რა კატასტროფა გრაფიკში ვცხოვრობ რომ იცოდეთ . . .
1 წამი არ მაქვს თავისუფალი რომ დავჯდე და დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე დავწერო. სამსახურში იმდენი საქმე მაქვს – სახლშიც მიმაქვს და იქაც ვმუშაობ. ღამეები არ მძინავს ნორმალურად. მაგრამ ისეთ მაგარ საქმეებს ვარ შეჭიდებული, რომ წამითაც არ ვწუწუნებ დაღლილობაზე, პირიქით მეტი დრო რომ მქონდეს მეტსაც ვიმუშავებდი 🙂
ამიტომ ამ პატარა პოსტს დაგიტოვებთ, ძალიან რომ არ მოიწყინოთ ვიდრე მოვიცლიდე გრანდიოზული პოსტე4ბისათვის :დ
მილანში გალერეაში ვიზიტის დროს გვაჩუქეს Clarins-ის ტონალური კრემი: Skin Illusion
მე მინდა ყველას გირჩიოთ ეს საოცრად ნაზი და ძალიან მაგარი ხარისხის, ურბილესი და უგრილესი ფაქტურის, უსურნელოვანესი ტონალური კრემი, რომელიც ისე მომიხდა, ისე რომ მაშინვე დავიწყე ძებნა საიტებზე, თუმცა ჯერ ახალია და არ იყო კოსმეტიკურ ონლაინ მაღაზიებში, თუ წააწყდით ან თბილისის მაღაზიებში, ან ინტერნეტში – აუცილებლად შემატყობინეთ.
Highly Recommended By Taa – არ ინანებთ დამიჯერეთ 🙂