერ, იიმდენი ხანია არაფერი დამიწერია. მაგრამ როგორც ამბობენ Never Say Never!!

დავიწყებ იმით, რომ ოქტომბერი და ნოემბერი ჩემთვის პირადად არის “Beautification” პერიოდი, როდესაცა მთელი ზაფხულის განმავლობაში რუჯისა და მარილიანი წყლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კანი მომყავს მწყობრში. ამჯერადაც კოსმეტოლოგებში და ესთეტიკურ ცენტრებში სიარულის, ყველანაირი გაწმენდისა და პროცედურების შემდეგ დადგა დრო  ბიუთი პროდუქტების განახლების. განახლებას კი მე ვეძახი ახალი ბრენდების აღმოჩენას, აქამდე უცნობი პროდუქციის სერჩვას და დატესტვას. ამ პროცესში მყოფმა აღმოვაჩინე რომ სილამაზის ბაზარი უხვად გვთავაზობს მარიხუანასა და CBD (cannabidiol) შემცველობის პროდუქტს, რამაც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეძებნა ინფორმაცია და გამეზიარებინა თქვენთვისაც.

პირველად ცხოვრებაში დაახლოებით 2017წ. ამსტერდამში აღმოვაჩინე რომ The Body Shop- მა დაამატა მარიხუანას შემცველი პროდუქტების ხაზი და მაშინ შევიძინე ხელის კრემი მხოლოდ. კრემი საკმაოდ კარგი იყო, სიამოვნებით გამოვიყენებდი ახლაც და რაც მთავარია არც გამოკვეთილად შემაწუხებელი (ბალახოვანი) სუნი არ ჰქონდა. Continue reading

Hemp & Marijuana Museum Gallery, Barcelona

Fotor0805124228_zps0095f920“The history of the hemp plant is a history of kings and emperors, wars and merchants and just as importantly, is the history of ordinary citizens and traders.”

პოსტში დაწერილი ინფორმაცია არის თარგმნილი მოზეუმიდან წამოღებული ბროშურიდან, ამიტომ არანაირი პრეტენზია სინამდვილეზე და უტყუარობაზე არ გააჩნია. ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი ყველა ვიზიტორისთვის.

ბარსელონას Hemp & Marijuana Museum Gallery სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ დაარსდა და არის ამსტერდამის ამავე სახელწოდების მუზეუმის ფილიალი. ამსტერდამში კი ეს მუზეუმი 1985 წელს დაარსდა მისი ამჟამინდელი დირექტორის ბენ დრონკერსის მიერ.

 photo Fotor0805124455_zps35d391be.jpg Continue reading