მეათე :)

რამდენიმე დღეა ერთი სიტყვის დაწერასაც ვეღარ ვახერხებ, წინა პოსტშიც ძალიან სიტყვაძუნწი ვიყავი, რადგან უამრავი საქმე მაქვს ეს ერთი კვირაა სამსახურში.

ვინც არ იცით გაგაგებინებთ რომ 9 ივლისს ახალი ნათების რიგით მეათე მაღაზია იხსნება ფოთში და ჩემი უზომოდ დაკავებულობაც აქედან აიხსნება. მილიონი საქმე მაქვს რადგან მთელი პრეზენტაცია ჩემს ხელშია, თან შორს რომ არის ძალიან რთულია 🙁

მე ამაღამ გვიან მიწევს ფოთისკენ გამგზავრება და რამდენიმე დღით ალბათ პასიურად ვნახავ ხოლმე ბლოგს, არ მოიწყინით, იაქტიურეთ გივევეისთან დაკავშირებით, მეც მალე დაგიბრუნდებით ახალი ამბებით.

მანამდე კი რამდენიმე ლამაზ ნივთს დაგიტოვებთ რომ არ მოიწყინოთ

Balenciaga by Nicolas Ghesquière Seashore Tote

Givenchy by Riccardo Tisci Leopard and Leather Cuffs

Calvin Klein Collection Enclosed Heel Sandal

Lumières Byzantines de Chanel Eye Shadow Palette

 

 

 

Comments

comments

16 thoughts on “მეათე :)

  1. ირინკა says:

    კარგი რა თაა 😀 მოწყენა კი არა, ფეხსაცმელს მივაკვდი 😀 ძააალიან ლამაზია..წარმატება მაღაზიის გახსნისას 🙂

  2. anna says:

    როდის არის პრეზენტაცია ? მე ფოთში ვცხოვრობ და დიდი სიამოვნებით გნახავდი თაა :*))

  3. Taa says:

    anna

    შაბათს დღის საათზე, მე ხვალ დილიდან მანდვე ვიქნები და გამომიარე
    ანკორში ვრჩები ღამე
    მეკონტაქტე

  4. anna says:

    თაა, აუცილებლად. ხვალვე გამოგივლი… რო ვნახე ახალი შენობა ‘ახალი ნათების’ ლოგოთი ეგრევე შენ გამახსენდი :* ♥

  5. anna says:

    თაა, მე ექსტერიერი ვნახე მარტო და მოდი ხვალ შენ შეაფასე 🙂 ერთი სული მაქვს როდის გნახაავ :**

  6. Likuna says:

    Balenciaga by Nicolas Ghesquière Seashore Tote – რა ლამაზი ფერის ჩანთააა <3

  7. lenka says:

    გილოცააავთ

    მიყვარს მე ახალი ნათება და წარმატებებს გისურვებთ

    მიყევი აბა რა ხდება ფოთში?

  8. ჭინკა says:

    ვაუ!:)) მეათე მაღაზია..
    ბევრ ბევრ მაღაზიებს და კლიენტებს/მყიდველებს გისურვებთ ! ^^

  9. taknatuna says:

    დღეს მოკლედ შენი ბლოგი კიდევ ერტხელ გადავიკითხე და როგორც დოჩანაშვილი იტყოდა ბევრ რამის კითხვისას ხელხახლა განვიცადე სიამოვნება :)))
    მომწონს შენი ბლოგი, ყველაზე გოგოშკური ბლოგია, მთელ გოგოშკურ ბლოგებს შორის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *